x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რა არის ტენისკორი და რატომ გაიზარდა ჩოგბურთზე მოთხოვნა

image


კორასები (ახალი კონცეფცია მოდის სამყაროდან, ფართო გაგებით - დროებითი ტენდენცია) წელს ერთმანეთს ისეთივე სიჩქარით ცვლიან, როგორც ჩოგბურთის ბურთი დაფრინავს. მოდის მოყვარულებმა ვერც კი მოასწრეს ვარდისფერი ბარბიკორიდან 90-იანი წლების საქმიანი ქალის სამოსის მიკროტრენდზე გადასვლა, რომ უკვე დროა ჩოგბურთის კორტისკენ ტრენდული კადრებისთვის გაეშუროთ.




რა არის ტენისკორი


image


ტენისკორი - ტანსაცმლის სტილი გახლავთ, რომელიც ჩოგბურთით და თამაშის გარშემო არსებული კულტურით არის შთაგონებული. მასში იგრძნობა სწორედ იმ "old money"-ის სტილის მახასიათებლები, რომლებიც პოპულარული გასულ წელს იყო. აკურატულობა და არისტოკრატიზმი, სისუფთავე, დაუთოებული თეთრი საყელოები და ელეგანტურობა - აი, რა არის ტენისკორი. გარდერობის ბაზას წარმოადგენს პოლოები, მაისურები, პლისირებული მინი - ქვედაბოლოები, მოკლე სპორტული კაბები. მთავარი წესი კი - მაქსიმალურ კომფორტში, პრაქტიკულობასა და სისადავეში მდგომარეობს.





ტენისკორის გაჩენის ისტორია


image


ჩოგბურთის სტილი სათავეს ვიქტორიანულ ინგლისში იღებს. სწორედ 1860-იან წლებში დაიწყო რაკეტებმა, ბადეებმა და ბურთებმა არისტოკრატების მიზიდვა. ინვენტარის გარდა მათ სათამაშო ფორმაც სჭირდებოდათ. შედეგად, მათ საბაზისოდ აიღეს ჩვეულებრივი ტანსაცმელი რბოლებისთვის და ბაღის წვეულებებისთვის - თავისუფალი მაისურები და შარვლები. მოგვიანებით, 1877 წლის უიმბლდონის ტურნირზე, ჩოგბურთელები საზოგადოების წინაშე სრულიად თეთრი სამოსით წარსდგნენ. ტანსაცმლის ეს ფორმა შეჯიბრის ახალ წესად იქცა, რომელიც დღემდე შემორჩა.


image


ფერის ეს არჩევანი განპირობებულია იმით, რომ თეთრი კარგად მალავს ოფლს, ირეკლავს სინათლეს და ხაზს უსვამს მფლობელის მაღალ სტატუსს თუმცა, იმ წლებში ბამბისა და ტილოს მოდურ უნოფორმას მხოლოდ მამაკაცები ატარებდნენ. ქალები კი კორტზე არაკომფორტული ფაშფაშა კაბებით თამაშობდნენ.

image


ყველაფერი 1919 წელს შეიცვალა. ჩოგბურთელი სიუზან ლენგლენი უიმბლდონის ტურნირის კორტზე ნაკეცებიანი მიდი ქვედაკაბით, მაისურითა და პანამის ქუდით გამოვიდა. ჩოგბურთის ფორმამ თანდათან თავისი ფორმაც შეიძინა. 1932 წელს ჰენრი ოსტინმა შარვალი შორტებზე პირველად გაცვალა, ხოლო 1926 წელს რენე ლაკოსტი (ცნობილი დიზაინერი ჩოგბურთელი გახლდათ) კორტზე მოკლე სახელოიანი მაისურით გავიდა. მან ის თავად შეკერა, ამიტომ პერანგი იქცა ჩოგბურთის თამაშისთვის განკუთვნილ პირველ სპეციალურ სამოსად. 1965 წელს კი, იტალიელი ჩოგბურთელი ლეა პერიკოლი საზოგადოების წინაშე რუშებიანი კაბით და თავზე თეთრი თავსაბურავით წარსდგა.



image


დროთა განმავლობაში ჩოგბურთი, ისევე როგორც გოლფი, სანაოსნო სპორტი და თხილამურები იმდროინდელ "მშვიდ ფუფუნებასთან" იქცა ასოცირებული. ის უყვარდა პრინცესა დიანას, ელტონ ჯონს, ფარა ფოსეტს, ჟაკლინ და ჯონ კენედებს. 2009 წელს ანა ვინტურმა სპეციალურად "Vogue"-ის სექტემბრის ნომრისთვის ანდრე ლეონ ტელის სთხოვა, რომ მოედანზე ის რაკეტით გამოსულიყო და რამდენიმე ბურთისთვის დაერტყა. 12 წლის შემდეგ, 2021 წელს, სტილისტმა ლოუ როუჩმა ანდრეს საკულტოდ ქცეული იმიჯი გაიმეორა.




