სხვა ჯუნა დავითაშვილი - როგორ "დააბოლა" თბილისელმა მებუფეტემ უკიდეგანოდ ქვეყანა 22 ივლისი, 14:39
22 ივლისს დაიბადა(1949წ.) ასურელი ნათელმხილველი, ასტროლოგი, პოეტი, მხატვარი და ალტერნატიული მეცნიერებების საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი ჯუნა დავითაშვილი (ნამდვილი სახელი ევგენია სარდისი), მის სასწაულებრივ განკურნებებზე უამრავი სტატია დაწერილა, (მათ შორის ქართულ სივრცეშიც)თუმცა ბევრი რამ ეჭვქვეშ დგას და უფრო გამოგონილი ლეგენდების კატეგორიას მიეკუთვნება, რადგან ოფიციალური კვლევების თანახმად, ბევრი რამ არ დასტურდება;
ვინ იყო ბოლოსდაბოლოდ ჯუნა დავითაშვილი მკურნალი ნათელმხილველი თუ ჩვეულებრივი შარლატანი, რომლის მსგავსი ისტორიამ უკვე მრავლად იცის? ჯერ იქნება 80 ქვეყნის საპატიო აკადემიკოსი, მერე გახდება 120, საბჭოთა კავშირის გმირი, სოციალისტური შრომის გმირი, გენერალ-მაიორი..თბილისელი მებუფეტეს ყველა წოდება და რეგალიები რომ ჩამოვთვალოთ, ერთი გვერდი არ ეყოფა ..მაგრამ თქვენ არ უნდა ინერვიულოთ ამაზე, მისი ყველა ტიტული, ისევე როგორც ექსტრასენსის საქმიანობა, აბსოლუტური მონაჩმახია; კერპი ათეიზმის ეპოქაში გამოცარიელებული "წმინდა ადგილი" არ რჩება შეუვსებელი და 80-იანი წლების დასაწყისში სსრკ-ში ჭექა-ქუხილივით გაისმა ახალი სახელი. ექსტრასენსი, მკურნალი, ის მაშინვე დაიწყებს წარმოუდგენელი წარმატებებით ტკბობას, ხალხის ბრბო მიაწყდება ჯუნას, იმ იმედით, რომ მას შეეხებიან და განიკურნებიან. ყოფილი მებუფეტე და მასაჟისტი მალევე მოიპოვებს დიდებასა და წარმატებას! ერთი სეანსისთვის, რა დროსაც ის ჩუმად რაღაცას ბურტყუნებდა, იგი 120 მანეთს და ზოგჯერ მეტსაც იღებდა. და მას შეეძლო დღეში ათობით ასეთი სეანსის ჩატარება! ჯუნა ამტკიცებდა, რომ მას შეეძლო შიდსის, კიბოს, ტუბერკულოზის, ჰეპატიტისა და გონორეის მკურნალობა. პრინციპში, არ არსებობდა ისეთი დაავადება, რომლის განკურნებაც არ შეეძლო. ისე, რომ ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, გადავხედოთ მის ნამდვილ საქმეებს. ალტერნატიული მედიცინის თაყვანისმცემელმა, საბჭოთა სახელმწიფო დაგეგმვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი ბაიბაკოვმა, ჯუნას მიმართა, რათა დახმარებოდა ცოლის განკურნებაში, რომელიც კიბოთი იყო დაავადებული. განმეორებითმა სესიებმა შედეგი არ გამოიღო; ბაიბაკოვის ცოლი მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს მხოლოდ ერთ-ერთი შემთხვევაა კიდევ რამდენიმე გახმაურებული ამბიდან, როდესაც ადამიანებმა ჯუნას მიმართეს და ვერავითარი შედეგი მიიღეს, ვერც მიიღებდნენ. მთელი მისი დახმარება შედგებოდა ისტერიული ყვირილისგან, ხელების ქნევისგან ან მასაჟისგან. მასაჟის გაკეთება ნამდვილად იცოდა და ამ მხრივ ნამდვილი დიპლომი არც ჰქონდა. მაშინ რაში მდგომარეობდა ჯუნას წარმატება? წარმატების რეცეპტი უპირველეს ყოვლისა, მრავალ ადამიანს სურს დაიჯეროს სასწაული;ასტროლოგების, მაგების და ექსტრასენსების საჭიროება ყოველთვის არსებობდა და ჯერჯერობით იარსებებს ; ბევრს ჯერ კიდევ გახსოვთ, როგორ დარბოდით თქვენ ან თქვენი მშობლები ტელევიზორის წინ წყლით სავსე ქილებით, გჯეროდათ, რომ კაშპიროვსკი ან ჩუმაკი წყალს სამკურნალო თვისებებით მუხტავდნენ. მეორე ნამდვილად რაც იყო ჯუნას პიროვნული ქარიზმა, მიუხედავად ნორმალური