x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
აუტანელი ფაქტები წარსულიდან - როგორ ებრძოდნენ სიცხეს კონდიციონერის ეპოქამდე
თანამედროვე დროში ტექნიკის ფართო განვითარებამ განაპირობა ჩვენი უსაფრთხო, კომფორტული და მშვიდი ცხოვრება. უზრუნველყოფილი იქნა არამარტო ყოფითი პირობების დასაკმაყოფილებელი ტექნიკა, არამედ ფუფუნების საგნებიც, როგორიცაა კონდიციონერი, რომელიც შეუცვლელი საშუალებაა ამ ცხელ და აბეზარ ზაფხულში გასაგრილებლად. ალბათ ძნელი წარმოსადგენია თუ როგორ გრილდებოდნენ +40 და უფრო მეტი ტემპერატურის დროს, გასული საუკუნეების ცხელ დღეებში, როდესაც ჯერ არ არსებობდა "ვენტილიატორი" და კონდიციონერი?




image




კონდიციონერის გამოგონებით ამერიკამ შეცვალა მსოფლიო ტანჯვა სიცხესთან ბრძოლის თვალსაზრისით. ეს უკანასკნელი ხომ ხელს უწყობს ჰაერის გაცივებას და შესაძლებელი ხდება ოთახში ტენიანობის დონის კონტროლი, მაშასადამე იგი თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი აუცილებელი და განუყრელი პირობაა.


ახლა კი განვიხილოდ თუ როგორ გრილდებოდნენ მექანიკური გაგრილების საშუალებების არარსებობის შემთხვევაში.





როგორც წესი, მექანიკური გაგრილების საშუალებების ვარიანტებს ხალხი მუდმივად იგონებდა მანამ, სანამ რომელიმე მათგანი არ გაამართლებდა და არ შეუწყობდა ხელს ტემპერატურის მაქსიმალურ შემცირებას სახლებში (და არა მარტო სახლებში). ამ გამოგონებათაგან უმეტესი იყო ან არაეფექტური, ან ძვირი და არახელმისაწვდომი. თავდაპირველად იყენებდნენ ყინულებს, მთელი ზამთრის განმავლობაში ყინავდნენ და აგროვებდნენ ზაფხულში გასაყიდათ. ახალი ინგლისის ერთგვარი ბიზნესი სწორედ ეს იყო და ისინი ყინულის იმპორტს ახდენდნენ შტატებში, კარიბის ზღვის ტერიტორიებსა და ინდოეთში- იქ, სადაც ყველაზე მეტად ცხელოდა ზაფხულში. სწორედ ამიტომაა, რომ ამერიკის ყველაზე კომფორტული და ფუფუნებადი კვარტალები და ბინები შენდებოდა სწორედ ჩრდილოეთ ნაწილში, რადგან იქ ნაკლებად ცხელოდა.




imageimage



თუ დაათვალიერებთ New York-ის მე-20 საუკუნის დასაწყისის ფოტოებს, ადვილად შეამჩნევთ, რომ მაღალსართულიანი შენობებია სპეციალურად აშენებული, წყალმომარაგება აქტიურია, ასფალტირებულია ქუჩები, ფუნქციურია მეტროს მიწისზედა და მიწიქვეშა ხაზები, ბიბლიოთეკები, სკოლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ფეშენებერული მაღაზიები, თუმცა ზაფხულის ცხელ დღეებში გასაგრილებლად კონდიციონერი ჯერ არ არსებობდა და მხოლოდ აივანს და ელექტრო "ვენტილიატორს" იყენებდნენ. როგორ იმ დროს წესი, მამაკაცები სპეციალური კოსტიუმებითა და ქუდებით მოძრაობდნენ, ქალებისთვის კი განკუთვნილი იყო გრძელი კაბების კოდი, რაც უფრო ართულებდა სიცხესთან გამკლავებას და ცხადია, ოფლის სუნიც მასიური იყო თავშეყრის ადგილებში.



