x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"კოვზი ნაცარში რომ ჩაუვარდა, ეს გასაგებია"- ვისზე საუბრობს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიის "ეროვნული ერთობის" მესამე ადგილზე გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მიერ ტრამპისა და ულტრა-კონსერვატორების აქტიურ მხარდაჭერის ვერანაირი მიზეზით ვერ ხსნის:


"ქართული ოცნების ფრანგულ ოცნებას კოვზი ნაცარში რომ ჩაუვარდა, ეს გასაგებია.


თუმცა, ჩემთვის დღემდე გაუგებარია მიზეზი, თუ რატომ გულშემატკივრობენ ჩვენი IQ-პიტალოები ასე გაცხარებით ულტრა-კონსერვატორებს ევროპაში და ტრამპს ამერიკაში.

თუ ცოტა ღრმად ჩაიხედავენ პროცესში, დაინახავენ მაგალითად ტრამპის რეალურ ბუნებას – მიხვდებიან, რომ სწორედ ის იქნება, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ხისტად მოუღებს ბოლოს მათ პარპაშს და მაიმუნობას, დემოკრატების შედარებით რბილი მიდგომებისგან განსხვავებით."- წერს პოლიტოლოგი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. მეორე ტურში, ეგზიტპოლის მიხედვით, მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული ერთობა" მესამე ადგილზე გავიდა, რაც ყველასათვის მოულოდნელი მარცხი იყო. როგორც ჩანს, პირველ ადგილზე მემარცხენე კოალიცია "ახალი სახალხო ფრონტი" გავიდა, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა გაერთიანებამ მეორე ადგილი დაიკავა.


წინასწარი შედეგების მიხედვით, "ახალი სახალხო ფრონტი", რომელიც ხუთი პარტიისგან შედგება, პარლამენტში 182 ადგილს მოიპოვებს. მაკრონის კოალიცია სავარაუდო 163 ადგილს აიღებს, ხოლო ლე პენის "ეროვნული ერთობა" ახალ პარლამენტში 143 ადგილით იქნება წარმოდგენილი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს წინასწარი შედეგებია და ხმის დათვლის პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ საფრანგეთის პარლამენტში სრული უმრავლესობის მოპოვებისთვის 289 ადგილია საჭირო.






0
437
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
437