x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138967
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
კორუფცია საბჭოთა კავშირში
image

დღევანდელ დღეს, 3 ივლისს(1936 წელი) საბჭოთა კავშირში შეიქმნა საი-სახელმწიფო ავტო ინსპექცია(რუსულად ГАИ ) ერთ ერთი ყველაზე კორუფციული უწყება საბჭოთა სისტემაში, თუმცა კორუფცია ყველგან იყო, თითქმის ყველა სფეროში, საბჭოთა კავშირის შექმნის დღიდან, განსაკუთრებით "გაიფურჩქნა" სტალინის სიკვდილის შემდეგ და აპოგეას მიაღწია ბრეჟნევის ეპოქაში.


ქვემოთ გთავაზობთ კორუფციის ყველაზე გახმაურებულ შემთხვევებს 1960-1980-იან წლებში.


ბრეჟნევის დროს საშუალო დონის ჩინოვნიკები უკვე აღარ კმაყოფილდებოდნენ სახელმწიფო აგარაკებით, ხელებს სახელმწიფო ხაზინაში აფათურებდნენ, რის შედეგაც იშენებენდენ ქალაქგარეთ პირად სახლებს და აგარაკებს, აფორმებდნენ მას შვილების ან შვილიშვილების სახელზე. ბრეჟნევის ეპოქის ატმოსფერო ხელსაყრელი იყო ამისთვის.მთავარი პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრებოდა ბრეჟნევს და მის თანამოაზრეებს დაკავშირებული იყო არა იმდენად ეთიკასთან, არამედ, პირველ რიგში, პოლიტიკასთან. პარტიულ ყრილობაზე ბრეჟნევმა დაგმო "სიხარბე, კორუფცია, პარაზიტიზმი, ლოთობა, სიცრუე, ანონიმური წერილები", წარსულის გადმონაშთებად წარმოაჩინა ისინი, როგორც სოციალიზმისა და კომუნიზმის იდეების ტრიუმფალური გამარჯვება მასზე, რომელიც თითქოსდა არ ასახავდა აწმყოს;სინამდვილეში კი სურათი სულ სხვაგვარი იყო. როგორც კგბ-ს გენერალმა ა.გ. სიდორენკო იხსენებს, ანდროპოვმა არაერთხელ გაუგზავნა ბრეჟნევს ოპერატიული მასალები პარტიის ზოგიერთი ლიდერის მხრიდან გამოძალვის შესახებ, მაგრამ ჩვეულებრივ ისინი უკან უბრუნდებოდა შენიშვნებით: „მოხსენებულია და განადგურებული“



ხელისუფლებაში დარჩენა იმდენად მომგებიანი გახდა, წერს დ.ფ.ბობკოვი, რომ „ზოგიერთ რესპუბლიკაში პარტიული ბილეთის აღებაზე გარკვეული საფასურიც კი იყო დაწესებული“


”სამხრეთ რესპუბლიკებში, ”- წერს ა.ი.გუროვი, ”რაიონული კომიტეტის მდივნის თანამდებობა ნახევარი მილიონი მანეთი ღირდა, შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის თანამდებობა - 300 ათასი. საგზაო ინსპექტორის თანამშრომელი( ГАИ-ს) - სამიდან ხუთ ათასამდე.“



პარტიული ბილეთებითა და თანამდებობებით ვაჭრობა მოწმობდა კრიმინალური სტრუქტურების შერწყმას სახელმწიფო და პარტიული ხელისუფლების სტრუქტურებთან, მათ შორის, ძალოვანი უწყებებთანაც.


გუროვი წერს, რომ 70-იან და 80-იან წლებში კრიმინალურ იატაკქვეშა "ცეხავიკებს" „ჰყავდათ საკუთარი ხალხი საქალაქო, რეგიონალურ საბჭოთა და პარტიულ ორგანოებში და ზოგიერთი მათგანი მინისტრთა საბჭოსა და სკკპ ცენტრალური კომიტეტის აპარატშიც კი გადავიდა“.


კორუფცია და სახელმწიფო ქონების დატაცება აღმოაჩინეს უამრავ სტუქტურაში, მათ შორის ვაჭრობის სამინისტროში, სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სსრკ საგარეო ვაჭრობის სამინისტროში, მსუბუქი მრეწველობის სამინისტროში და კულტურის სამინისტროში... უფრო მეტიც, როდესაც სსრკ კულტურის მინისტრი ე. ფურცევა მხილებული იქნა კორუფციაში, რომელმაც დიდი თეატრის რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილი მასალებით პირადი აგარაკი აიშენა, ასე მიახალა თანაპარტიელ ჩინოვნიკებს "არ არის საჭირო ჩემი დადანაშაულება, საკუთარ თავებს შეხედეთ!“



აქ მოცემულია პრესიდან ამოღებული მხოლოდ რამდენიმე მცირედი მონაცემი, რომელშიც აღწერილია ჩხრეკის შედეგად ამოღებული ქონების ან ძვირფასი ნივთების ღირებულება: მოსკოვის ორი მაღაზიის დირექტორები ა.მ.კოლცოვი და მ.ლ.ვოდოვოზოვი - 650 ათასი მანეთი ა.გ.ტარადა, სსრკ მინისტრის მოადგილე, კრასნოდარის საოლქო კომიტეტის ყოფილი მეორე მდივანი - 450 ათასი მანეთი, თოდუა, საქართველოში ფარმაკოლოგიური ტექნიკუმის დირექტორი - 765 ათასი მანეთი, კანტორი, უნივერმაღ "სოკოლნიკის" დირექტორი- დაახლოებით 1 მილიონი მანეთი, სუშკოვი, სსრკ საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე - 1, 5 მილიონი მანეთი, თევზჭერის მრეწველობის მინისტრი ა.ა. იშკოვი და მისი მოადგილე რიტოვი - 6 მილიონი რუბლი და 1 მილიონი დოლარი. მსგავსი მაგალითები რა თქმა უნდა უამრავია.


