განათლება მასწავლებელმა საკუთარი მოწაფე სახლში წაიყვანა, რომელთანაც 5 თვის განმავლობაში სე@სი ჰქონდა 16 ივლისი, 15:23
უკვე საკმაოდ გაცვეთილი ამბავია, რომ აშშ-ში მასიურად არის გავრცელებეული ქალი მასწავლებლების ინტიმური კავშირი სკოლის მოსწავლეებთან, თუ რა არის ამის მიზეზი, ძნელი სათქმელია, ყოველ შემთხვევაში ეს ქვეყანა ლიდერია ამ მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელი მსგავს დანაშაულზე ამ ქვეყანაში მოსალოდნელზე ბევრად მკაცრია.
დღეს კიდევ ერთ ისტორიას გაგაცნობთ. შეერთებულ შტატებში დააკავეს მასწავლებელი შტატ არიზონადან, რომელმაც სახლიდან გაქცეული სკოლის მოსწავლე ბიჭუნა თავისთან სახლში წაიყვანა, რომელთანც 5 თვის განმავლობაში სექსი ჰქონდა. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Today's News Herald წერს. განსასჯელის სკამზე მოხვდა 44 წლის რობინ როჯერსი, ქალაქ ლეიკ-ჰავასუ სიტიდან, გამოძიება თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო, მას შემდეგ, როდესაც 17 წლის მოზარდი სახლში აღარ დაბრუნდა. ივლისში პოლიციას გაუჩნდა ეჭვი, რომ ის შესაძლოა ქალის სახლში იმალებოდა. შენობას, სადაც მასწავლებელი ცხოვრობდ, ა თვალთალი დაუწყეს და მოსწავლეც მალევე შენიშნეს უკანა კარიდან გასული. როდესაც პოლიცია ახალგაზრდას მიუახლოვდა, მან გაქცევა სცადა, თუმცა მაშინვე დააკავეს. როჯერსის სახლში ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს. სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი სკოლის მოსწავლეს სახლში მალავდა და თან მასთან სექსი ჰქონდა. პარასკევს, 12 ივლისს, სკოლის ადმინისტრაციამ, სადაც როჯერსი მუშაობდა, გამოაცხადა მისი დათხოვნის შესახ და წაშალა მისი გვერდი ვებსაიტიდან. ის ამჟამად შერიფის კაბინეტში იმყოფება. ქალს ბრალად ედება არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა და კიდევ სამი მუხლით წაუყენებენ ბრალდებას. სულ რაღაც ირიოდე დღის წინ ვწერდით, ორ ახალგაზრდა მასწავლებელზე, რომლებსაც 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ მოსწავლეებთან ინტიმური კავშირის გამო(მიყევი ბმულს) 372 2-ს მოსწონს
|