x
მეტი
  • 01.08.2024
  • სტატია:136282
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510509
25 „ტკბილი“ ფაქტი შოკოლადის შესახებ
ყოველწლიურად 11 ივლისს ტკბილეულის მოყვარულები შოკოლადის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ. შოკოლადის დღე გამოიგონეს და პირველად აღნიშნეს ფრანგებმა 1995 წელს.



შოკოლადი უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო გამოგონებაა დედამიწაზე. რძიანი, შავი, თეთრი - ყველა იპოვის თავისი გემოვნების შესაფერისს. ვჭამთ შოკოლადს, როცა გვშია, ვჭამთ, როცა დეპრესიაში ვართ, ვჭამთ, როცა კარგად ვართ. შოკოლადი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ არსებობს ბევრი საინტერესო ფაქტი, რომლის შესახებაც ბევრმა არაფერი იცის.



1. ყოველწლიურად ამერიკელები მიირთმევენ 1 მილიარდ კანფეტს და მათგან ნახევარი შოკოლადზე მოდის.

image



2. კაკაოს ხეს შეუძლია 200 წლამდე იცოცხლოს, მაგრამ ნაყოფს მხოლოდ 25 წელი იძლევა.

image



3. შოკოლადი სავსეა ანტიოქსიდანტებით, განსაკუთრებით შავი შოკოლადი, რომელიც მდიდარია ფლავონოიდებით (ანტიოქსიდანტები, რომელიც ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარებას).


image



4. მსოფლიოში წარმოებული ნუშის დაახლოებით 40% და მიწისთხილის 20% შოკოლადის პროდუქტებზე გამოიყენება.

image



5. ახალი სამეცნიერო კვლევის თანახმად, თუ შოკოლადს შეჭამთ, ორსულობის დროს სირთულეებს თავიდან აიცილებთ.

image



6. შოკოლადის ყველზე დიდი ფილა 5, 8 ტონას იწონიდა და დაამზადეს დიდ ბრიტანეთში Thorntons plc-ის ქარხანაში 2011 წლის 7 ოქტომბერს.

image



7. ცნობილ ფილმში „ფსიქო“ ალფრედ ჰიჩკოკმა გამოიყენა Bosco-ს შოკოლადის სიროფი სისხლის სცენებისთვის.

image



8. სიტყვა „შოკოლადი“, სავარაუდოდ, მომდინარეობს სიტყვიდან „xocolātl“, რაც ნაუატლის ენაზე „მწარე წყალს“ ნიშნავს.

image



9. 450 გრამი შოკოლადის წარმოებისთვის საჭიროა 400 კაკაოს მარცვალი.

image



10. კვლევებმა აჩვენა, რომ შავი შოკოლადი აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღებას, რეაქციის დროს და პრობლემების გადაჭრის უნარს ტვინში სისხლის ნაკადის გაზრდით. გარდა ამისა, შავი შოკოლადი აუმჯობესებს მხედველობას ცუდი ხილვადობის პირობებში (მაგალითად, წვიმის დროს) და არტერიული წნევის შემცირებას ხელს უწყობს.

image



11. აცტეკებს სჯეროდათ, რომ კაკაოს მარცვლები სიბრძნის ღვთის საჩუქარი იყო. იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფულად ერთეულად იყენებდნენ.

image



12. აშშ-ში უმსხვილესი და უძველესი შოკოლადის ქარხანაა Hershey’s. იგი დაარსა მილტონ ჰერშიმ 1894 წელს და ყოველწლიურად აწარმოებს მილიარდ კილოგრამზე მეტ შოკოლადს.

image



13. მსოფლიოში ყველაზე ძვირფას შოკოლადად ითვლება Cadburry, რომელიც უკვე 100 წლისაა. ის ეკუთვნოდა კაპიტან რობერტ სკოტს ანტარქტიდაში მის პირველ ექსპედიციაში. შოკოლადი, რომელსაც სკოტი არ შეხებია, 2001 წელს ლონდონში აუქციონზე 687 დოლარად გაიყიდა.

image



14. ტექნიკურად, თეთრი შოკოლადი საერთოდ არ არის შოკოლადი და არ შეიცავს კაკაოს.

image



15. 2012 წელს შვეიცარიას ჰქონდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შოკოლადის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე. ყოველი შვეიცარიელი წელიწადში საშუალოდ 11, 8 კილოგრამ შოკოლადს ჭამდა. ამერიკელები მხოლოდ მე-15 ადგილზე იყვნენ და წელიწადში 5, 45 კილოგრამ შოკოლადს მიირთმევდნენ.

image



16. კაკაო ჩვენს პლანეტაზე მილიონობით წელია იზრდება. ალბათ, ერთ-ერთი უძველესი ბუნებრივი საკვების წყაროა.

image



17. ამჟამად კოტ-დ’ივუარი ითვლება კაკაოს მარცვლების წამყვან მწარმოებლად მსოფლიოში. კაკაოს ყველა მარაგის დაახლოებით 30% აქედან მოდის.

image



18. პირველი ქარხნული შოკოლადი დამზადდა ბარსელონაში 1780 წელს.

image



19. მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცების მენიუში შოკოლადი შედიოდა. ზემოდან მიღებული ინსტრუქციების მიხედვით, მისი გემო შეცვლილი იყო ისე, რომ „ცოტა უფრო გემრიელი იყო, ვიდრე მოხარშული კარტოფილი“. ყველაფერი იმისთვის, რომ ჯარისკაცებს სწრაფად არ შეეჭამათ.

image



20. ტექნიკურად, შოკოლადის მთავარი ინგრედიენტი კაკაოს მარცვლებია (cocoa beans), მაგრამ მთელ ინდუსტრიაში ცნობილია, როგორც კაკაო სიტყვიდან „cocoa“.

image



21. შოკოლადი შეიცავს ფენილეთილამინს, ამინომჟავას, რომელსაც აქვს აფროდიზიაკური ეფექტი და ნაბახუსევის სინდრომის მოხსნა შეუძლია.

image



22. ამერიკულმა არმიამ Hershey’s-თან ერთად შეიმუშავა ახალი ფორმულა, რომელიც აუმჯობესებდა შოკოლადის თერმომდგრადობას, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მისი წაღება ოპერაციის „უდაბნოს ქარიშხლის“ დროს. შოკოლადის ფილები 60 გრადუს ცელსიუსზეც მყარი რჩებოდა.

image



23. ერთი ნატეხი შოკოლადი მოგცემთ საკმარის ენერგიას 45 მეტრის გასავლელად.

image



24. ბელგიაში შოკოლადის წარმოებაში 17 000 ადამიანი ჩართულია.

image



25. პირველი შოკოლადის ფილა, რომელიც განკუთვნილი იყო ფართო მოხმარებისთვის, დამზადდა 1847 წელს ბრისტოლში (ინგლისი) მდებარე ფრაის შოკოლადის ქარხანაში.

image



ასევე დაგაინტერესებთ:

შოკოლადს ყინულის ფორმაში ვასხამ: კანფეტი ალუბლით და თხილით

სტუმრებისთვის გემრიელ შოკოლადის მუსს ავოკადოთი ხშირად ვამზადებ: რეცეპტი

5 პროდუქტი და 30 წუთი: ბანანის დესერტი შოკოლადის პასტით

შოკოლადით და ნაღებით გემრიელი დესერტი მოვამზადე: ბავშვებს ძალიან მოეწონათ

სახლში მომზადებული შოკოლადი მხოლოდ 10 წუთში - მაღაზიაში ნაყიდზე უარს იტყვით

აი, როგორ გამოიყურება ჭიქა ჩაი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

0
68
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
68