განათლების არქონისა, მას თანდაყოლილი ჰიპნოტიზმი ჰქონდა, პლუს, რა თქმა უნდა, ნიჭიერი ფსიქოლოგი იყო, მაშინვე ხედავდა ადამიანის სუსტი მხარეებს. მესამე, მმართველ ელიტაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი იყვნენ ყველა სახის მაგიისკენ. ყოველმხრივ მედიცინაზე წვდომა, მათთვის საკმარისი არ იყო, მათ სურდათ სამუდამოდ ახალგაზრდები და ჯანმრთელები ყოფილიყვნენ, ჯუნა მარტივად ჰპირდებოდა ყველაფერს. ამიტომ ჯუნა თბილისიდან მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც თავისი საქმიანობა საიმედო "კრიშის" ქვეშ დაიწყო. ლეგენდები ჯუნაზე ზოგიერთი მედიის ცნობით, ისევე როგორც ინტერვიუებით, სხვადასხვა დროს ჯუნას პაციენტები იყვნენ სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი, მხატვარი ილია გლაზუნოვი, კინომსახიობები ჯულიეტა მაზინა, რობერტ დე ნირო, მარჩელო მასტროიანი, კინორეჟისორები ანდრეი ტარკოვსკი და ფედერიკო ფელინი. თუმცა, მათი მკურნალობის შესახებ ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. (თუმცა ზოგიერთ მათანს პირადად შეხვედრია)ჯუნა არ არის ნახსენები მკურნალი ექიმებისა და ექთნების მოგონებებში. მიხაილ ბუიანოვის თქმით, „ბრეჟნევის მკურნალობის კოორდინატორმა ევგენი ჩაზოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ არც კი ყოფილა საუბარი რომელიმე სახალხო მკურნალის მოწვევის შესახებ“. თავის მხრივ, რადიოტექნიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი იური გულიაევი ამბობს: "ველიხოვმა და გური ივანოვიჩ მარჩუკმა მიხმეს. იმ დროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარე და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყვნენ. ისინი ამბობენ, რომ ბრეჟნევთან ჰქონდათ საუბარი. მათ მთხოვეს გამერკვია ჯუნას ამბავი: გენერალურ მდივანს კურნავს თუ ასახიჩრებს?" ჯუნა დე ნიროს განკურნებასზე არაფერს ამბობს, სამაგიეროდ ამტკიცებდა, რომ რობერტ დე ნირომ მას ცოლობა სთხოვა, მან უარი უთხრა, სამაგიეროთ აჩუქა მისი ერთ-ერთი ნახატი. ასევე ამტკიცებდნენ, რომ მას ჰქონდა მრავალი ჯილდო მიღებული, მათ შორის სოციალისტური შრომის გმირის წოდება, გაეროს მედალი"მშვიდობის განმტკიცებისთვის", ორდენი "ქალი მშვიდობისა და სამართლიანობისათის, კაცობრიობის სულის გამაერთიენებელი". პერსონალიზებული მედალი „მამაცობისათვის“, სამედიცინო სამსახურის გენერალ-პოლკოვნიკის წოდება. 1993 წლის 12 იანვარს ვეტერანთა საბჭომ „მადლობის ნიშნად" ავღანელი ჯარისკაცებზე მრავალწლიანი ზრუნვისა და სამომავლო თანამშრომლობის ნიშნად“ ჯუნას „სამედიცინო სამსახურის გენერალ- პოლკოვნიკის“ საპატიო წოდება მიანიჭა. უნიფორმის ტარების უფლებით. თუმცა, ყველა ამ ჯილდოს ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. გენერალ-ლეიტენანტმა ალექსეი სავინმა, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საექსპერტო-ანალიტიკური განყოფილების ხელმძღვანელმა, ინტერვიუში განაცხადა, რომ ერთ დროს მან გამოსცადა ჯუნა, როგორც სსრკ თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პროექტის ნაწილი, სახელწოდებით " ადამიანების ფარული ზეშესაძლებლობების განვითარება“, მაგრამ უარი თქვა მის შემდგომ მუშაობაში ჩართვაზე, რადგან ჩათვალა, რომ ჩვეულებრივ თაღლითთან ჰქონდა საქმე. 1007 3-ს მოსწონს
|