x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ინდოელმა მილიარდელების ოჯახმა საქორწილო ღონისძიებაზე ამჯერად ჯასტინ ბიბერი მიიწვია

30 წლის ჯასტინ ბიბერი მუმბაიში ჩაფრინდა ინდოელი მილიარდერის ანანტ ამბანისა და მისი საცოლის რადიკა მერჩანტის წინასაქორწინო წვეულებაზე სამღერად მათი დიდი ოჯახისა და მრავალი მეგობრისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, მომღერლის ჰონორარმა, რომლის ქონებაც 300 მილიონ დოლარად არის შეფასებული, 10 მილიონი შეადგინა. ბიბერმა შაბათს კერძო კონცერტი გამართა, პარასკევს კი დამკვეთებთან და მათ ნათესავებთან ფოტო გამოაქვეყნა პირად ბლოგზე.image
ცნობილია, რომ ჯასტინი სასტუმროს ცალკე ნომერში დარჩა და ღონისძიებაზე მდიდრული ლიმუზინით მივიდა. შოუს შუა პერიოდში ჯასტინმა მიკროფონი ერთ-ერთ მსმენელს გადასცა, რომელიც აღმოჩნდა ორჰან ავატრამანი, რითაც მას საშუალება მისცა ემღერა 2015 წლის ჰიტი "Where Are You Now".image
ანანტ ამბანი არის Reliance Industries-ის თავმჯდომარისა და მმართველი დირექტორის მუკეშ ამბანის ვაჟი, რომელიც Forbes-ის მიხედვით აზიის უმდიდრეს ადამიანად არის დასახელებული. მისი ქონება 123, 4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. გახმაურებული ქორწილი 12 ივლისს გაიმართება. ინდური ოჯახი ამისთვის ემზადებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.

მარტის დასაწყისში რიანა ამბანის ერთ-ერთ წინასაქორწილო ზეიმზე გამოვიდა და 6 მილიონი დოლარი მიიღო. ამ კონცერტს ასევე ესწრებოდნენ პატარძლის მეგობრები, ცნობილი მილიარდერები ბილ გეითსი და მარკ ცუკერბერგი. მაისში კი ამბანებმა მეგობრები და ნათესავები მიიწვიეს სამდღიან იტალიურ კრუიზზე, რომლის ვარსკვლავი სტუმრები იყვნენ კეტი პერი და დევიდ გეტა.

0
81
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0