სხვა ჩეჩნეთში მონიკა ბელუჩის ორეული ოპოვეს და სამყაროც გაგიჟდა 14 ივლისი, 10:15 ალბათ, რთულია ისეთი გოგონას პოვნა, რომელსაც ულამაზეს მონიკა ბელუჩისთან გარეგნულ მსგავსებაზე ერთხელ მაინც არ უოცნებია.ყარაგანდაში დაბადებულმა და შემდეგ ასტანაში გადასულმა ყაზახელმა გოგონამ, რომელიც ჩეჩნურ ოჯახში დაიბადა, ყველასთვის საყვარელ "მალენასთან" თავისი საოცარი მსგავსება მხოლოდ მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტოები განათავსა. სწორედ ინტერნეტ მომხმარებლები იყვნენ პირველები, რომლებმაც მისი ტემპერამენტიან იტალიელთან საოცარი მსგავსება შენიშნეს.ჯერ კიდევ ადრეული წლებიდან მონიკა ბელუჩის ორეულმა დანამდვილებით იცოდა, რომ აუცილებლად ექიმი გახდებოდა და ასეც მოხდა. საკუთარ სამშობლოში ცოტა ხნით გინეკოლოგად მუშაობის შემდეგ, გოგონა საცხოვრებლად ინდოეთში გადავიდა.მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა გოგონას ჩასვლისთანავე შეუყვარდა, სულ მოკლე დროში კი, მის ინტერესთა სფეროდ - იოგა, ინდუიზმი და ადგილობრივი ენის შესწავლა იქცა.ზარა დღესდღეობით ინდოეთში ექიმის კარიერას წარმატებით აგრძელებს, ამასობაში ის თავის მეორე ნახევარსაც შეხვდა, რომელმაც ის საკურთხეველთან გაცნობიდან სულ მოკლე დროში მიიყვანა.ოჯახის შექმნის შემდეგ მონიკა ბელუჩის ორეულს ერთგული თაყვანისმცემლები სოციალურ ქსელში სულ უფრო იშვიათად ხედავენ.325 შეფასება არ არის |