x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მეორე მსოფლიო ომის უნიკალური ფოტოები, რომლებიც ახლაღა გამჟღავნდა
ყველამ ვიცით, რომ მეორე მსოფლიო ომი იყო ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში.


მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ — ამერიკის შეერთებული შტატები.


image

image




მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.



მეორე მსოფლიო ომის შედეგები



მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის ბედზე. გერმანია, იტალია და იაპონია გამოეთიშნენ მსოფლიოს, როგორც ძლიერი სახელმწიფოები. ევროპაში გადამწყვეტი როლი აშშ-ს და მსოფლიოში ახლად გაბატონებულ სსრკ-ს ჰქონდათ მას შემდეგ, რაც 1940 გერმანიამ საფრანგეთი დაიპყრო, ხოლო დიდი ბრიტანეთი უძლური იყო დაემარცხებინა გერმანია. ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80 %). ბრძოლები მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შეიარაღებულ ძალებში მობილიზებულ იქნა 110 მლნ. კაცი. დაიღუპა 62 მლნ. კაცი (სსრკ — 27 მლნ., გერმანია — 5, 25 მლნ., პოლონეთი — 4, 5-6 მლნ., იუგოსლავია — 1, 7 მლნ., იაპონია — 1, 8 მლნ., აშშ — 318 000, დიდი ბრიტანეთი — 386 000, საფრანგეთი — 810 000, იტალია — 330 000, რუმინეთი — 378 000, უნგრეთი — 420 000, ფინეთი — 84 000), სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.




ომს თან სდევდა საშინელი ნგრევა. განადგურდა ათიათასობით ქალაქი და სოფელი, უბედურება თავს დაატყდა ათეულობით მლნ. ადამიანს. ამ ომში საბოლოოდ განადგურდა ფაშიზმი, როგორც საერთაშორისო იმპერიალიზმის დამკვრელი ძალა. ომმა ცხადყო სოციალიზმისა და სსრკ-ის, მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს უძლეველობა. ანტიჰიტლერული კოალიცია გადამწყვეტმა გამარჯვებამ ხელი შეუწყო რევოლუციურ გარდაქმნებს მსოფლიოს მრავალ ქვეყნებში. მეორე მსოფლიო ომის შედეგებმა გაადვილა და დააჩქარა მთელ რიგ ქვეყნებში სახალხო-დემოკრატიული და სოციალისტური რევოლუციების გამარჯვებას. სოციალიზმის გზას დაადგა ევროპის ქვეყნები (100 მლნ. კაცი). კაპიტალისტურ სისტემას ჩამოსცილდა აზიის სახელმწიფოები (1 მლნ. კაცი), სოციალიზმი იქცა მსოფლიო სისტემად. კაპიტალისტურ ქვეყნებში დაჩქარდა ხალხის მასების გარევოლუციურების პროცესი, გაიზარდა კომუნისტური და მუშათა პარტიების გავლენა, მსოფლიო კომუნისტური და მუშათა მოძრაობა ავიდა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. სსრკ-მა გადამწყვეტი როლი ითამაშა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებაში.



მეორე მსოფლიო ომი წარმოადგენს უდიდეს ეტაპს სამხედრო ხელოვნების განვითარების ისტორიაში.



საბჭოთა ფოტოგრაფმა ვალერი ფამინსკიმ გაიარა მთელი მეორე მსოფლიო ომი ლინზებით ხელში. მან გადაიღო ყველაფერი: სევასტოპოლის განთავისუფლებიდან ფაშიზმზე გამარჯვებამდე. 2011 წელს ვალერი გარდაიცვალა და მისმა მემკვიდრეებმა გადაწყვიტეს გამოექვეყნებინათ უნიკალური კადრები, რომელიც მან ფრთხილად შეინახა მთელი ამ წლების განმავლობაში.



მეორე მსოფლიო ომის უნიკალური ფოტოები, რომლებიც ახლაღა გამჟღავნდა



1. ჯარისკაცებმა სახვევები დაიდეს და ისევ ფრონტისკენ მიდიან. 1945 წლის აპრილი, გერმანია. image




2. სისხლის გადასხმა ბერლინის მედპუნქტზე. 1945 წლის მაისი. image




3. დაჭრილი ჯარისკაცის ევაკუაცია ძაღლების დახმარებით. 1945 წლის აპრილი, გერმანია. image




4. ცეცხლში გახვეული ქალაქი. გერმანია, ბუნცლაუ - 1945 წლის აპრილი. image




5. გერმანია. აპრილ-მაისი, 1945 წელი.image





6. ტანკისტების ბოლო ფოტო, რომლებიც მოგვიანებით ფრონტზე დაიღუპნენ. 1945 წელი. აღმოსავლეთ გერმანია. image




7. ბერლინი, 1945 წლის მაისი. image




8. დანგრეული ბერლინი, 1945 წლის მაისი. მხატვარი ასრულებს ესკიზს. image




9. დაჭრილ ჯარისკაცს უწევენ სამედიცინო დახმარებას. 1945 წლის აპრილი. image




10. გერმანია. აპრილ-მაისი, 1945 წელი. image




11. ბერლინის ქუჩები. 1945 წლის მაისი.image




12. ბერლინი, 1945 წელი. image




13. სამედიცინო მანქანის მოლოდინში დაჭრილი ჯარისკაცები. 1945 წლის აპრილი, აღმოსავლეთ გერმანია. image




14. გერმანია, 1945 წლის აპრილ-მაისი. image




15. განცხადებების გავრცელება გერმანიის არმიის კაპიტულაციის შესახებ. 1945 წლის 8 მაისი. image


0
2322
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0