თუ 1963 წლიდან სსრკ-ს საგარეო ვაჭრობის ზოგადი ბალანსი სოფლის მეურნეობის პროდუქტებში უარყოფითი გახდა, მათ შორის 1975 წლიდან პურით ვაჭრობის ბალანსიც, მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, 1961 წლიდან 1985 წლამდე, სსრკ-მ ზედმეტად გადაიხადა 150 მილიარდი დოლარი სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე"

”მე კარგად ვიცი, ” წერდა ა.ნ. იაკოვლევი, ”რომ მარცვლეულის იმპორტის სისტემაში განვითარდა ურთიერთდამოკიდებული და კარგად ორგანიზებული სახელმწიფო მაფიოზური სტრუქტურა”



საბჭოთა პერიოდის პირველი გახმაურებული კორუფციული საქმე იყო ხრუშჩოვის დროს, ე.წ. „ლენინგრადის საქმე“ (იგივე ფროლ კოზლოვი საქმე) რასაც მოჰყვა თევზის მაღაზიების ქსელის "ოკეანეს" საქმე (70-იანი წლების ბოლოს). ამ სისხლის სამართლის საქმებიით ინიცირებული იყო ეგრეთ წოდებული სოჭი-კრასნოდარის საქმე, რომლის ერთ-ერთი ბრალდებული იყო სკკპ კრასნოდარის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, ცენტრალური კომიტეტის წევრი მედუნოვი.



მექრთამეობისა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა გააქტიურდა 1982 წლის ბოლოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იური ანდროპოვის მოსვლის შემდეგ, ამ დროს დაიწყო ცნობილი "ბამბის" საქმე და Моспродторг-ის საქმე (იგივე "ელისეევსკის საქმე"), რა დროსაც ელისეევსკის სასურსათო მაღაზიის დირექტორი იური სოკოლოვი დახვრიტეს.



70-80-იანი წლების მიჯნაზე, ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო დონეზე, საქონლის და, კერძოდ, მაღალი ხარისხის, მოდური და თანამედროვე საქონლის მზარდი დეფიციტის ფონზე, კორუფციამ ღრმა ფესვები გაიდგა სავაჭრო სისტემაში.


მტვირთავისა და ყასაბის პროფესია პრესტიჟული გახდა, ხოლო ვაჭრობის მუშაკთან ნაცნობობა(ანუ "ბლატები") საზოგადოებაში ფასობდა, რადგან სწორედ ისინი იყვნენ წამომსხდრები "დეფიციტზე“.


მიუხედავად, იმისა, რომ მანკიერება დასცინოდნენ სატირულ სიუჟეტებში, კომიკოსების სასცენო სპექტაკლებში, სკეტჩებში, კინოკომედიებში, მაინც განუკურნებელ სენად დარჩა 90-იან წლების შუახანებამდე.


პერესტროიკის ეპოქაში კორუფცია ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ თემად იქცა. მოსკოვის გამომძიებლებმა ტელმან გდლიანმა და ნიკოლაი ივანოვმა, რომლებიც ანდროპოვის დროს „ბამბის“ საქმეს იძიებდნენ, საკავშირო პოპულარობა მოიპოვეს.


1989 წელს, პოლიტბიუროში მექრთამეობის შესახებ ღია განცხადების შემდეგ, ცილისწამებისთვის ორივე გაათავისუფლეს საგამოძიებო ორგანოდან, გარიცხეს პარტიიდან, რის შემდეგაც შეუერთდნენ დემოკრატიულ ოპოზიციას


და ბოლოს, სსრკ-ში კორუფციის თემა ღიად არ განიხილებოდა 80-იანი წლების დასაწყისამდე. უბრალო საბჭოთა მოქალაქეებს თავს ახვევდნენ მოსაზრება, რომ თითქოს სოციალისტური სისტემისთვის კორუფცია არადამახასიათებელი მოვლენაა და ეს მხოლოდ ბურჟუაზიულ საზოგადოებაშისთის არის დამახასიათებელი.


არა და სინამდვილეში 1950-იანი წლების შუა პერიოდიდან 1986 წლამდე კრიმინალურ პრაქტიკაში რეგისტრირებული ქრთამის აღება 25-ჯერ გაიზარდა, რაც ამ დოგმას სრულად ეწინააღმდეგება.


მთავარ ფოტოზე: გამომძიებელები ტელმან გლდიანი და ნიკოლაი ივანოვი "ბამბის საქმიდან"(იგივე უზბეკური საქმე) ამოღებული ფულის დემონსტირებას ახდენენ

0
437
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
437
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0