ქალი და მამაკაცი "ივანუშკი ინტერნაციონალის" სოლისტმა ჟანა ფრისკესთან რომანი აღიარა 15 ივლისი, 17:12
მომღერალმა კირილ ანდრეევმა "ივანუშკიდან" წლების შემდეგ ისაუბრა ჟანა ფრისკესთან რომანის და მასთან დაშორების შესახებ.
პოპ-ჯგუფ "ივანუშკი ინტერნეიშენალის" (Иванушек International)ვოკალისტმა კირილ ანდრეევმა გაიხსენა რომანი მომღერალ ჟანა ფრისკესთან და დაასახელა მათი დაშორების მიზეზები. ამის შესახებ მან გარდაცვლილ მომღერალზე მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში ისაუბრა, რომელიც გამოქვეყნდა MuzTV-ის YouTube არხზე. „გასტროლები და გადაღებები დაიწყო. ამიტომ, ძალიან რთული იყო ორი არტისტის ერთად არსებობა ერთ სივრცეში“, - განმარტა ანდრეევმა. მომღერალმა დასძინა, რომ იმისდა მიუხედავად, რომ რუსულ შოუბიზნესში არიან წყვილები, რომლებიც ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ, მან და ფრისკემ ეს ვერ შეძლეს. დაშორების შემდეგ ანდრეევმა არ შეინარჩუნა ურთიერთობა "Блестящие"-ს სოლისტთან. მანამდე, ჟანა ფრისკეს გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ მოცეკვავე პეტრე ნიკიტინმა აღიარა, რომ რამდენიმე წელიწადი ხვდებოდა ჟანას, ახალგაზრდა მოცეკვავემ ჟანა ფრისკე 2005 წელს გაიცნო "ბლესტიაშეს" კლიპის "Лето"-ს გადაღების დროს.(ნახე ბმული) . ჟანა ბალახშინა პატარაობიდანვე ბალეტით, სპორტული ცეკვით, აკრობატიკითა და გიმნასტიკით იყო დაკავებული. მაყურებელმა ის რუსული ჯგუფით, „Блестящие"-თი (1996-2003) გაიცნო. მონაწილეობა აქვს მიღებული ტიმურ ბეკმამბეტოვის ფილმებში „ღამის გუშაგი“ და „დღის მეთვალყურე“, აგრეთვე გადაღებულია უამრავ სატელევიზიო შოუში. 2003 წლიდან დაიწყო სოლო კარიერა. 2005 წელს მონაწილეობა მიიღო რეალიტი-შოუში. გადაღებულია ჟურნალებში: Playboy, Penthouse, Maxim და Elle. 1990-იან წლებში ჟანამ მიიღო ბებიამისის გვარი "ფრისკე". 2013 წელს მსახიობს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. იგი ორი წლის განმავლობაში ებრძოდა ტვინის სიმსივნეს. მკურნალობის რამდენიმე კურსი ჩაიტარა აშშ-ში, გერმანიასა და ჩინეთში, რისი წყალობითაც ექიმებმა რემისიას მიაღწიეს. როგორც კი გახმაურდა მომღერლის ავადმყოფობის შესახებ, რუსეთის ტელევიზიის პირველმა არხმა რუსფონდ-თან ერთად საჭირო თანხის შეგროვება დაიწყო. შეგროვდა 68 მილიონი რუბლი, რაც საჭირო თანხას აღემატებოდა და ჟანა ფრისკემ დარჩენილი ფული ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვთა ფონდში გადარიცხა. სიცოცხლის ბოლო თვეები აგარაკზე გაატარა ოჯახის წევრებთან ერთად. ჟანა ფრისკე გარდაიცვალა 2015 წლის 15 ივნისს ბალაშიხაში. დარჩა 2 წლის შვილი პლატონი. 220 2-ს მოსწონს
|