სხვა "სიკვდილის ანგელოზები": "ღამის პეპლების" ფოტოები ნიგერიიდან, სადაც შიდსით წელიწადში 10 მილიონი ადამიანი იღუპება 19 ივლისი, 11:38 ნიგერია აივ ინფიცირებულთა შორის მსოფლიოში ერთ – ერთი ლიდერია. კვლევების თანახმად, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომით ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 4%-ია დაავადებული, რაც მეტწილად მოსახლეობის დაბალი თვითშეგნებით არის გამოწვეული. ქვეყანაში კონტრაცეპტივის გამოყენება მიღებული არ არის, თუმცა ეპიდემიის გავრცელებაში ყველაზე დიდ როლს სწორედ სექს - ინდუსტრია და მასში ჩართული სექსმუშაკები ასრულებენ.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ამ სფეროში მომუშავე ქალების მეოთხედი აივ - ით ინფიცირებულია, რაც უბრალოდ კოლოსალური რიცხვია. მათ სწორედ ამის გამო "სიკვდილის ანგელოზებსაც" კი უწოდებენ.ფოტოებზე სწორედ ის საშინელი და გაუსაძლისი პირობებია ასახული, რომელშიც "სიკვდილის ანგელოზებს" ყოველდღიური ლუკმა პურის შოვნა უწევთ.ნიგერიელები საკუთარი სხეულით ვაჭრობას ძალიან მცირე ასაკიდან იწყებენ. ისინი დღეში 4 - 5 კლიენტს ემსახურებიან, და თითოეული მათგანისგან მხოლოდ 2 - 4 ამერიკულ დოლარს იღებენ.530 შეფასება არ არის |