სხვა ამ მწერის მოკვლა ბოშებში ადამიანის მოკვლის ტოლფასია, ვერც კი წარმოიდგენთ რა მწერზეა საუბარი 15 ივლისი, 16:43 ამ ხალხის წარმომადგენლები ქრისტიანობას აღიარებენ და ცდილობენ მისი კანონების მიხედვით იცხოვრონ. ბოშები ადამიანის მოკვლას საშინელ სასიკვდილო ცოდვად მიიჩნევენ. თუ მსგავსი რამ ბანაკში ხდება, დამნაშავე მკაცრად ისჯება, სხვათა შორის, არა ფიზიკურად. მას ბანაკიდან უბრალოდ ყოველგვარი უკან დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე აძევებენ. ამ ხალხში ითვლება, რომ სიღარიბე ან სხვა გარემო ფაქტორები ბოშას მკვლელობისკენ ვერ უბიძგებს, თუმცა არა მხოლოდ ამ ხალხის წარმომადგენლებს შორის მიიჩნევა ადამიანის მკვლელობა უმძიმეს ცოდვად. არანაკლებ საშინელი საქციელია - იმ არსებისთვის სიცოცხლის მოსპობა, ვისაც სული აქვს. ეს ეხება როგორც ცხოველებს, ასევე ფრინველებს და მცენარეებს, თუმცა ბოშებისთვის მხოლოდ ერთი მწერი არსებობს, რომლის სიცოცხლის დაცვას ისინი მთელი თავიანთი არსებით ცდილობენ.სახიფათო ნიშნები და მათი შედეგებიმრავალი თვალსაზრისით, რწმენა იმისა, რომ ცოცხალი არსებების მოკვლა არ შეიძლებოდა გამართლებული იყო არა მხოლოდ დადებითი მოტივებით, არამედ ბოშებს შორის გავრცელებული ნიშნებითაც. ამრიგად, ვაგონის უკან მფრინავი რობინი სიკვდილის მომასწავებლად ითვლებოდა, ხოლო მისი მოკვლის შემთხვევაში თავად ბოშაც აუცილებლად მოკვდებოდა. ასე იყო თუ არა ამის შემოწმებას არავინ ცდილობდა. ბოშებს ყოველთვის სჯეროდათ, რომ ნებისმიერი ცოცხალი არსების მოკვლისთვის მათ ყველაზე მკაცრი სასჯელი ელოდათ. მაგალითად, თუ ორსული ქალი თაგვს მოკლავდა, მაშინ მის ახალშობილსაც ლოყაზე "თაგვი" (მღრღნელის ფორმის პიგმენტური ლაქა) გამოესახებოდა.განსაკუთრებული მწერიბოშები ფუტკრების მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილნი იყვნენ. მათ სჯეროდათ, რომ ამ მწერებს სული ჰქონდათ, ამიტომ მათთვის სიცოცხლე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოესპოთ, მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ არის. ბოშებში ფუტკართან დაკავშირებული ერთი რელიგიური ლეგენდა არსებობს. მითოლოგიის თანახმად, იმისთვის რომ იესო ქრისტე არ აღმდგარიყო, მისთვის გულში ლურსმნის ჩარჭობა სურდათ, თუმცა ამ დროს წმინდანის მკერდზე ფუტკარი დაჯდა. იქვე, შორიახლოს მდგარმა ბოშამ ჯალათებს მწერზე მიანიშნა და აღნიშნა, რომ ლურსმანი მაცხოვრის გულში უკვე ჩარჭობილი იყო, ამიტომ მათი მხრიდან მეტ გარჯას აზრი არ ჰქონდა. ზარმაცმა ჯალათებმა, რომლებსაც საუკეთესო მხედველობა არ ჰქონდათ, მას სიტყვაზე დაუჯერეს და იესოს გულში ლურსმანი აღარ ჩაარჭეს. როდესაც ისეო აღსდგა, მან ფუტკარი აკურთხა, ხოლო ბოშებს სიკეთისთვის მოტყუების უფლება მისცა.453 შეფასება არ არის |