x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ უჩვენებენ ებრაელი ქალები თავიანთ საცვლებს რაბინებს? მიზეზი მართლაც შოკში ჩაგაგდებთ

image


იუდაიზმი ქალებისგან მოკრძალების მრავალი წესის დაცვას მოითხოვს, რომლებიც ზოგჯერ ისლამურს უტოლდება, ზოგჯერ კი მას გარკვეულ წილად აღემატება კიდეც. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს არჩევანი უბრალოდ არ აქვთ, გინდა არ გინდა, მათ თავიანთი ფარული სურვილების შეზღუდვა უწევთ, ამიტომ არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს ისეთი ტრადიცია, რომლის თანახმადაც გარკვეულ პირობებში ებრაელმა მორწმუნე ქალებმა თავიანთი საცვლები რაბინს უნდა უჩვენონ. თუ როგორ გაჩნდა ეს უცნაური ტრადიცია ამის შესახებ სწორედ დღეს მოგიყვებით. იუდაიზმი არის ერთ-ერთი ზუსტი რელიგია იმ გაგებით, რომ მისი წმინდა წიგნები დეტალურად აღწერს თითქმის ყველაფერს, რაც ადამიანს საარსებოდ სჭირდება. გაგიკვირდებათ და, არის იქ ისეთი ქვეთავები, რომლებიც მეუღლეებს შორის ფიზიკური ურთიერთობის საკითხებს ეხება.

image


ასე რომ, ებრაელებში ცოლ-ქმრული ურთიერთობა თვეში ორი კვირით შემოიფარგლება. და ეს წესი ყველა იმ ადამიანმა უნდა დაიცვას, ვინც "თალმუდისა" და "თორის" დებულებებს ზედმიწევნით იცავს განურჩევლად სულიერი მოძრაობისა, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან. მას შემდეგ, რაც გათხოვილ ქალს მენსტრუაცია უმთავრდება, მან მომდევნო კვირა უნდა მოითმინოს და მხოლოდ ამის შემდეგ მოინახულოს სარიტუალო განბანის ადგილი, რომელსაც მიკვა ეწოდება. მხოლოდ მაშინ მიეცემა ქალს ქმართან ურთიერთობის უფლება. მეტიც, მანამდე მეუღლეებს ცალ-ცალკე საწოლებში სძინავთ და ერთმანეთს აუცილებლობის განსაკუთრებული შემთხვევების გარდა არც კი ეხებიან.


image


ამ შვიდი დღის განმავლობაში ქალმა უნდა გამოიყენოს თეთრი საწოლის თეთრეული და ატაროს ასევე თეთრი საცვლები, რათა გამონადენი აკონტროლოს, ხოლო როდესაც ციკლი ბოლომდე წყდება, ის დაუყონებლივ უნდა ესტუმროს მიკვას, რათა მოიპოვოს უფლება ცოლ-ქმრული მოვალეობის შესასრულებლად. გადადება არ ღირს, რადგან მეუღლესთან ინტიმური ურთიერთობა მნიშვნელოვან მცნებად ითვლება, თუმცა ყოველთვის არ არის შესაძლებელი იმის დადგენა, დასრულდა თუ არა ბოლომდე კრიტიკული დღეები. ეჭვის შემთხვევაში მორწმუნეებს აღნიშნულ საკითხში დამხმარედ რაბინი ევლინებათ, რომელსაც თეთრეულის დათვალიერებით შეუძლია წყვილს ან დართოს ნება ან ცოლ-ქმრული ურთიერთობა აუკრძალოს.


image


ასეთ საკითხებში კომპეტენტურ რებეს მოჰყავს ბაბილონური თალმუდიდან ტრაქტატი: "თუ გამონადენი მუქია, მაშინ ის უწმინდურია, ხოლო თუ ღიაა, მაშინ სუფთაა, გამონაკლისს წარმოადგენს განზავებული ღვინის ფერი, სადაც მუქი შეფერილობა, ისევე როგორც უფრო ღია, სუფთად ითვლება", თუმცა, ამ დელიკატური საქმის მოგვარება, როგორც წესი, მაინც თავად ქალს ევალება, რომელსაც სრული უფლება აქვს გადაწყვიტოს, დადგა თუ არა მიკვას სტუმრობის დრო, მაგრამ თუ მას ეჭვი ეპარება, დახმარებისთვის მას შეუძლია რაბინს მიმართოს. ეს არ განიხილება პირად ცხოვრებაში ჩარევად, პირიქით, ეს უფრო დახმარებად ითვლება. თითოეული ოჯახი, ისევე როგორც თითოეული ქალი ასეთ საკითხს დამოუკიდებლად წყვეტს. ზოგი ცოტა ხნით დალოდებას ირჩევს, ზოგი კი ინტიმური ურთიერთობის უფლების მოსაპოვებლად პირდაპირ რებესთან გარბის.


image


თითოეულ საზოგადოებასა და თითოეულ სინაგოგაში შეიძლება დადგინდეს ამ მცნების შესრულების ესა თუ ის თანმიმდევრობა. ზოგი თავისი საცვლების ფოტოებს ელექტრონული ფოსტით გზავნის, ზოგი ამისთვის მესინჯერს იყენებს, ზოგს კი საცვლები რაბინთან კვლავ ძველებურად მიაქვს ან ამის გაკეთებას მეუღლეს სთხოვს. ებრაელი რაბინები ჩვეულებრივი ხალხია, მათ ალბათ, არც კი სიამოვნებთ გამადიდებელი შუშით ქალების ტანგებისა ან ბებიის დროინდელი პანტალონების თვალიერება, თუმცა უწევთ, რადგან ეს მათი რელიგიური მოვალეობაა. ამიტომ ისინი ამ საკითხს ისე ექცევიან, როგორც ექიმი პაციენტს, მით უმეტეს, რომ ასეთი სიტუაციები არც თუ ისე ხშირად ხდება ებრაელ მორწმუნეებში.







0
122
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
122