საზოგადოება ხმაურის და მტვრის გარეშე - ხრიკები სისუფთავის ექსპერტისგან, როგორ გაუმკლავდეთ მცირე ნაგავს 23 ივლისი, 10:15 ბრიტანელი დასუფთავების ექსპერტის შესანიშნავი რჩევები დაგიზოგავთ დროს და ძალას, რომელსაც ხარჯავთ სახლში მტვრის მოშორებაზე. თუ თქვენ, როგორც ადამიანების უმეტესობა, მიჩვეული ხართ მტვრის მოშორებას სველი ჩვრით, მაშინ ვენდი მალინსი გასწავლით ხრიკებს, როგორ გაუმკლავდეთ წვრილ ნაგავს ძნელად მისადგომ ადგილებში და გაიმარტივოთ ცხოვრება. ოთახის მცენარეები ოთახის მცენარეების მოყვარულებმა იციან, რამდენად რთულია ყოველ ჯერზე მტვრის მოშორება ფოთლებიდან. ვენდი გირჩევთ, რომ ჩვეულებრივი ტილოს ნაცვლად გამოიყენოთ თმის ფენი. ცივი ჰაერის ნაკადი ფოთლებისკენ მიმართეთ მტვრის მოსაშორებლად. ამგვარად შეგიძლიათ გაწმინდოთ წიგნის თაროები, წიგნების გამოღების გარეშე. იატაკზე დაყრილი მტვერი მტვერსასრუტით აიღეთ. მტვერი გათბობის ბატარეებში ბატარეების უკან ძნელად მისადგომი მტვრიანი ადგილების გასაწმენდად, გამოიყენეთ მოქნილი სახაზავი და მშრალი სალფეთქი. სალფეთქი სახაზავს შემოახვიეთ და თმის რეზინით დაამაგრეთ. ამ მოწყობილობით გაწმინდეს შეუდექით. ჟალუზები ჟალუზები მაგნიტივით იზიდავს მტვერს, ამიტომ რეგულარულად უნდა გაიწმინდოს. ხელზე გრძელი წინდა ჩაიცვით და ჟალუზი გაწმინდეთ. უფრო მარტივ მეთოდს ვერ იპოვით. კლავიატურა და ელექტრონიკა შეკუმშული ჰაერის ქილა გამოიყენეთ, რომ კლავიატურაზე დაგროვებული მტვერი და წვრილი ნაგავი მოიშოროთ. მტვერს სწრაფად გაუმკლავდება. ნივთები დეტალებით და ძნელად მისადგომი ადგილები საოჯახო რელიკვიები რომ არ დააზიანოთ, ჩვრის ნაცვლად მაკიაჟის სუფთა ფუნჯები გამოიყენეთ. ასე შეძლებთ გაწმინდოთ ყველა დეტალი, სადაც ჩვეულებრივ გროვდება მტვერი. აბაჟური მტვრიანი აბაჟურის გასაწმენდად საკმარისია, მასზე სკოჩი გადაატაროთ. ზემოდან და ქვემოდან ლენტი შემოახვიეთ და მტვერთან ერთად მოაშორეთ. სავენტილაციო გისოსი მტვრის მოსაშორებლად საუკეთესო ხელსაწყოს უჩვეულო ადგილას იპოვით, საბავშვო სახატავი ნაკრები. ფუნჯი ღრუბლით მშვენივრად ეტევა გისოსში და მტვერს აშორებს. კედლები და კარნიზები კედლებიც დროთა განმავლობაში მტვრით იფარება, მაგრამ მათი სწრაფად გაწმენდა შესაძლებელია მიკროფიბრის ქსოვილით, რომელიც თმის რეზინით დამაგრებულია საწმენდ ჯაგრისზე. კედლები ზემოდან ქვემოთ გაწმინდეთ. ამავე მეთოდით შეგიძლიათ გაწმინდოთ მტვრიანი კარნიზები და ჭერი. ღვინის ჭიქები ღვინის ჭიქების გასაწმენდად, ვენდი გირჩევთ, ჭიქებს ზემოდან ქაღალდი დააფაროთ, თუნდაც კარადაში ინახავდეთ. ასე მტვერი არ დაგროვდება თაროებზე მოთავსებულ ჭიქებში და სხვა ჭურჭელში. ასევე დაგაინტერესებთ: სივრცის ორგანიზების 22 მაგარი იდეა, რომელიც თვალს ახარებს როგორ მოვიშოროთ ხარახურა სახლიდან: 7 ეფექტური და მარტივი რჩევა კარადაში, მაცივარში და სააბაზანოში ნახშირის ნატეხს ვინახავ: ხრიკი ახლობლებმა დააფასეს ინტერიერის 19 ცვლილება, რომელთაც სახლის ახალ დონეზე აყვანა შეუძლიათ 15 შემთხვევა, როცა საცხოვრებელი გაარემონტეს და მიიღეს საოცარი შედეგი, რომელსაც თავადაც არ ელოდნენ 79 შეფასება არ არის |