x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
15 რჩევა, როგორ გადაიღოთ ფოტო, 10 კილოთი უფრო გამხდარი რომ გამოჩნდეთ
image



ამ ხრიკების დახმარებით ოსტატურად დამალავთ ფიგურის ნაკლოვანებებს და ფოტოზე ნამდვილი ვარსკვლავი გამოჩნდებით. დღესვე დაიწყეთ ამ რჩევების გამოყენება, რომ ნებისმიერ სიტუაციაში კადრზე დიდებული გამოჩნდეთ!



სწორი დგომა

image



სწორი დგომა წარმატების ნახევარია ფოტოგრაფიაში. გასწორებული ზურგი, ოდნავ აწეული თავი და უკან გადაწეული მხრები თავდაჯერებული და ელეგანტური პიროვნების იმიჯს ქმნის. არ დაგავიწყდეთ ეს კამერის წინ პოზირებისას და ეფექტი არ დააყოვნებს - მყისიერად უფრო გამხდარი და მაღალი გამოჩნდებით.



დაამატეთ აქსესუარები კადრში


image



ორი ფოტო შევადაროთ. მთავარი განსხვავება კონტრასტული ფერის სხვა აქსესუარების (ჩანთა და ჭიქა) არსებობაა. ყურადღება მათზე გადადის, კადრს დინამიკას და პროპორციულობას მატებს. აქსესუარების გამოყენება შესანიშნავი გზაა, საჭირო დეტალზე აქცენტი გაამახვილოთ და არასასურველი დამალოთ.



არანაირი გაშლილი ფეხები!

image



ფართოდ გაშლილი ფეხები კადრში სხეულს სიგანეს მატებს, რასაც ვცდილობთ თავი ავარიდოთ, როცა გვინდა მოხდენილი გამოვჩნდეთ. ამის ნაცვლად ერთი ფეხი მეორეს ოდნავ მიუახლოეთ ან გადააჯვარედინეთ. ასე მაღალი და მოხდენილი გამოჩნდებით.



ფრთხილად, საზაფხულო კაბა!

image



თავისუფალი, ჰაეროვანი, ფრიალა მასალა სხეულს მოცულობას მატებს ფოტოზე, განსაკუთრებით წელის გარშემო. ერთი შეხედვით, იდეალურია პრობლემური ზონების დასამალად, მაგრამ ასევე სხეულს ბუნდოვანს ხდის და დიდი ზომის შთაბეჭდილებას ქმნის. ამის ნაცვლად აირჩიეთ ტანსაცმელი, რომელიც წელზე აქცენტს აკეთებს და თქვენს ფორმებს ხაზს უსვამს და ისე დადექით, რომ ქარი გვერდიდან უბერავდეს.



ჩასუნთქვა - ამოსუნთქვა

image



პოზირებისას სუნთქვა დიდ როლს თამაშობს, როგორც სწორად შერჩეული სამოსი ან პოზა. ამოსუნთქვისას მოდელი ბუნებრივად მშვიდდება, რაც სახის ნაკვთებს არბილებს და საერთო გამოსახულებას ბუნებრივობას ანიჭებს. ამრიგად, ფოტოს გადაღებამდე ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელ-ნელა ამოისუნთქეთ. ასე მოდუნებას შეძლებთ და სხეულს ვიზუალურად „გაწელავთ“, მოხდენილს გამოაჩენთ.



სკამი, სწორი ზურგი და თქვენ - სილამაზე!

image



სკამზე პოზირებისას ფეხების და მუცლის მომგებიანად წარმოჩენაზე უნდა იმუშაოთ. თავი აარიდეთ პოზას, რომელიც თეძოებს აბრტყელებს. ერთ-ერთი ვარიანტი - თითის წვერებზე აიწიეთ, რომ ფეხები ვიზუალურად დააგრძელოთ და თეძოები დაჭიმოთ. ზურგი გაასწორეთ, რომ წელს ხაზი გაუსვათ და უფრო ელეგანტური გამოჩნდეთ. ასე უფრო ჰარმონიულ გამოსახულებას მიიღებთ და ვიზუალურად რამდენიმე ზედმეტ კილოგრამს დაკარგავთ.



მოხდენილი სილუეტი

image



ისე დადექით, რომ თეძოებს შორის მცირე სივრცე დარჩეს - ასე იერს სიმსუბუქეს და გრაციას შემატებთ. შეგნებულად შეზნიქეთ წელი, რომ შექმნათ მკაფიო ხაზები და დახვეწილობა შემატოთ. ამ მარტივი ხრიკით იდეალურ ფოტოს მიიღებთ.



ფეხები შეაერთეთ უკნიდან პოზირებისას

image



მაშინაც კი, თუ ფოტოს ზურგით იღებთ, ფეხები არ დაგავიწყდეთ. შეერთებული ან ოდნავ გადახრილი ფეხებით უფრო მოხდენილი გამოჩნდებით.



