x
image
Yoona
Mediator image
რჩევები, როგორ მოვიზიდოთ ფინანსები სახლში
image



ზოგიერთი ნივთი სიმდიდრეს იგერიებს, ზოგი, პირიქით, - იზიდავს. ძველი ინდური ვასტუს ფილოსოფიის თანახმად, არის რაღაცები, რომელთა სახლში ქონა იწვევს ფინანსების ზრდას სახლში.



1. ლურჯი ოთახი სახლის ჩრდილოეთ მხარეს

image



თუ თქვენი ოთახი მდებარეობს ბინის ჩრდილოეთ კუთხეში, დარწმუნდით, რომ ის ლურჯია. მოერიდეთ ისეთ ფერებს, როგორიცაა წითელი და შინდისფერი.



2. ფულის ხე მწვანე ქოთანში


image



გადარგეთ ფულის ხე მწვანე ქოთანში. ასე სახლში ფულს მოიზიდავთ. ტოტებს გაზრდის საშუალება შეგიძლიათ მისცეთ, რომ ნაწილობრივ დაიპყროს თქვენი სახლის კედლები. ასე ოჯახში მეტ ფულს მოიზიდავს.



3. ლამაზად გაფორმებული შემოსასვლელი

image



ლამაზად გაფორმებული შემოსასვლელი ბედნიერების და კეთილდღეობის მომტანია. დარწმუნდით, რომ თქვენი სახლის შემოსასვლელი გემოვნებით გაფორმებულია. მაგალითად, ორიგინალური ცხრილი ცოლ-ქმრის სახელებით შესაფერისია. ვასტუს თქმით, ხის ნივთები სიხარულს და წარმატებას იზიდავს.



4. სწორად გაფორმებული სამზარეულო

image



სამზარეულო უნდა განთავსდეს სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს. შეარჩიეთ პასტელური ფერები, როგორიცაა ვარდისფერი, იასამნისფერი ან ყვითელი. თავი აარიდეთ შავს და ნაცრისფერს, რადგან სამზარეულოს ინტერიერში ეს ფერები წარუმატებლობას იზიდავს.



5. ოთახი დასავლეთ მხარეს ყვითელ ელფერში

image



თუ თქვენი ოთახი მდებარეობს სახლის დასავლეთ მხარეს, დარწმუნდით, რომ ყვითელ ელფერებშია გადაწყვეტილი. ამ ოთახში წესრიგის და სისუფთავის შენარჩუნება სახლში დადებით ენერგიას მოიზიდავს. წესრიგის დაცვა აუცილებელი პირობაა სახლში ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად.



6. სეიფი სამხრეთ ან სამხრეთ-დასავლეთ კედელზე

image



სეიფს ადგილი შეუცვალეთ და გაიტანეთ სამხრეთ ან სამხრეთ-დასავლეთ კედელზე. ვასტუს სწავლების თანახმად, სახლში წარმატება და ფული რომ მოიზიდოთ, სეიფი კუბერას ფიგურის სეიფში უნდა შეინახოთ. ინდუისტურ მითოლოგიაში კუბერა ფულის, სიმდიდრის და განძის ღვთაებად ითვლება.



7. შადრევანი სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში

image



შადრევანი სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოათავსეთ. დარწმუნდით, რომ შადრევანში წყალი მუდმივად მიედინება და შადრევანი არ შრება. ასევე თავად შადრევანში წყალი ხშირად შეცვალეთ, რათა ყოველთვის ახალი იყოს.

მღვრიე და დაგუბებული წყალი იზიდავს წარუმატებლობას და სირთულეებს ფინანსურ საქმეში.



8. აკვარიუმი შეიძინეთ

image



შეიძინეთ აკვარიუმი თევზებით და მისაღები ოთახის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მოათავსეთ. თევზები ყოველდღე გამოკვებეთ ფქვილის ბურთულებით თევზის ჩვეულებრივ საკვებთან ერთად.

ასეთი მანიპულაციებით სახლში ფულს, ბედნიერებას და იღბალს მოიზიდავთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

გსურთ გამდიდრება? მოიშორეთ ეს ნივთები თქვენი სახლიდან

ფულის რიტუალი დარიჩინიანი ყავით ხუთშაბათობით: როგორ მოვამზადოთ და რა ვთქვათ

რატომ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ამულეტად ბედნიერების ღილი

10 ნივთი, რომლებიც სახლის ენერგეტიკას ანადგურებს და წარუმატებლობას იზიდავს

მეგობარმა სურათი კოლიბრით მაჩუქა: გამიკვირდა, მაგრამ მალე ფინანსური მდგომარეობა გამიუმჯობესდა


0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
28