x
image
Yoona
Mediator image
ქალმა იჩივლა სასამართლოში: 20 წელი ხელფასს უხდიდნენ, მაგრამ არაფერს ავალებდნენ
ქალი უჩივის კომპანიას, რომელიც ხელფასს უხდიდა, მაგრამ საქმეს არ აძლევდა. ლორანს ვან ვასენჰოვი მუშაობდა კომპანიაში France Telecom, რომელიც ახლა ცნობილია, როგორც Orange.



ფრანგი ქალი ამტკიცებს, რომ უკვე ორი ათეული წელია სრულ ხელფასს იღებს, მაგრამ არანაირ საქმეს არ ასრულებს. ლორანსმა კომპანიაში მუშაობა 1993 წელს დაიწყო და თავდაპირველად ეკავა პოზიცია, რომელიც მისთვის შესაფერისი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით - აქვს ნაწილობრივი დამბლა და ეპილეფსია.



2002 წელს მოითხოვა საფრანგეთის სხვა რეგიონში გადაყვანა. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ იმის მიუხედავად, რომ გადაყვანის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ახალი სამუშაო ადგილი მის საჭიროებებზე მორგებული არ იყო.



შედეგად, მათი თქმით, კომპანიამ უბრალოდ შეწყვიტა დავალებების მიცემა და ქალი უმუშევარი დარჩა, მაგრამ ამავდროულად 20 წლის განმავლობაში სრულ ხელფასს იღებდა.




image



ლორანსი ირწმუნება, რომ ამ სიტუაციამ გამოიწვია მორალური ზეწოლა და პროფესიული იზოლაცია. ამბობს, რომ ამ მდგომარეობამ პროფესიული მიზნები წაართვა.



„სახლში უსაქმოდ ჯდომა და ფულის მიღება პრივილეგია არ არის, ეს რთულია“ - ამბობს ის. მისმა ადვოკატმა დევიდ ნაბეტ-მარტინმა დაამატა, რომ ასეთმა იზოლაციამ მისი კლიენტი დეპრესიამდე მიიყვანა.



თავის მხრივ, კომპანია Orange უარყოფს რაიმე სახის დარღვევას და აცხადებს, რომ ლორანსის სამედიცინო მდგომარეობა მხედველობაში მიიღო და სამსახურში დაბრუნების ვარიანტებს ეძებდა, თუმცა ლორანსის ხშირი ავადმყოფობა ამ პროცესს ართულებდა.



ლორანსის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ კომპანიამ ვერ უზრუნველყო მისთვის გონივრული პირობები.



2015 წელს ლორანსმა საჩივარი შეიტანა მთავრობაში და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის უმაღლეს ორგანოში. ამის საპასუხოდ, კომპანიამ Orange დანიშნა შუამავალი დავის მოსაგვარებლად, თუმცა ლორანსის თქმით, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.



image



4 წლის წინ კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა მოხდა: კაცმა უჩივლა თავის დამსაქმებელს მოსაწყენი სამუშაოს გამო.



ფრედერიკ დესნარდი 2015 წლამდე მენეჯერად მუშაობდა პარიზის პარფიუმერულ კომპანიაში. ყოფილ დამსაქმებელს უჩივლა იმის გამო, რომ სამუშაო იმდენად მოსაწყენი იყო, რომ დეპრესიაში ჩავარდა და აიძულა გათავისუფლება. შედეგად, საქმე მოიგო და 45 ათასი დოლარი კომპენსაცია მიიღო.



ასევე დაგაინტერესებთ:

ჰენრი ფორდი შემკეთებლებს ხელფასს უხდიდა დასვენებისთვის და არა გაწეული სამუშაოსთვის

ჭურჭლის მრეცხავმა 21 მლნ მოიგო მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ კვირა დღეს მუშაობა აიძულეს

ეს ქალი სამსახურში აყვანიდან 30 წუთში დაითხოვეს. მიზეზი მის გარეგნობაშია

ბრენდები, რომლებმაც ქალებს შეურაცხყოფა მიაყენეს

ქალმა "მაკდონალდსს" უჩივლა ცხელი ყავის გამო და 640 ათას დოლარი მიიღო

ერთი შეცდომა, რომლის გამოც Kodak გაკოტრდა


0
119
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
119