image



კონდიცონერის გამოგონებამ ასევე შეცვალა ამერიკის არქიტექტურა. მის გამოგონებამდე მშენებლობისთვის ძირითადად გამოიყენებოდა აგური და ქვა, რომლებიც ახანგრძლივებდნენ ოთახში სითბოსა და სიცივის ბალანსს. ჭერიც განსაკუთრებულად მაღალი იყო, რადგან ცხელი ჰაერი ასულიყო რაც შეიძლება ზევით და ცივი ჰაერი კი ძირს ყოფილიყო, რათა თავისუფლად ესუნთქათ. თუმცა, ჭერის ვენტილიატორების გამოგონებამ ეს პრობლემაც მოაგვარა და უკვე ცხელი ჰაერი გაგრილებული ბრუნდებოდა ქვევით. (ფოტოზე ამერიკის ერთ-ერთი ოფისია მოცემული 1912 წელს და ხედავთ ანალოგ ვენტილიატორებს, ოღონდ დამაგრებულს კედლებზე)

image





კერძო სახლები ძირითადად ორსართულიანები შენდებოდა და საძინებლები კეთდებოდა სპეციალურად ზედა სართულზე დიდი ფანჯრებით, რომლებსაც ჰქონდა გაღების ფუნქცია. საღამოს ძილის წინ აღებდნენ სახლის ყველა შიდა კართან ერთად, რაც ხელს კარგად უწყობდა ჰაერის შიდა ცირკულაციას (ორპირ ქარს იწვევდა).

image




ქალაქის მაცხოვრებლები უფრო რთულ პირობებში იყვნენ, ვიდრე რაიონებში და სოფლად მაცხოვრებლები, ვინაიდან სიცხე აქ მეტად იგრძნობოდა, ამიტომ გადაჭედილი იყო ქალაქში მდებარე სანაპიროები თუ მდინარეები. იყო შემთხვევები, როდესაც იქ ღამესაც ათევდნენ, რადგანაც გაგრილების ერთ-ერთი ალტერნატიული საშუალება იყო წყალი. (ფოტოზე ბავშვები ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში არიან 1944 წელს)

image




განსაკუთრებულად ცხელ დღეებში ყინულს უფასოდაც არიგებდნენ მოსახლეობაში. ასეთი ერთ-ერთი დღე ნიუ-იორკს 1900 წლის ზაფხულშიც ჰქონდა.image






წყლით აღჭურვილი სახანძრო მილები მხოლოდ ხანძრის ჩასაქრობად როდი გამოიყენებოდა, მათით სარგებლობის უფლებას აძლევდნენ მოსახლეობას განსაკუთრებულად ცხელ დღეებში.image






ნიუ-იორკში ძირითადად მაღლივი მრავალფანჯრიანი შენობები იყო სპეციალურად, რომლებიც ორპირი ქარის კარგი საშუალებაა და ასევე აღჭურვილი იყო ვენტილიატორებით. (ფლეტაირონ-ბილდინგი, 1909 წელი)image





ადამიანი, რომელმაც ამერიკა შეცვალა იყო 25 წლის Willis Carrier-ი, New York-ის შტატის, ქალაქ Buffalo-დან, რომელიც მუშაობდა კომპანია "Buffalo Forge Company"-ში ინჟინერად. გადაჭარბებული ცხელი ტენიანობის პრობლემა მან გადაჭრა Brooklyn-ის ბეჭდვის ქარხანაში 1902 წელს. შენობის სარდაფში დაამონტაჟა კონდიციონერი, რომელიც "კონდიციონერის ისტორიაში" იყო პირველი, თუმცა არ იყო ის "ყუთი", რომლითაც ჩვენ დღეს ვსარგებლობთ. ნიუ-იორკის "საფონდო ბირჟამ" კი მალევე შეუკვეთა ეს მექანიზმი მომუშავე პერსონალის სიგრილით უზრუნველყოფის მიზნით.image





