x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უცნაური მოვლენები მთვარეზე, რომელსაც მეცნიერებმა ახსნა ვერ მოუძებნეს

2021 წლის ბოლოს, ინდიანაპოლისში (აშშ), ასტრონომებმა მთვარეს სურათი გადაუღეს და გაკვირვებულებმა აღმოაჩინეს, რომ დედამიწის თანამგზავრის სიახლოვეს, უცნობი ობიექტი მოძრაობდა. გარდა ამისა, მთვარეზე სხვადასხვა ფერის და ინტენსივობის, იდუმალი შუქებიც შენიშნეს.


image


წლების განმავლობაში დაკვირვებამ, მთვარეზე ბევრი უცნაური და აუხსნელი მოვლენა გამოავლინა, რომელსაც მეცნიერებმა ლოგიკური ახსნა ვერ მოუძებნეს.

წლების წინ, დოქტორმა რობერტ იასტროუმმა (Robert Jastrow), რომელიც NASA–ს კომიტეტის პირველი თავმჯდომარე იყო, მთვარეს როზეტის ქვაც (გრანოდიორიტის სტელა, რომელიც ძველეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის საქმეში გასაღებად იქცა) კი უწოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ მთვარეზე, ან მის შიგნით არის პასუხი, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოზე.

ჯერ კიდევ XVII საუკუნეში, როდესაც ადამიანებს პირველი ტელესკოპები მასობრივად გაუჩნდათ, აქტიურად დაიწყეს მთვარეზე დაკვირვება. იქიდან მოყოლებული, ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრზე დაკვირვება გამუდმებით მიმდინარეობს და მასზე მომხდარი, თუნდაც უმნიშვნელო მოვლენა, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ რჩება. ამიტომ, არსებობს წყაროები, რომლებშიც მთვარეზე უცნაური ნათების წარმოქმნის შესახებ, ფაქტები არის დაფიქსირებული. ცოტა ხნის წინ კი, მის ზედაპირზე მწვანე ფერის სინათლეები შენიშნეს. თუმცა, დაკვირვების შედეგებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სინათლე შეიძლება იყოს თეთრიც და ისეთივე კაშკაშა, როგორიც თავად მთვარეა.

ასტრონომები ამ გამოცანის ამოხსნას ცდილობენ, თითქოს სისტემასაც მიაგნეს, რომლითაც ეს ნათება ხორციელდება, მაგრამ რაციონალური ახსნა, ჯერ–ჯერობით ვერ მოუნახეს.

მხოლოდ ერთი რამ არის ცხადი – დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ციურ სხეულზე, არის რაღაც სახის ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც ინტენსიურ სინათლეს წარმოქმნის. მაგრამ, კონკრეტულად სად მდებარეობს, რთული სათქმელია. ეს შეიძლება იყოს როგორც სტაციონარული შუქურები, ისე მოწყობილობები მობილური მანქანებში, ან არამიწიერი წარმოშობის, კოსმოსური ძალების აპარატები.


P. S. მთვარე — კოსმოსურ სივრცეში, ჩვენი ყველაზე ახლო თანამგზავრია და ერთადერთი ციური სხეულია, რომელზეც ადამიანს ფეხის დადგმა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ მთვარე შორიდან ძალიან უბრალოდ მოჩანს, მას უამრავი საიდუმლო აქვს! გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* ეს "პრევენციული ომი არ იყო"! – სსრ კავშირთან ომის დაწყების რეალური მიზეზი

* ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულნი – ყველაზე დიდი "მაგები", ზოდიაქოს ნიშნებს შორის

* ეს ნამდვილი სიგიჟეა – უცნაური ავტომობილები

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
226
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0