ქალი და მამაკაცი საბჭოთა ვარსკვლავების იშვიათი საქორწილო ფოტოები 3 ივლისი, 16:31 საბჭოთა ვარსკვლავებმა თავიანთი ქორწილები სხვადასხვანაირად აღნიშნეს - ზოგმა მოკრძალებულად, ზოგმაც მასშტაბურად. ამ რარიტეტული საქორწინო ფოტოების ასაკი 40-50 წელზე მეტია, სადაც ცნობილი საბჭოთა ვარსკვლავების იშვიათი რეტრო ფოტოებს ნახავთ, მათ შორის არიან ანდრეი მირონოვი, ვიქტორ ცოი, სოფია როტარუ, ალა პუგაჩოვა, ვალდიმერ ვისოცკი.იოსებ კობზონი და სხვა.
ანდრეი მირონოვი და ეკატერინა გრადოვა მირონოვი პირველ მეუღლესთან ეკატერინა გრადოვასთან ერთად ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამ ქორწინებაში შეეძინა ქალიშვილი მარია. ![]() ვლადიმერ ვისოცკი და ლუდმილა აბრამოვა ვისოცკიმ და აბრამოვამ ერთმანეთი 1961 წელს ფილმის "713-ე ითხოვს დაშვებაზე" გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. ვისოცკიმ რესტორანში ჭურჭელი გატეხა და საფასურის გადახდა ვერ შეძლო, აბრამოვა კი უცნობს დაეხმარა. ასე დაიწყო მათი რომანი. ![]() იოსეფ კობზონი და ნინელ დრიზინა კობზონის შემდეგი ქორწილი 1971 წელს შედგა. იოსეფმა ნინელი გაიცნო, როცა ის 20 წლის იყო, ის კი 33 წლის. დედამ დრიზინა გაგზავნა მოსკოვში მეგობრის მოსანახულებლად. მგზავრობის დროს გოგონა მიიწვიეს მსახიობის, ემილ რადოვის სახლში. იქ წყვილმა გაიცნო ერთმანეთი. იოსები პირველივე დღეს მზად იყო დაქორწინებისთვის. მაგრამ ნინელი, უკან ლენინგრადში უნდა დაბრუნებულიყო. ![]() ![]() ![]() ალა პუგაჩოვა და მიკოლას ორბაკაიდე პუგაჩოვას პირველი ქორწინება მხოლოდ ოთხი წელი გაგრძელდა. ლიტველი მიკოლას ორბაკაიდე მომავალ პოპ- დივასთან ერთად ცირკის სკოლაში სწავლობდა. მალე ისინი დაქორწინდნენ. პუგაჩოვამ აირჩია მოდური უმკლავო, ბაფთით გაფორმებული კაბა და ლუქი დაასრულა ფატით და ყვავილებიანი თმის სამაგრებით. ორი წლის შემდეგ წყვილს შეეძინა ქალიშვილი კრისტინა. ![]() ეს ქორწინება გურჩენკოსთვის - მეოთხე, ხოლო კობზონისთვის - მეორე იყო. შეყვარებულებს დაქორწინება უბიძგა სასტუმროს ერთ ნომერში დაუქორწინებელი წყვილების აკრძალვამ. ![]() ![]() 468 2-ს მოსწონს
|