x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა იყო რეალურად ზიქურათი? – ახალი ვერსია

imageზიქურათი


შუმერები, თავიანთი დროისთვის, საეჭვოდ დაწინაურებულნი იყვნენ. ხოლო, ზოგიერთი აღმოჩენა, საერთოდ, საფუძველს გვაძლევს, რომ ეჭვი იმაშიც შევიტანოთ, რომ მათი ცივილიზაცია, ჩვენსაზე მეტად განვითარებული იყო. ასევე საეჭვოა, რომ რატომღაც, ერაყის და სირიის უდაბურ მიწიანი რეგიონისთვის, ათწლეულების მანძილზე, მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნები იბრძვიან და ისეთი შეგრძნება იქმნება, რომ ისინი იქ რაღაცას ეძებენ. მაგრამ რას? იქნებ წყაროებს, რომელშიც საუბარი შუმერების კოსმოსში მოგზაურობაზე?

დაჰუკის უნივერსიტეტის პროფესორმა კამალ აზიზ ქეთულმა, ბაღდადის მუზეუმში აღმოაჩინა შუმერული ფირფიტა, რომელიც ჩვენს ერამდე III ათასწლეულით არის დათარიღებული და მასზე მზის სისტემის ჰელიოცენტრული სისტემა არის ასახული. მაგრამ, ამაზე ყურადღება არავინ გაამახვილა. არავის აინტერესებს, თუ საიდან უნდა სცოდნოდათ შუმერებს, მზის სისტემის მოწყობის შესახებ?


image


გარდა ამისა, მესოპოტამიელები კალენდარს, თვეებით და წლებით, სწორედ ძ. წ. აღრ. 3000 წლიდან იყენებდნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ მთვარე, ამ ადრეულ პერიოდში, უკვე გამოკვლეული ჰქონდათ და როგორც ვნახეთ, არც სხვა ციური სხეულები იყო შუმერებისთვის უცნობი...

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი ზიქურათებია, რომლებსაც მეცნიერები, ჯიუტად, ტაძრის კომპლექსებად ასაღებენ. აბა, სხვა რა უნდა ყოფილიყო? – ფიქრობს, ალბათ, უმრავლესობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე შემორჩენილი, ყველა მსგავსი ნაგებობის ზედა ნაწილი დანგრეულია. მაკეტებზე ვხედავთ, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ზიქურათები განადგურებამდე, მაგრამ ეს მხოლოდ მაკეტია და სინამდვილეში როგორი იყო, უცნობია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ნაგებობები მთელ მსოფლიოშია — ამერიკული პირამიდები, საფეხუროვანი პირამიდები ჩინეთში და ეგვიპტეში. ისინი ისეა მოწყობილები, თითქოს მათ თავზე, შეიძლება რაღაც დაეშვას. იქნებ, ზიქურათები შუმერული კოსმოდრომების ნაწილები? მაგრამ, მაშინ საფრენი აპარატები სად არის?..

imageარხის სხვა სიახლეები:


* სიკვდილი – სიცოცხლის დასასრული კი არა, მხოლოდ გადასვლის წერტილია

* ატლანტების კვალი – მტკიცებულება, რომ დედამიწაზე 90 000 წლის წინ მაღალგანვითარებული ცივილიზაცია არსებობდა

* კოღოებისგან თავის დაცვის მარტივი ხერხები და საინტერესო ფაქტები ამ აბეზარა და მავნე მწერის შესახებ

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
287
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0