x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"რას ჰქვია, მადლობა რატომ გადაუხადეს 30 მილიონის გამოო? ვერ ვიჯერებ, რომ ამას წერთ… აბა, რა უნდა ექნათ? არ ეთქვათ?" - ინგა გრიგოლია
image

.

"რას ჰქვია, მადლობა რატომ გადაუხადეს 30 მილიონის გამოო? ვერ ვიჯერებ, რომ ამას წერს ხალხი… აბა, რა უნდა ექნათ? მადლობა არ ეთქვათ? თუ პოლიტიკური სიმპათიის მიხედვით უნდა იხდიდნენ მადლობას ადამიანები? ნაკრების ბიჭების უმეტესობა რომ აქციების დარბევებს ღია პოსტებით აპროტესტებდა, ეს ნიშნავდა მათ პოზიციას და ახლა, მადლობა რომ გადაუხადეს პრემიისთვის, ეს უკვე ხელისუფლებისთვის კოჭის გაგორებაა?!. კარგით რა... უმადური არც კაცი ვარგა და არც ქალი... მადლობა არ ნიშნავს პოლიტიკურ მხარდაჭერას და ძალიანაც სწორი ქნეს ფეხბურთელებმა. P.s-შევთანხმდეთ და გავეშვათ ამ ბიჭებს, მგონი ეგ სჯობს ყველაფერს." - წერს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

.


საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი გიორგი მამარდაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ნაკრებისთვის, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარის გადაცემისთვის მადლობელია როგორც თავად, ისე ნაკრების თითოეული წევრი. გიორგი მამარდაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ბიძინა ივანიშვილის მიერ ეროვნული ნაკრებისთვის 30 მილიონი ლარის გადაცემას.

.

„რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებს. ძალიან მადლობელი ვარ, როგორც მე, ისე თითოეული ფეხბურთელი ამ ყველაფრის გამო. კარგი იქნება, თუ კიდევ მეტი კომპანია გამოჩნდება და ფეხბურთში ჩადებს თანხებს. მნიშვნელოვანია, გამოჩნდა რამხელას ნიშნავს ფეხბურთი ხალხისთვის. მადლობელი ვარ, როგორც მე, ისე მთელი ნაკრები“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

.

არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა ფეხბურთელების მხრიდან მადლობის გადახდას პრემიისთვის, რომელიც მათ ფონდი „ქართუდან“ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული სადებიუტო ასპარეზობისა და ჯგუფიდან გასვლისთვის გადაეცათ. ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყოფილი 30 მილიონი ლარი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა და სამწვრთნელო შტაბმა უკვე მიიღო.

.

ინფორმაცია ნაკრების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. გუნდის კაპიტანი გურამ კაშია ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და გულშემატკივარს ნაკრების სახელით მადლობას უხდის შრომის დაფასებისა და მხარდაჭერისთვის. ამ განცხადების გამო, გარკვეულმა ჯგუფებმა სოციალურ ქსელებში ფეხბურთელების ბულინგი დაიწყეს.

.
ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს. ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში.

.

„საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას.

.

სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.

გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

0
373
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0