ფეხბურთი "ერთი დარტყმით გათიშა დებოშიორი" - უცნობი ისტორია რევაზ ჩელებაძეზე 2023, 12 ივნისი, 17:01
სპორტული გამოცემა Sport 24 .ru. ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ისტორიას ავრცელებს ლეგენდარულ ფეხბურთელზე რევაზ ჩელებაძეზე, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.
„თუ ვინმე უხეშობდა, მომცელავდა ან დედაჩემს ახსენებდა, არ ვპატიობდი. თამაშს დროს მაინც თავს ვიკავებდი, მაგრამ ტრიბუნებთან კაცს ყველაფერზე პასუხს ვაგებინებდი“, - აღიარა ჩელებაძემ. თუმცა, ფიზიკურად ძლიერი ფორვარდისგან არა მხოლოდ ფეხბურთელებს ხვდებოდათ, არამედ სპორტისგან შორს მყოფ მწყენინებლებსაც. ერთხელ მინსკში უცნობმა გაბედა რევაზთან ჩხუბი, რაც საკმაოდ ძვირი დაუჯდა. ბელორუსის სსრ-ის დედაქალაქში თბილისური კლუბი ადგილობრივ "დინამოსთან" სათამაშოდ ემზადებოდა. შეხვედრის წინა დღეს ჩელებაძე მეგობართან, მცველ ალექსანდრე ჩივაძესთან ერთად სასეირნოდ წავიდა და მოულოდნელად უსიამოვნო თავგადასავალი გადახდათ . „მინსკში, ჩივაძესთან ერთად, "დინამოს" სტადიონთან ახლოს სასტუმროდან სასეირნოდ გავედით - ვხედავთ აწერია... „მიადუხა“(Мядуха). საშა ამბობს: ე, თაფლი! (რუსულად თაფლი мед!)მოდი, გავსინჯოთ. შევედით... რა თაფლი? ბარია! ორი გოგო ზის, უბრალოდ რაღაც ვკითხეთ. შემდეგ ვიღაც მამაკაცი - როგორც ჩანს, იცნობდა მათ - მივარდა და ჩივაძეს მკლავში ძლიერად და ძალიან უხეშად მოჰკიდა ხელი. საშამ ფერი დაკარგა კიდეც “, - იხსენებს ჩელებაძე. ფორვარდმა მაშინვე დაიცვა მეგობარი და ცდილობდა მშვიდობიანად მოეგვარებინა კონფლიქტი. თუმცა, მოლაპარკებამ პრობლემა ვერ გადაჭრა. ამის შემდეგ შემდეგ ჩელებაძემ დაიწყო მოქმედება. ”მე ვეუბნები: გაუშვი! ის, ამბობს: "შენ რა გინდა? არ გავუშებ...კარგი მაშინ, ერთი დავარტყი და მორჩა - ეგრევე ადგილზევ გაითიშა, მან ეს დაიმსახურა. სტუმრებიც და ბარმენიც მადლიერი დარჩნენ იმ არანორმალურის დაშოშმინებისათვის . იქ კიდევ ერთი დანით გამოგვენთო. მაგრამ როდესაც ფეხბურთელები დაგვინახა, წავედა." საბედნიეროდ, ჩხუბმა დებოშიორის ჯანმრთელობაზე სერიოზულ არ იმოქმედა, ამიტომ სკანდალი თავიდან აიცილეს. ბელორუსიის შესახებ კი, როგორც ჩელებაძეს ამბობს, ბარში ჩხუბის მიუხედავად მხოლოდ ყველაზე თბილი მოგონებები დარჩა. სხვათა შორის 1975 წელს გახსნილი კაფე-ბარი "Мядуха" დღესაც ფუნქციონირებს მინსკში. 1120 2-ს მოსწონს
|