x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ოცნების" მხარდამჭერებო! არ გიტყდებათ?" - რა მიმართვას ავრცელებს ლადო სადღობელაშვილი

image


სამოქალაქო აქტივისტი და "ქართული ოცნების" გულმხურვალე მხარდამჭერი, ლადო სადღობელაშვილი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, სადაც ის ისევე როგორც მმართველი გუნდის "ძველი" მხარდამჭერების ნაწილი დაპატიჟებული არ იყო, პოსტს ავრცელებს და "ოცნების" "ნამდვილ" მხარდამჭერებს გულისტკივილით მიმართავს:



"– "ოცნების" მხარდამჭერებო! ნამდვილებო! ძველებო! არ გიტყდებათ და არ გწყინთ ახალი ოფისის გახსნაზე და ზოგადად შეკრებებზე რომ არ გეძახიან? სამაგიეროდ ეპატიჟებიან და საპატიო სტუმრის სტატუსით სარგებლობენ “მამაშ-პაპაშები”, “ბარიგები”, ლგბტეები და დენიკინის დროინდელი კახპები?!– საქმე საქმეზე რომ მიდგება ვინ ირბენს “ოცნების” ხმების მოსაბილიზირებლად? ისინი თუ თქვენ? რა თქმა უნდა თქვენ! ვინ მიიღებს დიდ ჰონორარს ისინი თუ თქვენ? რა თქმა უნდა ისინი! ესაა მთელი უბედურება – ოცნება აფასებს “ვაზელინიზმს”… თქვენ ჩემო ძვირფასო გულანთებულო “ნამდვილებო” მასოვკისთვის მრავალ ათასიან აქციაზე დაგეპატიჟებიან, გზის ფულს გადაგიხდიან და საჭმლის 10-15 ლარიან პაკეტს გადმოგცემენ… ამ ვაზელინებს დიდი ალბათობით ჰაიკლასის რესტორნებში აქეიფებენ და ფულსაც ჩაუკუჭავენ “ძუძუებში”!– ხომ კიდევ გინებას და ლანძღვას აფასებენ დამიჯერეთ, რომ ელოლიავებით არაფრის ღირსად არ გთვლიან…" - წერს სადღობელაშვილი.


შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, ორთაჭალაში მდებარე ახლად აშენებულ შენობაში 2024 წლის საარჩევნო კამპანია გახსნეს.სწორედ ამ მისამართზე იქნება დღეიდან მმართველი პარტიის ცენტრალური ოფისი. ახალი შენობის ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ წევრებმა შეკრება საღამოს 8 საათიდან დაიწყეს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ სტუმრებს შორის იყვნენ მომღერლები, სპორტსმენების, მსახიობების ნაწილი და ტელეკომპანია „იმედის“ გასართობი გადაცემების წამყვანები.



0
288
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
288