x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2030 წლამდე, ყველა ქვეყანა იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა – ამერიკელი ნათელმხილველის პროგნოზი

კარმას კანონი, მხოლოდ ადამიანებზე კი არა, ქალაქებზე, ქვეყნებზე და კონტინენტებზეც კი მოქმედებს. ედგარ კეისი – მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი ამტკიცებდა, რომ ყველა კარმული ვალი, 2030 წლამდე, გაცემული იქნება... ხოლო, ამის შემდეგ, ნათელი ძალები, ბნელი ძალების წინააღმდეგ ამბოხდებიან და იქნება დიდი ბრძოლა, უფრო სწორედ, – არმაგედონი. ამ ბრძოლაში კი, ყველა იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა...


არმაგედონის ნიშნები


2018 წლის გაზაფხულზე, ჩინეთში, ირანში და ინდოეთში თევზის წვიმა მოვიდა. ამის გამო, შოკში, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა კი არა, მეცნიერებიც ჩავარდნენ, რადგან თევზის «ნალექი», წყლიდან ძალიან შორს დაეცა.
შეერთებულ შტატებში, ცოტა ხნის წინ, ციური ანომალია – წითელი ელვა დაფიქსირდა, რომელიც ზემოთ იყო მიმართული. ჩინეთში კი, ღრუბლებში, ცათამბჯენების მთელი მეტროპოლია გამოჩნდა. ამას გარდა, პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, ადამიანებს უცნაური ხმები ესმით. ზოგიერთი მას ანგელოზის საყვირის კაკოფონიას ადარებს. ხოლო, იერუსალიმის თავზე, ამ უცნაურ გუგუნს, თან ღრუბლების უჩვეულო მოძრაობა ახლდა. შედეგად, ცაში უზარმაზარი შავი რგოლი შექმნა. მსგავსი ფენომენები დრო და დრო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და სინგაპურში ფიქსირდება.

თანამედროვე მეცნიერებას, ამ მოვლენების ახსნა ჯერ არ შეუძლია. მაგრამ, ხალხი დარწმუნებულია, რომ ასეთი მოვლენები, კარგის ნიშანი არ უნდა იყოს...


აშშimage


ედგარ კეისმა (18. 03. 1877 – 03. 01. 1945) თავის ხილვებში, ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ბირთვული აფეთქებები დაინახა (კეისი მანამდე გარდაიცვალა, ვიდრე ეს მოხდებოდა) და ამერიკას ატლანტიდის ბედი უწინასწარმეტყველა. ნათელმხილველის თქმით, შეერთებული შტატების ბოლო – ნგრევა და განადგურება იქნება, რადგან ქვეყანა, საკუთარი დევიზის – «ჩვენ ვენდობით ღმერთს», საწინააღმდეგოდ ცხოვრობს.

კეისმა აშშ გააფრთხილა, რომ ამერიკის მომავალი ძალიან საშინელი იქნება. ქვეყანა არსებობას, თავს დამტყდარი, უამრავი სტიქიური უბედურების გამო შეწყვეტს – თავად დედამიწა უარყოფს ქვეყანას, რომელიც მთელს მსოფლიოს ობობას ქსელივით არის მოდებული.

აშშ–ს უამრავი სტიქიური მოვლენა დაატყდება თავს. ხელისუფლება შეეცდება მისი შედეგების აღმოფხვრას და ქვეყანა, მთლიანად ჩაეფლობა შიდა პრობლემების გადაჭრაში. ამასობაში მსოფლიო ლიდერის გამოთავისუფლებულ ადგილს, მისი კონკურენტები დაიკავებენ.

გარდა ამისა, კეისი ამბობდა, რომ ХХI–ს პირველ მეოთხედში, აშშ–ში სახელმწიფო გადატრიალება მოხდება და ხელისუფლებას ელიტა გაინაწილებს. პოლიტიკური კრიზისის მიზეზი კი, ისევ და ისევ კატაკლიზმები იქნება:

დრამატული ცვლილებები ელოდება ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიას. სანაპირო ზოლი, წყნარი და ატლანტის ოკეანეს წყლის ქვეშ გაქრება, ბევრი მიწა დაიტბორება, ზოგან კი, სიღრმიდან, – ახალი კუნძულები ამოიწევა.

