x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვინ ასწავლიდა უძველეს ხალხებს ბრინჯაოს და რკინის გამოდნობა და დამუშავება?

კაცობრიობის მთელი ისტორია სამ დიდ ეპოქად იყოფა: ქვის (გონიერი ადამიანის გამოჩენიდან - VI ათასწლეულამდე ჩვენს ერამდე), ბრინჯაოს (IV ათასწლეულის ბოლოდან - I ათასწლეულის დასაწყისამდე ჩვენს ერამდე) და რკინის (ჩვენს ერამდე I ათასწლეულის დასაწყისიდან - დღემდე).


image


ბრინჯაო პირველი ლითონია, რომლიდანაც ადამიანებმა შრომის იარაღების დამზადება დაიწყეს. ეს ლითონი ბუნებაში, თვითნაბადი სახით არ მოიპოვება. ბრინჯაო შენადნობია, რომელიც 9 წილი სპილენძისგან და 1 წილი კალისგან მიიღება. ე.ი. ადამიანს, ათასწლეულების მანძილზე, უნდა გამოეყენებინა სპილენძის იარაღები, ვიდრე მიხვდებოდა, რომ მასზე ცოტა კალა დაემატებინა, რომ უფრო მყარი გამხდარიყო. მაგრამ, მაგ., ევროპაში, სპილენძის ნაკეთობები, საერთოდ არ არის აღმოჩენილი. ხოლო ბრინჯაო, ერთდროულად სხვადასხვა ადგილზე გაჩნდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ნაპოვნი არტეფაქტები, მათი შემქმნელების მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თვითონ კი არ სწავლობდნენ ლითონის დამუშავებას, არამედ მათ ვიღაც ასწავლიდა. ამასთან, ათასობით კილომეტრის დაშორებით, აღმოჩენილი ნაკეთობები, ერთმანეთს ისე ჰგავს, თითქოს ერთ სამჭედლოში იყოს დამზადებული. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ევროპელებმა ბრინჯაოს დამზადება, უცხო ტომელებისგან ისწავლეს, მაგრამ ყველა კონტინენტზე, ბრინჯაოს წარმოება უკვე განვითარებულ ფორმაში გაჩნდა. გამოდის რომ, უძველეს დროში, ბრინჯაოს მიღების წესი, ადამიანებს ვიღაცამ ასწავლა და ისიც უთხრა, თუ სად მოიპოვებოდა კალა, რომელიც იშვიათი ლითონია და მის მოსაპოვებლად, მაგ., ევროპელი პირენეს, ან კავკასიის მთებში უნდა წასულიყო, ან ბრიტანეთის კუნძულებზე, რომლებსაც ფინიკიელებმა "კალის კუნძულები" შეარქვეს.


image


ბრინჯაოს ეპოქაში, მჭედლები ჯადოქრებად, მაგიის მცოდნეებად ითვლებოდნენ... და ისევე როგორც ბრინჯაო, კაცობრიობის ცხოვრებაში, რკინაც უეცრად შემოიჭრა. იყო ქვეყნები, რომლებშიც რკინის ნაკეთობები უეცრად, ყოველგვარი მოსამზადებელი ეტაპების გარეშე გამოჩნდა. მაგ., ასე მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მაგრამ, იყო ისეთი ქვეყნებიც, სადაც მუდმივად ექსპერიმენტებს ატარებდნე და მიზნისაკენ ჯიუტად მიიწევდნენ.
და აქ ისმის კითხვა: ვინ ასწავლიდა უძველეს ხალხებს ბრინჯაოსა და რკინის გადადნობა და დამუშავებას? სავარაუდოდ ისინი წარღვნამდელი ცივილიზაციების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც დაღუპვას გადაურჩნენ და თავიანთი ცივილიზაციის ცოდნას, ჩვენი ცივილიზაციის წარმომადგენლებს უზიარებდნენ. ხოლო სანაცვლოდ, მათ ადამიანები აღმერთებდნენ...

ამას გარდა, ოფიციალური მეცნიერების მონაცემებით, კაცობრიობის განვითარების ისტორიაში, 12 ათასი წლის წინ ე. წ. «ნეოლითის რევოლუცია» დაიწყო, რომელიც რამდენიმე ათასი წლის მანძილზე გრძელდებოდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, დიდი ცვლილება მოხდა პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების წესში: ისინი შემგროვებლობიდან სოფლის მეურნეობაზე გადავიდნენ, დაიწყეს ხორბლისა და სიმინდის მოყვანა. ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ის არის, რომ იმ კულტურების წინაპრები, რომლის დათესვაც პირველმა მიწათმოქმედებმა დაიწყეს, აღმოჩენილი არ არის. სიმინდი და ხორბალი ერთდროულად გაჩნდა დედამიწის სხვადასხვა რეგიონში.

«რევოლუცია» მოხდა საქართველოშიც, მაგრამ, უფრო მოგვიანებით – V - IV ათასწლეულებში ჩვენს ერამდე. ამიერკავკასიაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევდნენ. ხოლო, ჩვენს ერამდე III ათასწლეულში, მტკვარ-არაქსის კულტურა ჩამოყალიბდა. გაგრძელება >>>


imageარხის სხვა სიახლეები:


* გერმანიის კაპიტულაცია და 7000-ზე მეტი თვითმკვლელობის ფაქტი ბერლინში

* უცნაური მოვლენები მთვარეზე, რომელსაც მეცნიერებმა ახსნა ვერ მოუძებნეს

* "ჭიდაობა ტალახში" – 2024 (25 ფოტო)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
510
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
510
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0