x
image
თამილა გურაშვილი
გელა ზედელაშვილი: " ..რაზე არ უნდა ილაპარაკოს ,,ექსპერტმა'' გიამ და საერთოდ მოკეტოს?
image
ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს რაღაც თემა, რაზეც არ უნდა ილაპარაკოს და საერთოდ მოკეტოს!
მაგალითად, რაზე არ უნდა ილაპარაკოს “ექსპერტმა'' გიამ და საერთოდ მოკეტოს?
მას შეუძლია, “იქსპერტოს'', ილაქლაქოს, რეალობას აცდენილი პროგნოზები აკეთოს, “ტვ პალიტრის'' მთელი კოლექტივი აბოლოს, იმათაც თავები უქნიონ, ჩვენ ეს გვკიდია, მაგრამ არის მის ცხოვრებაში რაღაც, რაზეც ან თავი უნდა მოიკატუნოს, ან კიდე, როგორც გითხარით, საერთოდ მოკეტოს!
ბიჯოოოოოო! ეს ჟურნალისტი ტუხიაშვილი რო მოგადგება - ქალბატონო გიული კი არა და... ბატონო გია, მოდით, იმ 30 მილიონზე ვილაპარაკოთ, ბიძინა ივანიშვილმა რომ აჩუქა ფეხბურთელებსო, რატომ თანხმდები, ნამუსი საერთოდ გაგიქრა ფრეონივით?
ბიჯოოოოოო!თუ ამ თემაზე ილაქლაქებ, თუ ამას უარყოფითად შეაფასებ, ხომ იცი, საქართველოს მოსახლეობას მაშინვე ის სახლ-კარი და კიდე რაღაცები გაახსენდება, ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე შენ რომ გაჩუქა?ჰა?!
თუ ამათ არ უნდა აეღოთ, თუ ამათ უარი უნდა ეთქვათ, შენ რატომ აიღე, შენ რატომ არ თქვი უარი? რატომ არ თქვი?!
თუ მაშინ ახლოს იყავი და უარი არ თქვი, ახლა რატომ არ აბრუნებ?
ის კაცი არ დაიბრუნებს, ასე არ დაწვრილმანდება, მაგრამ ონკოპაციენტებს აჩუქე, კაცო, ვინმე გაჭირვებულს აჩუქე, შენ ხომ მაგარი პატრიოტი ხარ?
ჰო, შენ პატრიოტი ხარ, შალვა ნათელაშვილიც პატრიოტია, მამუკა ხაზარაძეც პატრიოტია, ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, დემოკრატიას ძირს უთხრის, მოიშორე, ძმაო, რაც ამ კაცთან გაკავშირებს, რა ჯანდაბად გინდა?!
ეეეეეეეეეე! მთავარიც ეგ არი, რო არ ხარ შენ ის კაცი, არა! და მაინც... როგორ შეაფასა “ექსპერტმა'' გიამ ბიძინა ივანიშვილის საქციელი? ჰმ... ისაო, ეს ხელისუფლება ცდილობს, ჩვენი ფეხბურთელები ოპოზიციას დააშოროსო... მათ შორის განხეთქილების ვაშლი ჩამოაგდოსო. ხედავთ, რა მაგარი ანალიზია?
ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ჩვენი ფეხბურთელები, რომლებიც თურმე ოპოზიციასთან ჩახუტებულები იყვნენ, ერთმანეთს დააშოროს და ფაქტობრივად დააშორა კიდევაც... აგერ, გამოდიან და მადლობას მადლობაზე უხდიან.
აქ “ექსპერტმა'' გიამ იკისრა - ეგ პროცესი მეც გამომიცდია, მეც მაგ ფეხბურთელების პონტში ვიყავი, მაგრამ ჩემი ამბავი მაინც სხვა იყო-ვო... როცა მე ბიძინასგან მოვდიოდი, პირდაპირ ვუთხარი, შენთან არანაირი ვალდებულება არ მექნებაო.
ჟურნალისტმა ტუხიაშვილმა - ქალბატონო გიული კი არა და... ბატონო გია, ესე იგი, თქვენ ბიძინა ივანიშვილს თქვენი სამომავლო ქმედება წინასწარ დაუანონსეთო?
გიამ - ჰო, ეგრე იყო და ივანიშვილმა მითხრა, როგორც გენებოს, შენი საქმისა შენ იციო.
ჰა, ჰა, ჰა! არა, ბიჭო, ბიძინა ეტყოდა - ვაიმე, გია, შენ გენაცვალე, აქედან რომ წახვალ, არ გამაკრიტიკო, არ გამლანძღო, მე ხომ შენ სახლ-კარი და კიდე რაღაცები გაჩუქეო!
ისე, სწორად თქვა ბატონმა ბიძინამ ერთ-ერთ ინტერვიუში - გია ხუხაშვილი არანაირი ექსპერტი არ ყოფილა, მაგას რაღაც უცნაური აზრები აწუხებსო.
აი, ამიტომაც, მეგობრებო, ყველას ცხოვრებაში არსებობს რაღაც ისეთი, რაზეც არ უნდა ვილაპარაკოთ... ეს კიდე ჩამომჯდარა “პალიტრაანებში'' და ყველაფერზე ლაქლაქებს!" - გელა ზედელაშვილი
0
105
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0