ისტორია რატომ ვერ გახდა პირველი საბჭოთა უნივერსალი ვაზ-2102 პოპულარული? 10 ივლისი, 13:28
1971 წელს დაიწყო პირველი ნამდვილი საბჭოთა უნივერსალის მასობრივი წარმოება. ნახევარ მილიოინიანი ტირაჟის მიუხედავად, ეს მანქანა "სახალხოდ" ვერ იქცა, ახალგაზრდებს არ მოსწონათ ახალი მანქანა, უპირველეს ყოვლისა, მისი "ბებრული" კუთხოვანი ფორმის გამო. ვაზ-2102-ს ასევე ჰქონდა სხვა ნაკლოვანებები, მათ შორის წმინდა ტექნიკური. თუმცა, ეს ყველაფერი სულაც არ იყო უნივერსალის არაპოპულარობის მთავარი მიზეზი. მაშ, რატომ არ მოიპოვა პოპულარობა ამ მანქანამ?
საბჭოთა კავშირის პირველი უნივერსალი ვერ გახდა „ ავტოფარეხის დამსახურებული ბინადარი“ მიუხედავად იმისა, რომ "ნოლ ორი“ 666 989 ცალი დამზადდა. ვაზ-2102-ის პროტოტიპი იყო იტალიური უნივერსალი FIAT 124 "Familiare". მართალია, საბჭოთა ინჟინრებს მოუწიათ ამ უკანასკნელის დიზაინის გადამუშავება თითქმის მთლიანად, რათა ახალი მანქანა შეგუებოდა მკაცრ საბჭოთა პირობებს. თავიდანვე, "02" შეიქმნა მაღალი ტვირთგამწეობის კუთხით, რისთვისაც საბჭოთა ინჟინრებმა ის მტკიცე ზამბარებით და საბურავებით აღჭურვეს. ვაზ-2102-ის თავდაპირველი ვერსია აღჭურვილი იყო 1.2 ლიტრიანი 64 ცხენის ძალის ძრავით, რითაც მას საშუალება ეძლეოდა აეკრიფა 100კმ/სთ-ი დაახლოებით 25 წამში. გასაგები მიზეზების გამო, "02" არ იყო ძალიან დინამიური. მაგრამ მას შეეძლო დაეკვეხნა სალონის და საბარგულის ტევადობით, ნორმალური გამავლობის უნარით, საიმედოობითა და სტრუქტურული გამძლეობით. საკმარისია ითქვას, რომ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ბაზარზე ჯერ კიდევ შეხვდებიდით 2102 -ს საკმაოდ კარგ მდგომარეობაში! მანქანას "ვირივით მუშა" -ს უწოდებდნენ ოჯახური მოგზაურობისთვის და 1970-იან წლებში. სხვათა შორის, ბენზინისა და ზეთის ხარისხის კუთხითაც ძალიან უპრეტენზიო იყო აშკარაა, რომ ასეთი მახასიათებლებით, თუნდაც არც თუ ისე "ახალგაზრდული" დიზაინით, ვაზ-2102 უნდა გამხდარიყო ნამდვილი სახალხო მანქანა. მაშ რა მოხდა, რატომ არ მოსწონდათ ეს ავტომობილი საბჭოთა კავშირში?. საქმე იმაშია, მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ ძვირი ("კაპეიკა"-01-ზე 1500 მანეთით მეტი) ბევრი მზად იყო ულაპარაკოდ ეყიდა 02- იყო ერთი დიდი და უკიდურესად უსიამოვნო "მაგრამ": მიუხედავად სოლიდური ტირაჟისა .ეს ავტომობილები საბჭოთა ბაზრისთვის უბრალოდ არ იყო საკმარისი, ამ მანქანების მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპორტზე გადიოდა. ზოგიერთი შეფასებით, ქარხნებიდან საბჭოთა მაღაზიებში გაგზავნილი ყოველ 50 მანქანიდან "02" მხოლოდ 1-2 ერთეული იყო. ამრიგად, ეს მანქანები ერთი წამითაც არ ჩერდებოდნენ მაღაზიებში, მიუხედავად იმისა, რომ "02"-ის სათარიგო ნაწილებიც ძნელად იშოვებოდა. ასე, რომ სრული გაგებით, თავად მწარმოებელმა შეუწყო ხელი, რომ ვაზ-2102-ს „სახალხო მანქანად“ ვერ იქცა . შედეგად, “ გვირგვინი" ერგო ბევრად უფრო ფართოდ გავრცელებულ„კაპეიკას“, იგივე 2101-ს, რომელიც თითქმის 5 მილიონი დამზადდა და ხელმისაწვდომი იყო მყიდველთა ფართო სპექტრისთვის. სტატიები - ავტომობილები - არაჩანდა (intermedia.ge)517 3-ს მოსწონს
|