x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136042
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510304
"რატომ არის ქართული ფეხბურთი ასეთი განსაკუთრებული" - რუსი ჟურნალისტი ჩვენი ნაკრების შესახებ

image


ავტორი - არტემ ტერენტიევი(Матч ТВ-ის სპორტული ჟურნალისტი)



"ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ ევროზე საქართველო არ ყოფილიყო და შენ ხარ 10 წლის.

შემოდიხარ ქუჩიდან - ფორმა გარეცხე, ბურთი აივანზე დადე და სწრაფად მიდიხარ ტელევიზორთან, იქ ინგლისი მანიაკალურად გარდაქმნის ტრენტს დიმიტრი ტარასოვად, ბელგია პრესინგს იჭერს კუთხურის ალამთან, საფრანგეთი კი უბრალოდ ზარმაცია.



ალტერნატიული სამყაროს საშინელება, სადაც ალექსანდრე მოსტოვიმ არ იცის დარტყმა.


მაგრამ ჩვენ იქ არ ვართ, ჩვენ გვყავს საქართველო - და ის გვჩუქნის ფეხბურთს. როგორც ბავშვობაში მახსოვს, უკვე ბუნდოვნად, ჩეხ პაველ ნედვედთან და ახალგაზრდა რუნისთან ერთად 2004 წელს.


მამარდაშვილი პირველ მატჩში გულუბრყვილოდ გარბის მეტოქის კარისკენ - გოლს უშვებს ცარიელ კარში, მაგრამ ხაზზე მაგიას ამჟღავნებს. ბოლოს მეკარეს ასეთი ძალა 10 წლის წინ ვიგრძენი, როცა ახალგაზრდა ნოიერი ვნახე.


მიქაუტაძე ისე ჭკვიანურად და თავდაჯერებულად თამაშობს, თითქოს 30-ს მიუახლოვდა და ყველაფერი მოიგო. სული!


ხვიჩა თავისი ნიჭის ლაბირინთებში იკარგება, მაგრამ როცა გამძვრება სივრცეში და თან სიჩქარეს კრეფს, მშვენიერია.


საქართველო თავის ცხოვრებაში საუკეთესო ტურნირს ატარებს, რადგან არ თმობს თავის ბუნებას - არ ინახავს მოსაწყენ 1:0-ს, როგორც ბროლს საბჭოთა კარადაში(ოღონდ ყოფილიყო), არამედ რისკავს - თუნდაც მთავარ მატჩი ნაკრებისა და ქვეყნის ისტორიაში, თუნდაც პორტუგალიასთან და რონალდუსთან- მოედნის ცენტრიდან დრიბლინგი, შეტევებზე გადადიან და თან უბრალოდ ქართველებად რჩებიან.


ეს ფუფუნება მსოფლიოში, სადაც რაციონალიზმმა გაიმარჯვა და სადაც ფეხბურთი სულ უფრო და უფრო კომპიუტერულად გათვლილი ჭადრაკის პარტიას დაეგვანა, რომლის მიზანია ფრე.

მაგრამ საქართველო იძლევა განცდას, რომ ფეხბურთი მაინც თამაშია. რომ შეგიძლია იყო მამაცი, რომ არა მხოლოდ სიძლიერით და გამარჯვებების ისტორიის განცდით იყო, არამედ აზარტულიც და არა მხოლოდ 90-ე წუთზე, როცა ყველაფერი დაკარგულია. უბრალოდ შენ შეგიძლია იყო საკუთარი მე.


პატარა, მაგრამ ლამაზი და ტექნიკური გუნდი, რომელიც გადაარჩენს ევროს და ფეხბურთისადმი რწმენას."

5
286
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
286
  
სუპერლიგის მოწინააღმდეგეები ამბობდნენ,თურმე ეს ტურნირი ფეხბურთს მოკლავს და სამართლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება,რაც სისულელეა. რასაც ახლა ვხედავთ,ეს ფეხბურთის სიკვდილი არ არის? თუ ერთ გუნდს რო შეუძლია ყველაფრის ყიდვა და მეორეს არა,ეს არის სამართლიანი წესები? აგერ რეალმა ლამის ახალი გალაქტიკო შექმნა და უნდა ეთამაშო კადის,ეს სამართლიანია? აგერ ბავარია მტელი გერმანული კლუბების დასუსტების ხარჯზე ძლიერდება და ყველა თავისკენ მიყავს. ერთადერთმა კაცმა უთხრა უარი(უფრო ორმა) კლოპმა და როისმა,ეყოთ იმდენი ტრ... და უარით გაისტუმრეს. მოკლედ,როგორც ყველაფერს ამ სამყაროში,დედა მოუ*ნეს და გააფარჩაკეს. ადამიანის სიცოცხლეც კი ფეხებზე კიდიათ,აგერ 31 წლის ეგვიპტელი ფეხბურთელი დაიღუპა,მანამდე მონტენეგროს მეკარე და ეს რისი ბრალი უნდა იყოს?შეიძლება ინგლისელისთვის მისაღები იყოს დატვირთვა,თუმცა არ იყოს ეგვიპტელისთვის,რადგან ეგვიპტელმა შიმშილში გაატრა ბავშობა,ფეხით დადიოდა ვარჯიშზე და ღამე კარგად არ ეძინა,ვინმემ მოიკითხა ეს ამბავი?არა და არც მოიკითხავენ,იმიტო რო ფეხებზე კიდიათ და არავის ადარდებს მათი სიცოცხლე. იგივე საქართველოშიც ასეა,ერთი თამაში რო ვერ ითამაშოს კვარამ,არავინ მოიკითხავს მიზეზს,ეგრევე გინებაზე გადადიან. ადრე იყო,ზანგი მონები ჩამოყავდათ ევროპაში და გალიებში ათავსებდნენ,ხალხი ფულს იხდიდა და როგორც ახლა ზოოპარკში დავდივართ,ისე მიდიოდნენ ზანგების სანახავად. გამოსულიყო ზანგი და ეთქვა,არ შემიძლიაო,რას უზავდნენ? ისეა ფეხბურთის ამბავი.