რატომ გახდა ჩოგბურთის სტილი პოპულარული 2024 წლის ზაფხულში


image


ტენისკორზე კვლავ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ეკრანზე ლუკა გუადანინოს მელოდრამა "პრეტენდენტები" გამოვიდა, სადაც მთვარ როლებს ზენდაია, მაიკ ფეისტი და ჯოშ ო'კონორი თამაშობდნენ. ჯერ კიდევ ფილმის გამოსვლამდე, ზენდაიამ და მისმა სტილისტმა ლუ როუჩმა ფილმის სარეკლამო ტურნედან სულ რამდენიმე კვირაში, ჩოგბურთის სტილი პოპულარობის ზენიტში აიყვანეს. ამ ყველაფერს კი ხელი იმანაც შეუწყო რომ მსახიობი ყოველთვის ჩნდებოდა ნაქსოვი პოლოთი, ვინტაჟური კაბით, რომელიც სინდი კროუფორდმა ჯერ კიდევ 1992 წელს მოიზომა, და ასევე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, რომელსაც ქუსლზე ჩოგბურთის ბურთი ჰქონდა წამოცმული, ტენისკორის ტრენდად ქცევას ხელი ასევე ყველა იმ დეტალის გაპიარებამაც შეუწყო რაც ჩოგბურთის ცნობადობასთან იყო კავშირი: იქნებოდა ეს პლისირებული ქვედაბოლოები, პოლოს საყელოები თუ ჩოგბურთის რაკეტიანი პრინტი.


image

თავად ფილმში გმირების ჩაცმულობა უფრო ფორმალური იყო. მათ გარდერობზე "Loewe"-ის სახლის დიზაინერი და კრეატიული დირექტორი ჯონათან ანდერსონი ზრუნავდა. მისი ინიციატივით ფილმში გამოჩნდა ზოლიანი მაისურები, ნაქსოვი პოლოები, მაისურები სლოგანით "I told ya", უთასმებო კაბები, რეტრო კედები და ჩოგბურთის ქვედაბოლოები. გასაკვირი არ არის, რომ ტენისკორი სოციალურ ქსელებში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, მომხმარებლები მასობრივად იმეორებენ მსახიობის გახმაურებულ "ლუქებს".





როგორ იმოქმედა ჩოგბურთის მოდამ სპორტულ ინდუსტრიაზე


image


როგორც აღმოჩნდა, ჩოგბურთის ბუმმა არა მხოლოდ გავლენა მოახდინა ბევრი გოგონას სტილზე და მოდის სამყაროზე, არამედ გავლენა იქონია სპორტულ ინდუსტრიაზეც. დედაქალაქის ინსტრუქტორებმა მომსახურებაზე ფასები უკვე 10-50%-ითაც კი გაზარდეს.





როგორ შევადგინოთ ტენისკორის სტილის გარდერობი


image


ჩოგბურთის სწავლებისთვის სამოსის არჩევისას საჭიროა პროფესიონალური ჩოგბურთის ტანსაცმლის მთელი რიგი უპირატესობების გათავალისწინება, ხოლო ჩოგბურთის მოყვარულებისთვის საკმარისია მხოლოდ სწორად სტილიზებული ელემენტები.


1. ქვედაბოლო და კაბა. ქვედაბოლო შეიძლება იყოს A-სილუეტის, სწორი ან პლისირებული, მაგრამ აუცილებლად - მინი. კაბა მოკლე სახელოებით ან უსახელო, პოლოს საყელოთი ან V-ს ფორმის ჭრილით, მაგრამ აუცილებლად სხეულზე მომდგარი.


2. პოლოს მაისური ან როგორც მაისურის ალტერნატივა O-ფორმის ჭრილით, ტოპი ფართო თასმებით. შეიძლება ეფექტურად შეუხამოთ მოცულობითი სვიტერი ან სვიტერი V- ფორმის ყელით.


3. რეტრო სნიკერსები. გახსოვდეთ, რომ ფეხსაცმლის არჩევისას აქცენტს ვაკეთებთ ყოველთვის კომფორტზე. მაღალი, თეთრი კედები ან სნიკერსები ბრტყელ ძირზე.


4. აქსესუარები. მაღალი თეთრი წინდები, სპორტული თავსაბურავი ან ჩოგბურთის კეპი და ჩოგბურთის სამაჯური თქვენს იერს მეტ ელეგანტურობას შემატებს.


5. ფერი. ნუ შეგეშინდებათ ფერებთან თამაშის. გააკეთეთ მკვეთრი აქცენტები, შეუთავსეთ ერთმანეთს სხვადასხვა ტონები. აქტუალური ტენისკორი - მხოლოდ თეთრი არ არის.








0
275
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
275