x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ არ შეიძლება მაყურებელმა ტრიბუნაზე გადავარდნილი ბურთი დაიტოვოს?
image

უმჯობესია ბურთი სტადიონზე დავტოვოთ.

ფეხბურთში ხშირია სიტუაციები, როდესაც ფეხბურთელი კარში უკიდურესად არაზუსტად ურტყამს და ბურთი ტრიბუნებზე მიფრინავს. ფანებს შეუძლიათ მისი დაჭერა და როგორც ჩანს, უკეთეს სუვენირს ვერ ინატრებთ!



მაგრამ არის გარკვეული ნიუანსი, რის გამოც ბურთის აღების სურვილი მთლიანად ქრება. რის გამო ხდება ეს?




მატჩის შემდეგ - პოლიციაში



არ დაგავიწყდეთ, რომ ბურთი ვიღაცის საკუთრებაა – ჩვეულებრივ ის სტადიონს ან მატჩის ორგანიზატორებს ეკუთვნის. მისი მითვისება შეიძლება ქურდობას გაუტოლდეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმეს სურდეს ფეხბურთის ბურთის გამო კანონთან პრობლემები შეექმნას.


არა და იყო ასეთი პრეცედენტები!



2016 წელს, გულშემატკივარი, რომელიც ესწრებოდა " მილუოლისა" და "შეფილდის" მატჩს ინგლისის პირველ ლიგაში პოლიციაში მოხვდა.


მან ტრიბუნზე გამოფრენილი ბურთი დაიჭირა, მან გადაწყვიტა ბურთი სახლში წაეღო და შვილისთვის ეჩუქა.მაგრამ გასასვლელში ის კონტოლიორებმა შეაჩერეს და პოლიციას აცნობეს. შედეგად, უბედურმა გულშემატკივარმა რამდენიმე საათი გაატარა უახლოეს პოლიციის განყოფილებაში გაატარა.


არის შემთხვევაც, როცა ბურთის მოპარვა პირდაპირ მოედნიდან სცადეს. ეს მოხდა 2012 წელს, როდესაც "მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის ჩემპიონატი დრამატულად მოიგო. ფინალური სასტვენისთანავე გულშემატკივრები მოედანზე შევარდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა ბურთის ჩუმად აღება გადაწყვიტა. თუმცა, ბიჭმა არ გაითვალისწინა, რომ "მანჩესტერ სიტის" სტადიონზე არის სათვალთვალო კამერები და კლუბმა უკვე დაჯავშნა ადგილი თავის მუზეუმში ოისტორიული ბურთისთვის. 17 წლის გულშემატკივარი სწრაფად იპოვეს და მასთან პროფილაქტიკური საუბარი გამართეს, ტროფეი კი ჩამოართვეს.



ბურთი მოიპარა და დიდ ფულზე გაყიდა



ამასთან, არიან იღბლიანებიც, რომლებმაც ბურთის წაღება მაინც მოახერხეს და დაუსჯელნი დარჩნენ. ვიღაცამ ნაძარცვი თაროზე სუვენირად დადო, მაგრამ იყვნენ უფრო თავგადასავლების მოყვარული გულშემატკივრებიც.



პაბლო კორალის შემთხვევა საყოველთაოდ ცნობილია. ესპანელი კალათბურთელი 2004 წელს ინგლისსა და პორტუგალიის შორის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩის მაყურებელი იყო . მატჩის შემდგომი პენალტების სერიაში დევიდ ბექჰემმა უხეში შეცდომა დაუშვა - მისი დარტყმული ბურთი ტრიბუნაზე გაფრინდა. ის დაიჭირა კორალმა, რომელმაც ბურთი მაშინვე მაისურის ქვეშ დამალა და შემდეგ სტადიონი დატოვა.



ბურთი, რომელსაც "ბექჰემის სირცხვილი" უწოდეს, მაშინვე აუქციონზე გაიტანეს. გაჩნდა უპრეცედენტო აურზაური - ზოგიერთ თითქოს ღირებული ლოტისთვის 10 მილიონ ევროსაც კი იხდიდა, მაგრამ განაცხადების უმეტესობა გაუქმდა, რადგან ისინი არარეალური იყო. შედეგად, ბურთი აუქციონზე 28 ათას ევროდ გაიყიდა- ის იყიდა ვიღაც კანადელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა სურდა.



კორალს სხვათა შორის მოპარულ ბურთში 18 ათას ევროს ერთ-ერთი ბრიტანული ტაბლოიდი სთავაზობდა, - ეს თანხა მას ერთ-ერთმა ბრიტანულმა ტაბლოიდმა შესთავაზა. მაგრამ ესპანელმა უარი უთხრა და სწორადაც მოიქცა, აუქციონმა გაცილებით მეტი ფული მოუტანა.



ფეხბურთში არ შეგიძლია, ჰოკეიში კი შეგიძლია



ახლა სულ უფრო და უფრო ნაკლებად ხდება ასეთი ავანტიურა. როგორც წესი, მაყურებლები დაუყოვნებლივ აბრუნებენ ბურთს ბურის უკან. არავის სურს პოლიციის განყოფილებებში ახსნა-განმარტებების დაწერა.



ფეხბურთი ამ მხრივ, სხვათა შორის, განსხვავდება ჰოკეისაგან, სადაც შაიბა შესაძლებელია სრულყოფილი ტროფეი გახდეს. მას არ ექვემდებარება მკაცრი მონიტორინგი, ამიტომ ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია ჯიბეში ჩააგდოს რეზინის დისკი და წაიღოს სახლში. ყოველ შემთხვევაში, ამაზე სანქციები არ არსებობს.

0
914
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
914
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0