პირველი კონდიციონერი სახლში მონტაჟისათვის კი შეიქმნა 1914 წელს და ასევე Willis Carrier-ის მიერ. პირველად ის შეუკვეთა Charles Gates-მა და დაამონტაჟა თავის ვილაში, რომელიც მდებარეობდა მინნესოტას შტატში და არც თუ კლიმატურად ცხელ მხარეს. თუმცა, ამ კონდიციონერის სიდიდემ და მოუხერხებლობამ ბიზნესს წარმატება ვერ მოუტანა, მიუხედავად ამისა კი აქტიურად გამოიყენებდნენ კინოთეატრებში, მაღაზიებში, სასტუმროებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.image





კონდიციონერზე მოთხოვნის საკითხი პირველად წამოაყენა კინოთეატრებიდან New York-ის "Rivol"-მა, რომელიც ეკუთვნოდა ცნობილ ფირმას Paramount Pictures-ს. 1925 წელს ამ პრობლემით უზრუნველყოფილი იქნა კინოთეატრი და ბილეთების გაყიდვაც რამდენჯერმე გაიზარდა. ცხადია, ცხელ ზაფხულში საათობის განმავლობაში ჩახუთულ შენობაში ჯდომა არაფრის სანაცვლოდ არ მოუნდებოდა ადამიანს და ამიტომ პოპულარული ფილმები ძირითადად ცარიელი დარბაზების ფონზე გადიოდა. მას შემდეგ, რაც კონდიცირების სისტემა გაჩნდა შენობაში, ხალხი უკვე არამარტო ფილმის სანახავად მიდიოდა, არამედ გასაგრილებლადაც აუტანელი სიცხის დროს. ხუთი წლის განმავლობაში კი 300-ზე მეტ კინოთეატრში დაამონტაჟეს კონდიციონერი მთელი ქვეყნის მასშტაბით.image





რაც შეეხება ფანჯრის პირველ კონდიციონერს, ის მხოლოდ 1931 წელს გაჩნდა და იმაზე მეტი ღირდა, ვიდრე ზოგიერთი სახლი, ამიტომ გავრცელებული მხოლოდ მე-19 საუკუნის 50-იან წლებში გახდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ქვეყნის დემოგრაფია სამხრეთ ამერიკის რევოლუციამ საგრძნობლად შეცვალა, ადგილი ჰქონდა მასობრივ მიგრაციას ტეხასში, ფლორიდაში, კალიფორნიაში, ჯორჯიაში, ახალ მექსიკასა და შტატების სხვა დანარჩენ მზიან ქვეყნებში. ამიტომ კონდიციონერმა მოხმარების აზრი დაკარგა, ვინაიდან შენდებოდა ხის იაფიანი და სწრაფად ასაგები კონსტრუქციული სახლები, სადაც ერთად ბევრი ადამიანი ცხოვრობდა. დაიხურა ამერიკის წამყვანი და აქტიური კურორტები Coney Island-ი და Atlantic City, მანქანებმაც და თვითმფრინავებმაც აზრი დაკარგეს და ამ ცივილიზაციებმა კონდიციონერთან ერთად მექსიკასა და კარიბში გადაინაცვლა.imageimage






ასეთი რთღული გზა გამოიარა ხალხმა თანამედროვე კონდიციონერის ეპოქამდე. არაერთი სტატია დაწერილა გასულ საუკუნეს გაზეთების რედაქციებში შემაწუხებელი სიცხის დეტალებზე, თუ როგორ ათევდა ოჯახები საკუთარი ლეიბებით შუა ქუჩაში, ეძინათ სანაპიროებზე და ა.შ, ბევრმაც კი ვერ გადაიტანა აუტანელი სიცხე და... ალბათ ამ ყველაფრის შემდეგ ცოტათი მაინც უნდა ვიყოთ კმაყოფილი, რომ ამ დროში და ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც პირობა არსებობს მაღალ კლიმატს ვებრძოლოთ და არ მოგვიწიოს ყინულის ყიდვა, ლეიბით ქუჩაში გათევა და აბეზარი, სარწმუნოებრივი კოდის მკაცრი დაცვით, კოჭებამდე სიგრძისა და ტრადიციული ჩადრიანი კაბების ტარება.image



0
160
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0