x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გოგონამ საყვარელს თითი მოაჭრა და ანაბეჭდით ფული მოპარა
image

შეერთებულ შტატებში გოგონამ საყვარელს თითი მოაჭრა, რათა მისი ანგარიშიდან ფული მოეპარა.




შეერთებულ შტატებში გოგონა ეჭვმიტანილია საყვარლის მოკვლაში და ცერა თითის მოკვეთაში. ამის შესახებ The Washington Post-ი იტყობინება.


აპრილის დასაწყისში, 53 წლის ფაზილ თეკლემარიამს სიცოცხლის ნიშანწყლის გარეშე ვაშინგტონში, პიბოდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ ბინაში აღმოაჩინეს. მრავლობითი დაზიანებები მიუთითებდა, რომ ვიღაცამ მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. გარდა ამისა, სხეულზე დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა, ცერა თითი კი მოჭრილი ჰქონდა. შემთხვევის ადგილზე ვერც მოჭრილი თითი იპოვეს და არც თეკლემარიამის ელექტრონული მოწყობილობები ჩანდა.


image


ქუჩის სათვალთვალო კამერების მეშვეობით ოთხი ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება მოხერხდა, რომლებიც შევიდნენ თეკლემარიამის ბინაში ცხედრის აღმოჩენამდე რამდენიმე დღით ადრე. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი 22 წლის ტიფანი ტეილორ გრეი იყო შესული. ანონიმურმა მოწმემ გამომძიებლებს უთხრა, რომ ის იყო თეკლემარიამის საყვარელი და მასთან ერთად იყო ასევე 19 ოდრი მილერი.

image

მან ასევე თქვა, რომ მან და მისმა თანამზრახველებმა ორმა მამაკაცმა ფაზილს თითი მოაჭრეს, რათა თითის ანაბეჭდის გამოყენებით მის ანგარიშზე შესულიყვნენ და ფული მოეპარათ.


გრეიმ ასევე თეკლემარიამის მოწყობილობებიდან, დახარჯა ფული ალკოჰოლის და ნარკოტიკების შესაძენად, ასევე ტაქსით მგზავრობის საფასური.


გრეის და მის თანამზრახველებს ბრალი წაუყენეს და პატიმრობა ემუქრებათ.


მთავარ ფოტოზე:ოდრი მილერი(მარცხნივ) და ტიფანი ტეილორ გრეი.

0
132
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0