პ.ს. იმედია რო ესპანეთი მოიგებს ამ ტურნირს და ფეხბურთი ცოტა ხნით მაინც გადარჩება.
მწვრთნელებზეც ვთქვათ,კლოპმა გამოაცხადა რო დაიღალა და ვერ ეწევა იმ რიტმს,რასაც თანამედროვე ფეხბურთის მამები სთავაზობენ ადამიანებს. არავის არ აწყობს მსგავსი მიმართულება რეალურად,თუმცა ფული წონის ყველაფერს და მონოპოლია. რეალურად,ეს ამბავი ფულის გამო ხდება და არა იმის გამო რო ფეხბურთის განვიტარებას უწყობენ ხელს. ფული ხომ უნდათ და უარი უთხრეს 12 კლუბს სუპერლიგის პროექტზე,რაც 300 მილიონს აძლევდა მონაწილე გუნდს. ანუ გამოდის რო ფულიც უნდათ და მონოპოლიაც,საქმეა ახლა ეს? სუპერლიგის კლუბებმა(რეალმა,ბარსელონამ და იუვემ) გაგრძელეს ბრძოლა და სასამართლო მოუგეს უეფას,უეფას არ აქვს ექსკლუზივი ფეხბურთზე,მათი გამოგონება არ არის და მიტომ. ანუ კანონის ჩარჩოებს აცდნენ და წინ წაიწიეს ამ კლუბებმა,თუმცა შემოვიდა შემდეგი შეზღუდვა,კლუბებს შიდა ჩემპიონატებიდან გარიცხვით დაემუქრნენ და ასევე,გამოიყენეს ქვეყნების მთავრობები,ბორის ჯონსონმა თითი უქნია ინგლისურ კლუბებს და ა.შ. აქ არაფერი იქნებოდა გასაკვირი,თუ ერთი ფაქტი არ იარსებებდა,მთავრობებს ეკრძალებათ ფეხბურთის ასოციაციების საქმიანობაში ჩარევა და თუ ეს ფაქტი დადასტურდა,უეფადან და ფიფადან მოკვეთა ემუქრებათ. დადასტურდა ეს ამბავი,თუმცა კანონდამრღვევი თავად უეფა იყო.
მაგალითად,ინგლისში თუ გუნდი ყველა ტურნირზე წარმატებული იქნება და ყველგან ფინალამდე გავა,63 თამაშის ჩატარება უწევს,ასე მოუწია ლივერპულს ამ ცოტა ხნის წინ. ამას დაუმატეთ,პრესეზონზე მოსამზადებელი ამხანაგური თამაშები,დაუმატე სანაკრებო თამაშები და ადის 80 თამაშამდე. თუ ასეთ გუნდში მოთამაშე ფეხბურთელი წავა მსოფლიოზე,უნდა ითამაშოს 2-3 ამხანაგური და შემდეგ ფინალური ეტაპი,ქე მიუკაკუნებს 90 თამაშს. ანუ ყოველ 4 დღეში უწევთ თამაში წელიწადის მიხედვით თუ დავთვლით,თუმცა მთლად ეგრეც არ არის,რადგან შესვენებები აქვთ 2 კვირიანი და 2-3 კვრიიანი შვებულება სეზონის ბოლოს. გამოდის რო ყოველ სამ დღეში უწევთ თამაში. თუ ვინმე ჩახედულია ფეხბურთში,იცის რო გუნდი რომელიც თამაშს ჩაატარებს,მეორე დღეს დასვენების დღე უწევს და მეორე დღეს უკვე შემდეგი თამაშისთვის ემზადება,ხოდა როდის უნდა ქონდეს განვითარების დრო? ამიტომაც არის კომპიუტერით დაპროგრამებული თამაშები,ადამიანებს განვითარების საშუალებას უკლავენ. აგერ ტონი კროოსი წავიდა ფეხბურთიდან,32 წლის ადამიანი დაიღალა ფეხბურთისგან,არა ფიზიკურად,არამედ მენტალურად. თორე 120 წუთი ითამაშა აგერ ევროზე. ამ სისტემამ მოკლა ტიაგო ალკანტარას მსგავსი ფეხბურთელები,ასეთებზე ამბობენ რო ზურგზედაც თვალები აქვთო და უცებ ტრავმიანობამ გაურთულა ცხოვრება,თავი დაანება ფეხბურთს და ისიც 32 წლის არის. აგერ კოლუმბიის ნაკრებში მშვენივრად თამაშობს ჯეიმს როდრიგესი(ზოგი ხამეს ეძახის,მარა ჯეიმს ბონდის პონტში ქვია სახელი) და ვერ ითამაშა თავისი ფეხბურთი,რადგან მისი პოზიცია გაქრა ფეხბურთიდან,10 ნომრები არავის აღარ სჭირდება,არადა მაგარი ჯადოქარია.
თუ ისე მოხდა რო ინგლისი გასცდა ჰოლანდიას და მერე ესპანეთს მოუგო,ეს სამართლიანად იქნება 1982 წლის გამეორება და ფეხბურთის მარცხი.არ შეიძლება ინგლისმა მოიგოს ეს ტურნირი,ასე მოთამაშე გუნდმა არ უნდა მოიგოს რაიმე,თუ გინდა ინგლისი იყოს და გინდ საქართველო.

