x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იგავი, რომელიც საკუთარი თავის შეფასებაში დაგეხმარებათ

image


ერთ დღეს მოძღვართან ახალგაზრდა კაცი მივიდა და უთხრა:

ირგვლივ ყველა მეუბნება, რომ წარუმატებელი ვარ. ამიტომ, თავს ისე უღირსად ვგრძნობ, რომ სიცოცხლე აღარ მინდა. გთხოვ დამეხმარე!

მოძღვარმა თვალები მოჭუტა, ახალგაზრდას გახედა და მაშინვე უთხრა:

— მაპატიე, მაგრამ მე ახლა დაკავებული ვარ და ვერაფრით დაგეხმარები. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, სასწრაფოდ უნდა მოვაგვარო. – ცოტა დაფიქრდა და დაუმატა: – მაგრამ, თუ შენ ჩემი საქმის მოგვარებაში დამეხმარები, მე შენი პრობლემის მოგვარებაში, სიამოვნებით დაგეხმარები.

— დიდი... დიდი სიამოვნებით, – ჩაიბუტბუტა მან და დამწუხრებულმა აღნიშნა, რომ ის ისევ მეორე ადგილზე გადასწიეს.

მოძღვარმა ხელიდან ბეჭედი მოიხსნა, რომელსაც ძალიან ლამაზი თვალი ჰქონდა და ახალგაზრდას უთხრა:

— შეჯექი ცხენზე და ბაზრის მოედანზე წადი! ეს ბეჭედი სასწრაფოდ უნდა გავყიდო, რომ ვალი გავისტუმრო... და არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდე, ოქროს მონეტაზე დაბალ ფასს!

ახალგაზრდამ ცხენი შეკაზმა და დავალების შესასრულებლად წავიდა. მივიდა ბაზრის მოედანზე და დაიწყო ბეჭდის შეთავაზება ვაჭრებისთვის. ისინი თავიდან, შეთავაზებული საქონლისადმი, დიდ ინტერესს იჩენდნენ. მაგრამ, როდესაც ოქროს მონეტის შესახებ გაიგებდნენ, ბეჭდისადმი ინტერესს, მაშინვე კარგავდნენ. ზოგი ფასის გაგონების შემდეგ, სიცილსაც კი იწყებდა, სხვები – უბრალოდ ზურგს აქცევდა და მიდიოდა. მხოლოდ ერთმა კეთილმა კაცმა აუხსნა, რომ ბეჭედი სპილენძის მონეტაზე მეტი არ ღირდა, – დიდი, დიდი, ვერცხლის მონეტაო.

მიუხედავად ამისა, ახალგაზრდამ მაინც არ დაიზარა და მთელი ბაზარი შემოიარა. მან ბეჭედი, თითქმის, 100 კაცს შესთავაზა. ბოლოს კი, ცხენზე შეჯდა და უკან დაბრუნდა. ის ძალიან დამწუხრებული იყო იმის გამო, რომ ბეჭდის გაყიდვა ვერ მოახერხა.

— მე ვერ შევასრულე შენი დავალება მოძღვარო – დაღონებულმა თქვა მან – ვაჭარმა დამარწმუნა, რომ ეს ბეჭედი, ოქროს მონეტად არ გაიყიდება.

— ჰო, კარგი იქნებოდა, ამ ბეჭდის რეალური ღირებულება გაგვეგო. ამას კი, ოქრომჭედელზე კარგად ვინ გააკეთებს? წადი ოქრომჭედელთან და ბეჭედი შეაფასებინე.

ახალგაზრდამ ბეჭედი ოქრომჭედელთან მიიტანა. ის დიდხანს ათვალიერებდა მას და შემდეგ უთხრა:

— გადაეცი მოძღვარს, რომ მე ახლა, 58 ოქროს მონეტაზე მეტის გადახდა არ შემიძლია. მაგრამ, თუ დროს მომცემს, მასში 70 ოქროს მონეტად ვიყიდი.

— 70 ოქროს მონეტა?! – გაიმეორა ახალგაზრდამ, მადლობა გადაუხადა ოქრომჭედელს და მოძღვართან დაბრუნდა.

— აქ დაჯექი, – უთხრა მოძღვარმა, მას შემდეგ, რაც აღფრთოვანებულმა ახალგაზრდამ დაასრულა ოქრომჭედლის ნათქვამის მოყოლა – იცოდე, შვილო, რომ სწორედ შენა ხარ ეს ბეჭედი, – ძვირფასი და განუმეორებელი! და შენი შეფასება მხოლოდ ჭეშმარიტ ექსპერტს შეუძლია. რისთვის დადიოდი ბაზარში, ელოდი, რომ ამას პირველი შემხვედრი გააკეთებდა?

P.S. ყველამ უნდა გააცნობიეროს თავისი ნამდვილი ღირებულება, აღიაროს თავისი უნიკალურობა და შეიყვაროს საკუთარი თავი!


image

არხის სხვა სიახლეები:


* ვინ ასწავლიდა უძველეს ხალხებს ბრინჯაოს და რკინის გამოდნობა და დამუშავება?

* ფეხბურთელების 10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი და ყველაზე ძვირიანი მანქანის მფლობელი

* უცნაური მოვლენები მთვარეზე, რომელსაც მეცნიერებმა ახსნა ვერ მოუძებნეს

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
172
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0