რაც შეეხება დუნდულებს?

image



გსურთ ვიზუალურად შემატოთ მოცულობა დუნდულებს? გამოიყენეთ საიდუმლო ხრიკი: ფოტოგრაფმა კამერა თქვენი წელის დონეზე უნდა დაიჭიროს. ეს ოპტიმალური პოზიციაა სრული ფიგურის ილუზიის შესაქმნელად. მაქსიმალური ეფექტისთვის ზურგიდან გადაიღეთ, მაგრამ თავი კამერისკენ მოატრიალეთ, მხრის გასწვრივ. ასე თქვენს ფორმებს ხაზს გაუსვამთ, ასევე კადრს დინამიკას და სპონტანურობას შემატებთ.



მეორე ვარიანტი

image



აღარ არის ბრტყელი დუნდულები! პოზირებისას ზურგი აუცილებლად გაასწორეთ. კამერაში ნახევრად გვერდულად დადექით, რომ ვიწრო წელის ილუზია შექმნათ. დუნდულები ოდნავ უკან გაწიეთ, რაც შეიძლება ახლოს ობიექტივისკენ, S ფორმის მოხდენილი ხაზი შექმენით. ამ ხრიკით სხეულს მოცულობას და ელეგანტურობას მიანიჭებთ, უფრო მიმზიდველს გახდით.



როგორ მივიღოთ მოხდენილი ფეხები?

image



უბრალოდ დაჯექი და გადააჯვარედინე ფეხები ერთმანეთზე, ამასთან ზედა ფეხის მუხლი ჩვეულებრივზე ოდნავ მაღლა ასწიე. ქვედა ფეხი კამერისკენ გაჭიმეთ. ასე ფეხს ვიზუალურად დააგრძელებთ და მოხდენილობას შემატებთ. გარდა ამისა, აწეული მუხლი გამოსახულებას დინამიურობას და გრაციოზულობას შემატებს.



ვქმნით წელს

image



უფრო წვრილი წელის შთაბეჭდილების შესაქმნელად გადაღების კუთხე და პოზა გამოიყენეთ. სხეული კამერისკენ მოაბრუნეთ კუთხურად, შემდეგ თავი და მხრები უკან გადაწიეთ - ასე წელს ავტომატურად ხაზს გაუსვამთ. ასევე შეგიძლიათ ხელები თეძოებს დაადოთ ან ოდნავ ასწიოთ, რომ წელი ვიზუალურად გამოკვეთოთ.



აკონტროლეთ ხელები

image



ზედმეტი მოცულობის ილუზიის თავიდან ასაცილებლად ხელები სხეულთან ახლოს არ გააჩეროთ. როცა ხელები სხეულზე მიკრულია, მისი სიგანე ვიზუალურად ფართოვდება. ხელები ოდნავ გასწიეთ ან გამოიყენეთ საინტერესო ხაზების და ფორმების შესაქმნელად. ასე უფრო მოხდენილი გამოჩნდებით.



ფოტო საცურაო კოსტიუმში

image



მთლიან საცურაო კოსტიუმში პოზირება შესანიშნავი საშუალებაა თქვენი მოცულობის ვიზუალურად შესამცირებლად. აირჩიეთ საცურაო კოსტიუმი, რომელიც თქვენს ღირსებებს ხაზს უსვამს და ნაკლოვანებებს მალავს. შეარჩიეთ პოზა, რომელიც სხეულის ნაკვთებს მაქსიმალურად ხაზს უსვამს. მაგალითად, გვერდულად დადექით, ერთი ფეხი წინ გაწიეთ, რომ წვრილი წელის და გრძელი ფეხების ილუზია შექმნათ.



პოზირება დგომისას

image



ზურგი გაასწორეთ, რომ პოზა გააუმჯობესოთ და დახვეწილობა შემატოთ. მხრები უკან გადაწიეთ, ასე წელს ვიზუალურად დააწვრილებთ და მხრების ხაზს გამოკვეთთ. კიდევ ერთი უჩვეულო, მაგრამ ეფექტური რჩევა - პოზირებისას პირი ოდნავ გააღეთ. ასე სახე ვიზუალურად გამხდარი გამოჩნდება და სტილს სიმსუბუქეს შემატებს.



ასევე დაგაინტერესებთ:

მესამედის წესი: 21 ფოტო იდეალური კომპოზიციით

16 ფოტო იმის შესახებ, თუ რა ხდება პროფესიონალური სურათების კადრს მიღმა (ასე თქვენც შეიძლება გააკეთოთ)

ხრიკები, რომელთა დახმარებით თქვენი სმარტფონი სუპერ გაჯეტი გახდება: ფოტო ყურსასმენის დახმარებით

არგენტინელი ფოტოგრაფი ეწვია 12 ქვეყანას 100 კოცნის კამერაზე აღსაბეჭდად – საუკეთესო ფოტოები

ნიუ-იორკელი ფოტოგრაფი 9 წელი სამსახურში მიმავალ ადამიანებს სურათებს უღებდა და ეს კადრები ბევრ რამეზე თვალს აგიხელთ

0
429
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
429