x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იმაზე თუ გიფიქრიათ, რატომ არის ზღვა მარილიანი?

მიუხედავად იმისა, რომ ზღვაში, მდინარეების სახით, დიდი რაოდენობით მტკნარი წყალი ჩაედინება, ზღვის წყალი მაინც მარილიანია – ეს გამოცანაა, რომელზეც, ალბათ, ბევრი არც დაფიქრებულა?..

აქ სწორედ, ზღვაში მარილის დაგროვებაზე, ამინდის ცვლილების გავლენაზე და მსოფლიო ოკეანეში, მარილის კონცენტრაციის შენარჩუნებაზე გვექნება საუბარი.


image


ჯერ ის გავარკვიოთ, თუ რატომ არის ოკეანის წყალი მარილიანი? სუფთა წვიმის წყლის მჟავიანობა, არც ისე დიდია. მისი pH 5, 0 და 5, 5–ს შორის მერყეობს. ხოლო, თუ ატმოსფეროში სხვა მინარევებიც არის, рН, შეიძლება, უფრო მეტად — 4, 0–მდე შემცირდეს.

ასეთი მჟავიანობა სახიფათო არ არის, მაგრამ საკმარისია, რომ ქანებში და ნიადაგში, ზოგიერთი მინერალი წყალში გახსნას. მაგ., ისეთი ნივთიერებები, როგორიც არის ნატრიუმი და ქლორი. ქანების გამორეცხვის შედეგად, წყალში მოხვედრილი ნივთიერებები ერთდებიან და მარილებს ქმნიან, რომელიც მდინარეში, შემდეგ კი, ოკეანეში ხვდება. როგორც მეცნიერებმა გამოთვალეს, ამ გზით ოკეანეში, ყოველწლიურად, დაახლოებით, 4 მილიარდი ტონა მარილი ხვდება.

თუმცა, აქ ახალი კითხვა ჩნდება: თუ მდინარეებს მარილი მიაქვს, მაშინ წყალი რატომ არ არის მლაშე?

ყოველ ჯერზე, როდესაც წვიმა მოდის, მდინარის წყლის გაზავება ხდება. ამასთან, წყალი მიედინება და მასში მარილის კონცენტრაცია არასდროს იზრდება. ხოლო, ზღვების შევსება დაბალი კონცენტრაციის მარილიანი წყლით მუდმივად ხდება. იქ მოხვედრილი მარილი აღარსად მიდის და დროთა განმავლობაში, გროვდება და კონცენტრირდება.

ოკეანეებში მარილის მოხვედრის კიდევ ერთი გზა — მისი ფსკერია. წყალი ფსკერზე არსებულ ნაპრალებში ჩაედინება, სადაც მაგმით თბება. ამ რეაქციის შედეგად, მინერალური მარილები ზღვაში ხვდება.

ახლა, ის გავარკვიოთ, თუ რატომ არის სხვადასხვა ზღვის მარილიანობა განსხვავებული?

ზღვის წყლის მარილიანობა, საშუალოდ, 35 პრომილია, ანუ 3, 5%. ამ მაჩვენებელზე ისეთი ფაქტორები მოქმედებს, როგორიც არის ნალექი, ჰაერის ტემპერატურა და აორთქლების სიჩქარე. ასევე, გეოგრაფიული მდებარეობაც, არანაკლებ მნიშვნელოვანია — ეკვატორთან და პოლუსებთან უფრო ახლოს მდებარე ზღვები, ნაკლებად მარილიანია, ვიდრე ზომიერ განედებში მდებარე ზღვები.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 5 რეალური ფაქტი, რომელიც მოგონილს უფრო ჰგავს

* რა სურთ კატებს და რას ელიან ისინი ჩვენგან?

* ოპტიკური ილუზიები, ფოტოშოპის გარეშე – კარგად უნდა დააკვირდეთ, რომ მიხვდეთ რა არის ასახული?

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
405
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
405
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0