x
მეტი
  • 07.07.2024
  • სტატია:135822
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
ატლანტების კვალი – მტკიცებულება, რომ დედამიწაზე 90 000 წლის წინ მაღალგანვითარებული ცივილიზაცია არსებობდა

image


ოფიციალური მეცნიერების მტკიცებით, გიზის დიდი პირამიდის მშენებლობა ძვ. წ. აღრ. 2540 წელს დასრულდა. ე. ი. ხეოფსის პირამიდა, დაახლოებით, 4500 წლის არის. ხოლო, ძველი წყაროების მიხედვით, მაღალგანვითარებული ცივილიზაცია ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, მინიმუმ, 630 000 წლის წინ უკვე არსებობდა. გარდა ამისა, ბოლო დროს, პირამიდის სამშენებლო მასალაზე ჩატარებული ანალიზიც, ეჭვქვეშ აყენებს ოფიციალური მეცნიერების მონაცემებს. გაგრძელება >>>

ყველაზე საინტერესო მტკიცებულება იმისა, რომ ძველი ეგვიპტის ცივილიზაცია ბევრად უფრო ძველია, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ, ეგვიპტის ტაძრების და სამარხების კედლებზე და ჭერზე ინახება, რომელსაც ტურისტები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, რადგან მათში დაშიფრული ინფორმაცია, უმეტესობისთვის გაუგებარია. მაგ., ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, თუ რას გვეუბნება დენდერას ზოდიაქოს წრე?!


imageდენდერას ზოდიაქოს წრე


ჯერ ერთი იმით დავიწყოთ, რომ ზოგადად, ყოველ ზოდიაქო, ძველ დროში მომხდარი ამა, თუ იმ მოვლენის ანასახია, ანუ ეს ვარსკვლავური ცის რუკაში დაშიფრული ინფორმაციაა. ვარსკვლავების რუკა კი — ერთგვარი საათია, რომელზეც დაფიქსირებულია ჩვენი პლანეტის მდებარეობა, თანავარსკვლავედებს მიმართ. მოკლედ რომ ვთქვათ, თითოეულ დღეს თავისი ასტროლოგიური დრო, ან ჰოროსკოპი აქვს და ზემოთ ნახსენებ ზოდიაქოზეც, სწორედ ერთ–ერთი დღე არის ასახული.

მაგრამ, რა საჭიროა ტაძარში ასეთი ზოდიაქოების გამოსახვა? იმიტომ ხომ არა, რომ მის შემქმნელებს, შთამომავლობისთვის მნიშვნელოვანი თარიღის შემონახვა უნდოდათ?

ზემოთ წარმოდგენილ არტეფაქტის ფოტოზე, ცენტრში, კარგად ჩანს ზოდიაქოს 12 ნიშანი, რომელიც ჩვენთვისაც კარგადაა ცნობილი. თუმცა, მასზე თანავარსკვლავედები ისეა განლაგებული, როგორც ეს, ჩვენს ერამდე, დაახლოებით, 90 000 წლის წინ უნდა ყოფილიყო! ასე, რომ, ვინც ეს ზოდიაქოს წრე შექმნა, აშკარად განსხვავებულ ცას უყურებდა...

XIX საუკუნიდან მოყოლებული, მეცნიერებს ზოდიაქოს გაშიფვრის არაერთი მცდელობა ჰქონდათ. მაგრამ, მხოლოდ გასულ წელს იპოვეს ძველი ზოდიაქოების დეშიფრირების "გასაღები". აღმოჩნდა რომ, თითოეული ეგვიპტური ჰოროსკოპი ორ ჰოროსკოპს შეიცავს, — ძირითადს და პირადს. ძირითადი — ამა თუ იმ მოვლენის კონკრეტული თარიღი, პირადი კი — გაზაფხულის დრო იყო, ბუნიობიდან (20 ან 21 მარტი) — ზაფხულის მზებუდობის (21 ან 22 ივნისი) მომენტამდე, რაც თარიღის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

ეგვიპტური ჰოროსკოპების გასაშიფრად, შეიქმნა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ვარსკვლავების, პლანეტებისა და თანავარსკვლავედების პოზიციებზე დაყრდნობით, ძველი ეგვიპტელების მიერ, დაშიფრული თარიღების გამოთვლის საშუალებას იძლევა.

ქვემოთ კიდევ ერთი ზოდიაქოს ფოტოა წარმოდგენილი, რომელიც, იგივე კომპიუტერული პროგრამით, ჩვენს ერამდე, 14 000 წლის წინ უნდა იყოს შექმნილი.


imageდენდერას ზოდიაქო


ამ არტეფაქტის ზომა 25 X 42 მეტრია და მის გასაშიფრად, მეცნიერები ნაპოლეონის ჩანახატების ალბომით ხელმძღვანელობდნენ, რადგან მისი ორიგინალის ნაწილი, ზოგიერთი ნიშანი და სიმბოლო, რესტავრაციის დროს დაიკარგა! პროგრამის დახმარებით, მიღებული იყო ჰოროსკოპში დაშიფრული თარიღი — ძვ. წ. აღრ. 1168 წელის 22 აპრილი.

თუ ტრადიციული მეცნიერება, ეგვიპტეში უძველეს ცივილიზაციის არსებობას ძვ. წ. აღრ. 3 000 წლიდან ითვლიდა, ახლა ეს თარიღი საკამათო გახდა, რადგან ახალი სამეცნიერო აღმოჩენები, აქამდე არსებულ და ჩვენთვის ცნობილ სამეცნიერო კვლევის შედეგებს და დასკვნებს, ნამდვილად არ ემთხვევა...


imageარხის სხვა სიახლეები:


* რატომ არ უყვარდათ რომაელებს ქრისტიანები?

* უცნაური, სახალისო და საინტერესო ფოტოები

* აი რა უჩურჩულა ღმერთმა, თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს...

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?


0
299
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0