ნიუ-იორკს სტიქია დაანგრევს. მაგრამ, პირველ დარტყმას, კაროლინა და ჯორჯია მიიღებს. გაუმართლებს ვირჯინიის, ინდიანას, ილინოისისა და ოჰაიოს მაცხოვრებლებს. სამხრეთ–აღმოსავლეთ კანადაც ხელუხლებელი დარჩება. დანარჩენ ტერიტორიას კატაკლიზმები მოიცავს, რომელთა თავიდან აცილება, შეუძლებელი იქნება.

როგორც აღვნიშნეთ, კატაკლიზმები გაანადგურებს ამერიკის უპირატესობას სხვა ქვეყნებზე და 2025 წლისთვის, აშშ-ს ყველა გეგმა ჩაეშლება. სტიქიით დაზარალებული ქვეყნის მართვას, საკუთარ თავზე, ცალკეული შტატის ხელმძღვანელები აიღებენ და ქვეყნის დანაწილება მოხდება. შედეგად, ამერიკის მმართველობას მთელ მსოფლიოზე, ბოლო მოეღება.


სხვა ქვეყნებიimage


კატაკლიზმები და ანომალიური მოვლენები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშიც შეინიშნება – უცნაური ფორმის ღრუბლები ბრაზილიაში, ორი მზე, ლონდონის ცაში, გეიზერი მექსიკის უდაბნოს შუაგულში...

კეისის ხილვების მიხედვით, ინდოეთი იმის გამო აგებს პასუხს, რომ უზარმაზარი სულიერი ცოდნის მქონე ქვეყანა, – მას პრაქტიკაში არ იყენებს. ხოლო, ჩინეთი – განდეგილობის გამო დაისჯება.
სტიქიური უბედურებები და სამხედრო კონფლიქტები, ჩვენს რეალობაში, სულ უფრო ხშირია... და არა აქვს მნიშვნელობა, თუ რისთვის ვისჯებით. მთავარია, რომ ჯერ–ჯერობით, ცვლილებები კიდევ შესაძლებელია და ყველაფერი ჩვენს ხელშია... მშვიდი გარემო და ეკოლოგიაზე ზრუნვა – ქვეყნის გადარჩენის ყველაზე ეფექტური გზა და საშუალება არის. მაგრამ, წინასწარმეტყველის სიტყვები, ადამიანების ამბიციურ გეგმებს, რა თქმა უნდა ვერ შეაჩერებს...


imageარხის სხვა სიახლეები:


* სკამი ცარიელი არ იყო – მასზე ღმერთი იჯდა (იგავი)

* კარგია, რომ ძველ რომში არ ვცხოვრობთ... – კოჰაბიტაცია და დაპირისპირება 2 ბანაკს შორის

* გამოცანა ვაშლებზე – უმრავლესობა ვერ ხსნის (პასუხი აქვს)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



2
428
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
428
  
რაც შეეხება 2030 და ყველაფრის აბარდაგებას,დაველოდოთ და ვნახავთ,თუმცა დიდი იმედები არ უნდა გვქონდეს. შეიძლება იმ ნათელმხილველმა დაინახა 3020 და აერია,დადასტურდება თუ არა მაგას ვერ გავიგებთ. ისეთი სიტუაცია არის მსოფლიოში,მათ შორის საქართველოშიც რო უეჭველად ამობრუნდება ეს ქვეყანა,ან ვირი მოკვდება ან პატრონი ან ორივე ერთად. იქნებოდეს იქნება,მაღალ სართულიან სახლებს ეშველოთ რამე და ჩამოვიდეთ ქვევით.იმდენიც აღარ ვცხვრობთ ამ ქვეყანაში რო ჰორიზონტალურად ვერ მოვახერხოთ დატევა.გამოდის რო ვერტიკალურად ზრდიან,რადგან ყიდიან ქვეყანას და ათასი ვიგინდარა შემოდის,ხოდა არ იქნება ცუდი ბუნებამ/ღმერთმა გამოასწოროს ეს ამბავი. ეს მიწა არის საქართველო და არა სააფრიკეთო ან სააზიელო.
უცნაურია,ბუნებრივ პროცესებს დასჯას რატომ ეძახიან,რა შუაშია აქ დასჯა? ადამიანი რაღაცას შეეხება თავისი უტვინობით და მერე ბუნება ასწორებს ამას,ეს გამოსწორება არის და არა დასჯა. არც ის მესმის,ადამიანებს რატომ აშინებენ იმით,თითქოს მათ ღმერთი დასჯით.შეიძლება იმიტო რო ასე ადვილი ხდება მასის მართვა,თუმცა ეგ დასჯა არ არის,გამოსწორება არის ესეც.
0 1 2