x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138444
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
"ნატო"-ს სამიტმა ისევ ვერ გაბედა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა რუსეთის წინააღმდეგ

image
მოგეხსენებათ გუშინ ჩატარდა "ნატოს" ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების და მთავრობების სამიტი ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ისევე, როგორც ადრე "ნატოს" ალიანსმა ვერ გაბედა უკრაინისათვის შეეთავაზებინა ქმედითუნარიანი სამხედრო დახმარება, იქნებოდა ეს თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, ავია გამანადგურებლები, თუ სახმელეთო მოქმედების შორი მოქმედების რადიუსი.

"საუბარი საუბრისათვის"-ასე შევარქვი ალიანსწის წევრი ქვეყნების სამიტს ვაშინგტონში. "ნატო" სამწუხაროდ იქცა ამერიკის შეერთებული შტატების ასაკოვანი პრეზიდენტივით ხელით სატარებელი ორგანიზაცია, რომელსაც ასაზრდოებს აშშ, დანარჩენი ქვეყნები კი ისე არიან მიბმული აშშ-ს, როგორც ლოკომოტივს ვაგონები.

უკრაინას ახლა უნდა დახმარება, სანამ ბრძოლისუნარიანი არმია ჯერ კიდევ ჰყავს, თორემ უკანდახეულ არმიაში, რომელსაც იარაღის დეფიციტის გამო უწევს უკანდახევა ნიჰილიზმი ისადგურებს, რაც საბრძოლო განწყობაზე აისახება.

ხან ნიდერლანდები პირდება გამანადგურებლებს უკრაინას, ხან დანია. რეალურად კი უკრაინის ცის დასაცავად მომზადებულ უკრაინელ პილოტებს უწევთ ისევ ჩამოგდების მუდმივი საფრთხის ქვეშ იფრინონ საბჭოთა წარმოების მოძველებული ავიაციით, რომელიც იგივე უკვე საკმაოდ ასაკოვან, მაგრამ ძალიან ეფექტურ F16-ან შედარებით სათამაშოებია.

"ნატოელებმა" იმსჯელეს, იკამათეს და მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ "2025 წელს უკრაინას გაუწევენ 40 მილიარდი ევროს დახმარებას შეიარაღების სახით".

როგორც საბოლოო დეკლარაციაში წერია: "უკრაინას გაეწევა ეკონომიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება".

გინახავთ სადმე, ეკონომიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით ბრძოლის ველზე აგრესორის დამარცხება?

"პეტრეს მოსვლამდე, პავლეს ტყავი გააძვრესო"-არის ასეთი ანდაზა და სრულად მიესადაგება "ნატოს" ალიანსის სამიტს.
2025 წლამდე გაძლებს კი უკრაინა საერთოდ?-ამაზე კითხვა საერთოდ არ გასჩენია არავის, თუნდაც 1 იანვარს, რომ მიაწოდონ 40 მილიარდი ევროს დახმარება, დაითვალეთ იქამდე რამხელა დროა დარჩენილი, თან რუსეთი სულ უფრო და უფრო ინტენსიურად აფართოებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმოების წარმადობას, რაც უკრაინული ქალაქების დაბომბვაში აისახება.

რამდენიც არ უნდა გვიჩიჩინონ ქართველმა პოლიტიკოსებმა "ნატოს" უძლეველობაზე, ფაქტი სახეზეა: ალიანსში არაა ერთობა, რომ არა აშშ, იგივე რუსეთის არმია თუ მთლიანად არა ნახევარ ევროპას დაიპყრობდა უკრაინის ნაცვლად ევროპაში, რომ შეჭრილიყო.
გერმანიის არმია, იგივე გერმანელი ესპერტების შეფასებით არაა ბრძოლისუნარიანი და სრულად დაკომპლექტებული, რუმინეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი აერთოდ არაა ანგარიშგასაწევი ძალა სამხედრო თვალსაზრისით. ჩეხეთმა რაც კი ჰქონდა დაყიდა, მათ შორის ოქრუაშვილის მინისტრობისას სანახევროდ დაუკომპლექტებელი კონსერვაციაზე მდგარი რკონის გროვები Т72-ის სახით საქართველომაც შეიძინა, მისმა დაკომპლექტებამ კი სრულად დაკომპლექტებული ტანკის ღირებულებას ბევრად გადააჭარბა.

ასე, რომ "ნატოს" ალიანსის იმედად ყოფნას ჯობია, ქართული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი "ამოვქოქოთ" და ის, რისი წარმოებაც თავად შეგვიძლია, თავადვე ვაწარმოოთ.

0
93
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
93