საქართველოზე გამახსენდა,არაფერი შედეგი ეს არ არის რეალურად და ეიფორიაში ნუ ჩავარდებით. ჩვენ ვერ გავედით ძველი გზით ევროზე,მხოლოდ დამატებითი საშუალებით მოვხდით იქ და უეფას დახმარებებით. მერე ჯგუფში დავიკავეთ მესამე ადგილი,რაც ნორმალურ სამყაროში ჯგუფში ჩარჩენას ნიშნავს,მხოლოდ ჩეფერინის კანტორაში ნიშნავს ჯგუფიდან გასვლას. ფეხბურთს კლავენო ვახსენე და ეს არის ერთერთი მიზეზი. არ შეიძლება მუდმივად გუნდების ზრდა და ამით თამაშების,შემდეგში შემოსავლების გაზრდა. როგორც ვიცით,48 გუნდიანი ხდება მსოფლიოს დასკვნითი ეტაპი,ხოდა ეს კარგია ვითომ? იმას რო თავი დავანებოთ რო საკლუბო ფეხბურთშიც ააბარდაგეს სიტუაცია,ამის მაგალითი შემდეგი სეზონი იქნება და ის ფორმატი,რაც უეფამ დაუშვა. თამაშების ზრდა არ ნიშნავს ხარისხის მომატებას,ის მხოლოდ მოუმატებს დაღლილობას,ტრავმიანობას და ფეხბურთელების მხრიდან ფეხბურთის მობეზრებას. ზემდეტი ყველაფრი ცუდია,თქვენ წარმოიდგნეთ ფულიც კი
გადაარჩენს? მეტი არ იქნას საქართველოს რამის გადარჩენის ტრ... ქონდეს,მით უფრო ფეხბურთისადმი რწმენას.ეგ ყველაფერი ეგრე არ მუშაობს,გააჩნია ვინ მოიგებს და რანაირი სტილი ექნება გამარჯვებულს. ჩემი აზრით,ფეხბურთში საკვანძო მომენტი იყო 1982 წელი და იქ იტალიის გამარჯვება მსოფლიოზე. კი,იტალიამ გაიმარჯვა,მარა ფეხბურთი დამარცხდა. იქედან მოყოლებული ეტაპობრივად ხდება ფეხბურთის მიბმა მხოლოდ შედეგზე და ფეხბურთზე უარის თქმა. ამ ევროზეც არის ამის ნიშნები,თან ამას ხელს უწყობს უეფა და ფიფი,რაც ამ სპორტს მოკლავს. როგორ შეიძლება 4 გუნდიან ჯგუფში 3 ფრე აწყობდეს,აგორებდეს და ასე გადიოდეს შემდეგ ეტაპზე. თუნდაც საფრანგეთი ავიღოთ,თამაშიდან გოლი არ ქონდა გატანილი,ავტოგელებით და პენალტით მივიდა 1/2 ფინალში,საზიზღარი ფეხბურთით და უფანტაზიო მოქმედებებით. საფრანგეთს თავში ქვა უხლია აწი,ესპანეთმა გაღუნდა და გადაირტყა მუხლზე,ინგლისი და ჰოლანდია დარჩა კიდევ. ორივე გუნდი საშინელ ფეხბურთს თამაშობს,თუმცა ინგლისი განსაკუთრებით. ინგლისი ყველაზე საშინელი გუნდია ფეხბურთის არსეობის ისტორიაში.შეიძლება იყო საბერძნეთი,რესურსი დიდი არ გქონდეს და შედეგისთვის დაცვაში იდგე,მარა როცა ინგლისი ხარ და ასე თამაშობს,ფეხბურთს კლავ.
0 1 5