x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136042
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510304
ვარსკვლავები, რომლებიც ასაკს მკვეთრი მაკიაჟით მალავენ

image


ჰოლივუდის ვარსკვლავები დარწმუნებულები არიან: რომ მკვეთრი მაკიაჟი რამდენიმე წლის მოკლებაში ეხმარებათ, და უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცნობილ სახეებს ცუდად აშკარად არ გამოსდით. დღეს, იმ ვარსკვლავურ ლამაზმანებზე მოგიყვებით, რომლებიც თავიანთ ნამდვილ ასაკს მკვეთრი მაკიაჟის რამდენიმე ფენის ქვეშ ოსტატურად მალავენ.




ჯენიფერ ლოპესი


imageimageimageimage

ინტენსიური მაკიაჟი აქცენტით თვალებსა ან ტუჩებზე დიდი ხანია ჯეი ლოსთვის ყოველდღიურ ვარიანტიად იქცა. მომღერალი ოსტატურად ფარავს დაღლილობის ნიშნებს ტონალური კრემის, დიდი რაოდენობით ჰაილაითერისა და კორექტორის დახმარებით, ხოლო როდესც დაბერების ნიშნების დასამალად ესეც კი არ კმარა, კოლეგების მსგავსად პუერტორიკოელი ლამაზმანი ფოტოშოპს მიმართავს.



პამელა ანდერსონი


imageimageimage

90-იანი წლების სექს-სიმბოლო მაკიაჟში ყოველთვის ყველაზე მკვეთრ ფერებს ირჩევდა, თუმცა ასაკთან ერთად მაკიაჟთან მიმართებაში მან დამოკიდებულება მკვეთრად შეცვალა. ახლა მოდელის "მეიქ-აფში" უფრო ბუნებრივი ჩრდილები დომინირებს, რადგანაც ისინი უფრო ეფექტურად ფარავენ ნაკლოვანებებს და ნაოჭებს კიდევ უფრო მეტ აქცენტს არ ანიჭებენ, თუმცა "მალიბუს მაშველების" ვარსკვლავის სახეზე კოსმეტიკის ფენების რაოდენობა ახლა კიდევ უფრო მეტი გახდა.



გვენ სტეფანი


imageimageimageimage

"მაკიაჟი რაც თავი რაც მახსოვს ყოველთვის მიყვარდა. რასაც ვაკეთებ არის მხოლოდ ის, რომ ვიკვლევ და ვტესტავ ახალ პროდუქტებს კოსმეტიკაში. საიდუმლო კი იმაში მდგომარეობს, რომ როცა რაღაც ახალს აღმოაჩენ, აკეთებ იმას, რაც აქამდე არ გიკეთებია. ეს შთაგაგონებს ახალი "ლუქების" შექმნისკენ", - ამბობს გვენ სტეფანი კოსმეტიკით გატაცების შესახებ, შეუძლებელია ეს არ დააფასო. სწორი მაკიაჟი არა მხოლოდ ხაზს უსვამს მომღერლის სილამაზეს, არამედ მის გარეგნობას რამდენიმე ათწლეულით აახალგაზრდავებს კიდეც.




მონიკა ბელუჩი


imageimageimage

მონიკა ბელუჩის პლასტიკური ქირურგიის მიმართ საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ აი, მაკიაჟის საკითხში ის თავს საერთოდ არ იზღუდავს, ტემპერამენტიანი იტალიელი კოსმეტიკური საშუალებებით ოსტატურად ნიღბავს დაბერების ნიშნებს.



მადონა


imageimageimage

მადონამ სილამაზისა და მოდის სამყაროში მრავალი ტრენდი შემოიტანა, მაგალითად, მკვეთრი ფერის ტუჩსაცხი, ხოლო მის საფირმო, ფართო წარბების ტექნიკას მთელს მსოფლიოში დღემდე მილიონობით ლამაზმანი იმეორებს, ამიტომ მომღერალი გადაჭარბებული მაკიაჟის (და ფოტოშოპის) გამოყენებისთვის არ უნდა გავკიცხოთ. ვინ იცის, ამან შეიძლება რამდენიმე წელიწადში ბუნებრიობა ჩაანაცვლოს და კვლავ ტრენდადაც კი იქცეს?




ელიზაბეთ ჰერლი


imageimageimageimage

როგორც ჩანს, ელიზაბეთ ჰერლიმ საკუთარი თავისთვის იდეალური მაკიაჟი იპოვა, რომლის გარეშეც ის ვარჯიშზეც კი არ მიდის. ეს კლასიკური "smokey eye"-ია, რომელიც იდეალურად უსვამს ხაზს კინოვარსკვლავის თვალების ფერის სიღრმეს და მალავს არა მხოლოდ მის ასაკს, არამედ მის სახის კანზე არსებულ ყველა სახის ნაკლოვანებას. ვერაფერს იტყვი მშვენიერი ჰერლის მაკიაჟი მართლაც ელეგანტური და ლაკონურია!



სალმა ჰაიეკი


imageimageimageimage

ტუჩებზე აქცენტი - ნამდვილი "ლაიფჰაკია" მათთვის, ვისაც სურს ოსტატურად დამალოს საკუთარი ნაკლოვანებები და ამავდროულად მიიპყროს გარშემომყოფთა ყურადღება, და უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ ტექნიკას სალმა ჰაიეკიც საკმაოდ ხშირად მიმართავს. მართალია, მას ეს სულაც არ სჭირდება - ასეთი დეკოლტით მას შეუძლია მაკიაჟზე საერთოდ არ იღელვოს.






0
206
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
206