x
image
Yoona
Mediator image
იცით, რატომ გამოიყვანეს ებრაელმა სელექციონერებმა შიშველი ქათმები?
ვის არ უოცნებია ოთხფეხა ქათამზე, რომელიც ორჯერ მეტ ბარკალს მოგვცემს? სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთი მუტანტი ჯერ არ გამოჩენილა, მაგრამ მეცნიერები რეგულარულად წარმოადგენენ არანაკლებ საინტერესო სიახლეებს. მაგალითად, ისრაელში სელექციონერებმა გამოიყვანეს ქათამი ბუმბულის გარეშე, რომელიც საშინლად გამოიყურება, მაგრამ გაპუტვის შრომატევად პროცედურას თავიდან გაცილებთ.



image



მეცნიერებმა 30 წელი დახარჯეს ამ საქმეში წარმატების მისაღწევად. რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი იყო მიეღოთ ფრინველი, რომელსაც არ სჭირდება ბუმბულის ხელით გაცლა. ფერმებში ამ სამუშაოს მანქანები ასრულებენ, მაგრამ მაინც საჭიროებს აღჭურვილობის შეძენის ხარჯებს, მის მომსახურებას და ელექტროენერგიას.



image




გაპუტვა ერთადერთი მიზეზი არ არის, რომ უბუმბულო ფრინველების მოშენება დაიწყოთ. ისრაელი ძალიან ცხელი კლიმატის ქვეყანაა, რომელსაც შინაური ფრინველი კარგად ვერ იტანს. ქათმებმა თავი კომფორტულად რომ იგრძნონ, კარგად იკვებონ და წონაში მოიმატონ, სპეციალური აღჭურვილობით მიკროკლიმატს უქმნიან. ამის გარეშე ფრინველი მადას კარგავს, მოთენთილი ხდება და კვდება.



image



„შიშველ“ ქათმებს არ ეშინიათ ახლო აღმოსავლეთის სიცხის და თავს მშვენივრად გრძნობენ ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებშიც. მისი მფლობელები ზოგავენ, ახლა უკვე კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებზე.



ახალი ჯიშის ფრინველების შესახებ ცნობილია, რომ ისინი საკმაოდ კარგად დებენ კვერცხებს - დაახლოებით სამ დღეში ერთხელ. სამწუხაროდ, კრუხობისთვის შეუფერებელია - ბუმბულის ნაკლებობა ამ პროცესს უაზროს ხდის. გასაკვირია, რომ სიშიშვლე დადებითად მოქმედებს ქათმების იმუნიტეტზე - მოულოდნელად კარგი ჯანმრთელობა მიიღეს.



image



უბუმბულო ქათმების შექმნას ებრაელ გენეტიკოს-მეფრინველეს ავიგდორ კაჰანერს მიაწერენ. ბევრი ვარაუდობს, რომ მან გამოიყენა რაიმე სახის არაბუნებრივი და არაეთიკური გენეტიკური მოდიფიკაცია, თუმცა კაჰანერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მიაღწია შედეგებს მხოლოდ შერჩევითი შეჯვარებით.



image



ისრაელში ახალი პერსპექტიული ჯიშის ფრინველები ხელმისაწვდომია მხოლოდ რამდენიმე პატარა ექსპერიმენტულ ფერმაში, სადაც მათ უფრო სწავლობენ, ვიდრე აშენებენ, როგორც შინაურ ფრინველს. ძირითადი პრობლემა, რომელიც ამ ქათმებს პოპულარობაში ხელს უშლის, არის ის, რომ მათი გარეგნობა ადამიანებს აშინებთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

რა არის "ბრინჯხორცი": იაპონელმა მეცნიერებმა ახალი პროდუქტი გამოიგონეს

როგორ შეცვალა ფორთოხლის ქერქმა ეკოსისტემა ცენტრალურ ამერიკაში

რატომ რგავენ მზესუმზირებს ბირთვული კატასტროფის ადგილებში?

ოდესღაც ასე აკეთებდა დოკი „უკან მომავალში“: შვეიცარიაში ბანანისგან ენერგიის მიღება ისწავლეს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობის სახეობა, რომელსაც პლასტმასის დაშლა შეუძლია


0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
84