x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136043
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510304
რატომ არ არის სომხეთში "მაკდონალდსი"?
image

კომპანია მაკდონალდსი 1940 წელს დააარსეს ძმებმა დიკ და მაკ მაკდონალდებმა. პირველი რესტორანი გაიხსნა კალიფორნიაში, ქალაქ სან–ბერნარდინოში, თურმე გვერდზე სომხებს ჰქონდათ მაღაზიათა ქსელი და რესტორნები და დაუწყეს დაძირვა მათ ბიზნესს, ისე გაამწარეს მაკდონალდები, რომ მათ დაიფიცეს:


- ვიცით მომავალში, ჩვენი რესტორნების ქსელი მსოფლიოს დაიპყრობს და ყველა ქვეყანაში გავრცელდება მსოფლიო მასშტაბით, მაგრამ არასდროს გაიხსნება ის სომხეთში, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენს ბიზნესს გავასხვისებთ. ეს პირობა უცვლელი დარჩება სამუდამოდო. არ ვიცით ეს ლეგენდაა თუ სიმართლე(ყოველ შემთხვევაში კალიფორნიაში მართლაც სომხების დიდი დიასპორა ცხოვრობს)მას შემდეგ არაერთი მეპატრონე გამოიცვალა „მაკდონალდსმა“, მაგრამ 84 წლის მანძილზე პირობა რჩება უცვლელი.დღეისთვის სომხეთის გარდა კიდევ 9 ქვეყანაში არ არის "მაკდონალდსის" რესტორანი. ესენია:


უკვე ნახსენები სომხეთი, იემენი, ზიმბაბვე, მონტენეგრო, ბოლივია, ისლანდია, ირანი, ბერმუდი და ჩრდილოეთ კორეა.





თავად სომხეთში სხვაგვარად ხსნიან "მაკდონალდის" არ ქონას, მათი მტკიცებით, ნაციონალური ფასფუდი საკმაოდ კარგად არის განვითარებული(ლაგმანჯო, ბრტუჩი, ქაბაბი), ამიტომ მისი საჭიროება აღარ არისო, თუმცა ამასთან ერთად სომხეთში ფუნქციონირებს KFC და "ბურგერ კინგი".


არა და სინამდვილეში 2018 წელს McDonald's ერევანში, ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე რესტორნის გახსნა მართლაც სურდა, (რაც უკვე ნაწილობრივ აბათილებს ზემოთ მოთხრობილ ამბავს), მაგრამ სომხეთის სურსათის სააგენტოს დირექტორის დავიდ პიპოიანმა განაცხადა, რომ სომხური სწრაფი კვების კერძები ბევრად უფრო კარგია, ვიდრე უცხოური კვების რესტორნების ქსელის პროდუქტი. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ "მაკდონლადსის" რესტორნის კულინარს, პროდუქტის მომზადების პროცესში ვერ გააკონტროლებენ.




პიპოიანმა უცხოური სწრაფი კვების უარყოფით მხარეებზე ილაპარაკა, თქვა, რომ ნახევაფაბრიკატებს სხვადასხვა დანამატი აქვთ და რომ მათი მომზადება ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი. ამასთან დასძინა, რომ მაკდონალდსს ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი რესტორნებისთვის უარყოფითი ეფექტი ექნება. გარდა ამისა, პიპოიანის თქმით, მაკდონალდსის საკვები ეროვნულ კერძსაც "დაარტყამს". მისი განმარტებით, ქაბაბი ბევრად უფრო ჯანსაღი საკვებია.




ამ მოვლენებამდე ერთი წლით ადრე, თემურ ჭყონიასაც სურდა სომხეთში "მაკდონალდსის" გახსნა, მან განაცხადა, რომ მან სომხეთში ქსელის გახსნის ლიცენზია უკვე მიიღო, თუმცა როგორც სომხური მედია იტყობინებოდა, ისინი ინფორმაციის გადასამოწმებლად ევროპის ცენტრალურ ოფისს დაუკავშირდნენ, სადაც McDonalds-ის სომხეთში გახსნის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურეს.

0
386
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
386
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0