x
image
- ლანა -
წვიმის სასარგებლო გავლენა ადამიანზე

წვიმაში სეირნობა და ზოგადად, წვიმა ზოგისთვის ასოცირდება რომანტიკასთან, რაღაც სიმშვიდესთან, ფიქრთან, განტვირთვასთან... ნუ, ვიღაცებისთვის ეს არის ჭუჭყი, ტალახი, მოწყენილობა, სახლიდან ვერგაუსვლელობა... თუმცა, დღეს მინდა წვიმაში სიარულის სარგებლიანობა დაგანახოთ.

პირველი, ეს არის სუფთა და გაწმენდილი ჰაერი წვიმის წვეთები მტვერსა და მიკრობებს შთანთქავს, რის გამოც ჰაერი ამ დროს არის ძალიან სუფთა, სასიამოვნო და სასარგებლო. ქალაქში მაცხოვრებლებსაც კი შეუძლიათ მისი ჩასუნთქვა.


image


მეორე მიზეზი არის წვიმის სურნელი, რომელსაც გონებაზე აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. დარწმუნებული ვარ, ყველას გიგრძვნიათ წვიმის დაწყებისას მშრალი მიწიდან ავარდნილი სუნი... მას პეტრიკორი ჰქვია და ითარგმნება, როგორც “ღვთაებრივი სითხე''. წვიმის სურნელი იდეალურად მოქმედებს მაშინ, როდესაც სტრესში ვართ, რაიმეს განვიცდით, ანუ რაღაც მხრივ ასრულებს ანტიდეპრესანტის ფუნქციას ─ გონებაზე ძალიან დადებითად მოქმედებს, თან სასიამოვნოა...

კიდევ ერთი დადებითი მხარე ამ ყველაფერს აქვს ის, რომ წვიმის დროს ნაკლები ადამიანი სეირნობს, გარშემო თითქმის არავინაა, რის გამოც ნაკლებად გემუქრებათ პირადი სივრცის დარღვევის საფრთხე. შესაბამისად, თქვენს ემოციებსა და გრძნობებს ეძლევათ მეტი თავისუფლება საიმისოდ, რომ გაერკვეთ და უკეთ ჩამოყალიბდეთ რა გინდათ, რისკენ მიისწრაფვით...

0
148
შეფასება არ არის
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0