სხვა მათი სისასტიკე სულს გაგიყინავთ 30 ივლისი, 11:17 მილიონობით ადამიანი გახდა ნაცისტების მსხვერპლი. მათმა სისასტიკემ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. კიდევ უფრო შემზარავია ის ფაქტი, რომ ასობით ქალი მონაწილეობდა ამ სისასტიკეში. წარმოგიდგენთ მე-20 საუკუნის ყველაზე სასტიკ ქალთა ტოპ 5-ეულს.
5. ანტონინა მაკაროვა. "ფრთხილი მსროლელი". მედდა საბჭოთა ფრონტზე - 1941 წელს ანტონინა მაკაროვა ნებაყოფლობით შეუერთდა გერმანელი ოკუპანტების სამსახურს და გახდა მათი თანამშრომელი. დაახლოებით 1500 ქალი იმსხვერპლა მან. ომის დასასრულს მოახერხა საბუთების გაყალბება და საბჭოთა ჯარისკაცზე დაქორწინება. ამრიგად, ის 1978 წლამდე იმალებოდა. როდესაც მისი ვინაობის შესახებ სიმართლე საბოლოოდ გაირკვა, ქალს სიკვდილი მიუსაჯეს. 4. ჰერმინ ბრაუნშტაინერი. "გათელილი კვერნა". 1939 წელს საკონცენტრაციო ბანაკის მცველის ვაკანსიამ მაღალი ხელფასით მიიზიდა ქალი და მან სამსახური მიიღო რავენსბიურკის ბანაკში. მას სიამოვნებდა ქალების გათელვა ჩექმებით. ის დედებს სტაცებდა ბავშვებს და გაზის კამერებში უშვებდა. ომის დასრულების შემდეგ ნაცისტები აყალბებდნენ დოკუმენტებს და ისიც ასე მოიქცა და მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა. ნიუ-იორკში ქალს იცნობდნენ, როგორც ტკბილ დიასახლისს, სანამ საიმონ ვიზენტალმა, ნაცისტმა მონადირემ, არ გამოააშკარავა იგი 1964 წელს. მას ბრალი ედებოდა 200 000 ადამიანის მკვლელობაში და მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. 1999 წელს ის დიაბეტით გარდაიცვალა. 3. მარია მანდელი. "მელომანი". 1942 წლიდან 1945 წლამდე მსახურობდა აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის ქალთა განყოფილების უფროსად. პატიმრებთან ფსიქოლოგიურ თამაშებს თამაშობდა. ვითომდა თანაუგრძნობდა და თავის ფრთის ქვეშ აამყოფებდა მათ. მან ხალხს გადარჩენის იმედი მისცა, მაგრამ როცა თამაშით დაიღალა, გაზის კამერაში გაგზავნა ისინი. ასევე შექმნა პატიმარ ქალთა ორკესტრი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკის კარიბჭესთან ახალ ჩამოსულებს მხიარული მელოდიებით ხვდებოდა. 1948 წელს ის კრაკოვის ციხეში სიკვდილით დასაჯეს. 2. ილზა კოხი. "ბუხენვალდის ჯადოქარი". ბუხენვალდისა და მაჟდანეკის საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის ცოლი ყველაზე მეტად ცნობილი იყო ტყავის ნაწარმისადმი გატაცებით, რომელიც მზადდებოდა... ადამიანის კანისგან. მას განსაკუთრებით უყვარდა ტყავი ტატუებით, რომლისგანაც მისი შეკვეთით კეთდებოდა ხელთათმანები, ბაჟურები და წიგნზე გადასაკრავები. გარდა ამისა, მას უყვარდა მსხვერპლთა პირადად არჩევა გაზის კამერისთვის. ომის შემდეგ მას მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა და 1967 წელს მან თავი მოიკლა ბავარიის ციხის - აიჩაჩის საკანში. 1. ირმა გრესი. "ქერა ეშმაკი". რავენსბროკის საკონცენტრაციო ბანაკში მსახურობისას ირმა გრესმა მიიღო მეტსახელი "ლამაზი მონსტრი". ამ ახალგაზრდა გოგონას ანგელოზის სახე ჰქონდა. მისი ნაცისტური კარიერა 18 წლის ასაკში დაიწყო და უკვე 20 წლის ასაკში გახდა აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის უფროსი მცველი. ფორმა არ ეცვა, მხოლოდ მჭიდრო ცისფერი ჟილეტი, რომელიც მისი თვალების ფერს უსვამდა ხაზს. ქალმა თავისი ძალაუფლება მათრახით და ძაღლების გამოყენებით მოიპოვა. სიამოვნებას იღებდა მშობიარე ქალების ტკივილებით, რომლებსაც ფეხებ უკრავდა მშობიარობის დროს. 1945 წლის ნოემბერში გრესს მიესაჯა სიკვდილით დასჯა. მას არასოდეს უნანია თავისი დანაშაული და დასჯის წინა ღამეს მხიარულ სიმღერებს მღეროდა. 300 3-ს მოსწონს
|