x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ალენ დელონის ქალიშვილმა 88 წლის მამის ფოტო გამოაქვეყნა
imageხუთი წლის წინ მსახიობმა ინსულტი გადაიტანა, რამაც გამოიწვია ალცჰეიმერის დაავადების განვითარება.


ალენ დელონი მე-20 საუკუნის სექს-სიმბოლო გახდა ისეთი ფილმებით, როგორიცაა "როკო და მისი ძმები"(1960) "თაკარა მზე"(1960), "შავი ტიტა"(1963), "თავგადასავლების მაძიებლები"(1967) "ორნი ქალაქში"(1973) "ზორო"(1975) და მრავალი სხვა. საშუალო სიმაღლემ, სახის ნატიფმა ნაკვთებმა, უსაზღვრო ხიბლმა და კარგად შერჩეულმა როლებმა მსახიობი მრავალი ათწლეულის მანძილზე პლანეტის ყველაზე სასურველ მამაკაცად აქცია.

image

კადრი ფილმიდან:"არამზადას სიკვდილი"(1977)



მისი სახელი გამოიყენებოდა როგორც ზოგადი არსებითი სახელი, მამაკაცის გარეგნობის დადებითად შეფასების დროს. წლების განმავლობაში მსახიობის ახალგაზრდობა მიილია, მაგრამ ცნობადი სახის ნაკვთები დელონს არ აძლევდა საშუალებას დაეთმო ყველაზე სიმპატიური მსახიობის ტიტული.


მან ითამაშა თითქმის ასამდე ფილმში დათავი რეჟისორად და სცენარისტადაც მოსინჯა. გასაკვირია, რომ მან კარიერის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე კინო ჯილდო მიიღო: "სეზარი", "საპატიო ოქროს დათვი" ბერლინის კინოფესტივალზე და "საპატიო პალმა" კანის კინოფესტივალზე ინსულტის შემდეგ, 2019 წელს.

image

ავადმყოფობამ მსახიობს მოულოდნელად წამოეწია, თუმცა მას აღმოუჩინეს ყველა შესაძლო სამედიცინო დახმარება და რეაბილიტაციაც გაიარა. რა თქმა უნდა, ასეთმა სერიოზულმა დაავადებამ უკვალოდ არ ჩაიარა: მსახიობს განივითარდა ალცჰეიმერის დაავადება-დემენციის გავრცელებული ფორმა, რომელიც აუარესებს ადამიანის ყველა ინტელექტუალურ და ფიზიოლოგიურ შესაძლებლობებს. ცოტა მოგვიანებით, მსახიობმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ მას სერიოზული განუკურნებელი დაავადება ექნება ან მხოლოდ ექიმებისა და მედიკამენტების დახმარებით აცოცხლებენ, ის საკუთარ თავზე გამოიყენებს ევთანაზიას.



მსახიობის ქალიშვილმა ანუშკამ სხვა ოჯახის წევრებისგან ფარულად ჩაატარა კოგნიტური ტესტები მამამისზე და შედეგები არ გააცნო არ გაეცნო ოჯახის წევრებს. ამან გამოიწვია სკანდალი და სერიოზული ჩხუბი ძმა ენტონისთან, რომელიც თვლის, რომ აუცილებელია ყველა დაარწმუნოს, რომ მამამისს მძიმე ფსიქიკური დაავადება აქვს.



ანუშკას კი არ სჯერა ასეთი დასკვნების, რასაც ის პერიოდულად ადასტურებს დელონის ფოტოებით და ზედ გამამხნევებელი მინაწერებით:

”დელონი ყოველთვის იქნება დელონი. ყოველთვის კარგად გამოიყურება. ყოველთვის სრულყოფილი. ყოველთვის ელეგანტური. კარგი ღვინის მსგავსად. მუდამ დიდებული."


ახალ ფოტოზე მსახიობი პარიკმახერს სტუმრობს, რომელიც წვერს და ჭაღარა თმას უსწორებს. ალენ დელონი სერიოზული სახით და ოდნავ გაბრაზებული მზერით პოზირებს.

image

სიბერემ და ავადმყოფობამ სასტიკი კვალი დაამჩნია მას, ადრინდელი ალენ დელონიდან აჩრდილიღაა დარჩენილი.

0
135
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0