x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა ხდება აქ? - 5 ფოტოს ისტორია (ნაწილი XV)
image

თქვენ შეგიძლიათ ტომობით ისტორიის სახელმძღვანელოები გადაღეჭოთ, იცოდეთ და გახსოვდეთ ბევრი. მაგრამ არაფერი შეედრება ვიზუალურად აღბეჭდილ დოკუმენტს, ისტორიულ ფოტოებს, რომელიც ასახავს უნიკალურ მომენტებს, გვაჩვენებს, თუ რითი ამაყობდნენ ადამიანები, ან რამ გამოიწვია ცრემლები და რაზე ოცნებობდნენ.. მაშ ასე დროში მოგზაურობა-5 ფოტოს ისტორია ნაწილი ნაწილი XV.





1.ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს წელიწადის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ამინდში აძინებდნენ ვერანდაზე, იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ტუბერკულოზის სანატორიუმი, საბჭოთა კავშირი 1949 წელი.შეგახსენებთ, პირველი ანტიბიოტიკი მსოფლიოში -პენიცილინი საბჭოთა კავშირში მეორე მსოფლიო ომის დროს გამოჩნდა, რომელამც რევოლუცია მოახდინა მედიცინაში.


image



2.Volkswagen Motorsport Scirocco Rally-ის ქალთ ეკიპაჟი რბოლის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრებიან. გერმანია, 1977 წელი, Volkswagen -ის 40 წლისთავისადმი მიძღვნილი.

image



3.სანაპიროზე მყოფი გოგონა უხსნის მაშველს, თუ რატომ იღებება მზის აბაზანებს წელს ზემოთ შიშველი.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს გამაფრთხილებელი დაფა განკუთვნილია მამაკაცებისთვის! ადრე მამაკაცებს მოეთხოვებოდათ მაისურის ტარება. აშშ, ნიუ ჯერსი, 1939 წელი.

image


4.იუნის უინსტედი და ჩარლი ჯონსი ტენესიდან 1937 წელს დაქორწინდნენ, როდესაც გოგონა 9 წლის იყო, ბიჭი კი 22 წლის. მათი ქორწინება 60 წელი გაგრძელდა.



სამხრეთ ტენესის მკვიდრი ხალხი, ინდიელები, მე-18 და მე-19 საუკუნეებში თეთრკანიანებმა გაასახლეს. ადგილობრივი თეთრკანიანი მოსახლეობის კულტურა კონსერვატიული ხასიათის იყო და დიდწილად ინარჩუნებდა ადრეულად ჩამოსახლებულების ტრადიციულ სოფლის ცხოვრების წესს.


ამიტომაა, რომ შეერთებული შტატების სამხრეთ შტატებში (ნაბოკოვის ლოლიტაში qu'on appelle "Dixieland"-ს უწოდებენ) ასეთი ქორწინება ძალიან გავრცელებული იყო, განსაკუთრებით ფერმერებს შორის.


ტენესის შტატში ქორწინების ქვედა ზღვარზე არ არ იყო კანონი მიღებული. მშობლების თანხმობაც ასევე არ იყო საჭირო, ამიტომ პატარძალი შეიძლება ყოფილიყო მოზარდი. შეერთებული შტატების სამხრეთ შტატებში, ძალიან ადრეული ქორწინების ტრადიცია შენარჩუნებული იყო პირველი თეთრების დასახლების დროიდან. თუმცა, 1937 წლისთვის იგი უკვე საკმაოდ მივიწყებული იყო და ამ ქორწინებამ გამოიწვია გაკვირვებისა და აღშფოთების ტალღა მთელ ქვეყანაში. მაგრამ... იურიდიულად საჩივარი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ყველაფერი გაკეთდა ადგილობრივი კანონების მიხედვით.


სწორედ ამ ქორწინების შემდეგ ტენესში ქორწინების მინიმალური ასაკობრივი ზღვარი -13 წელი დაწესდა. მომავალი ცოლი უბრალოდ მეზობლად ცხოვრობდა, როცა დიდ ბიჭს შეუყვარდა და საჭიროდ არ ჩათვალა წლები დალოდებოდა.


წყვილმა ერთად იცხოვრა 60 წელი და შეეძინათ 7 შვილი (პირველი, როცა ცოლი 14 წლის იყო). ქმარი 1997 წელს გარდაიცვალა, ცოლი 2007 წელს.


image

5.ვიეტნამელი ბავშვები თვითმფრინავით გადაჰყავთ შეერთებულ შტატებში გასაშვილებლად 1975 წელი, ანუ როდესაც დასრულდა ვიეტნამის(იგივე ინდოჩინეთის მეორე) ომი.


image


წინა ნაწილების სანახავად მიყევით <<ამ ბმულს>>

0
218
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0