x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მოგვწონს ისინი, ვინც "დათვურ სამსახურს" გვიწევს და არაფრით არ გვინდა სიმართლის მოსმენა, ძალიან გვიყვარს სირაქლემას პოზაში ყოფნა" - ბაკურ სვანიძე

image

"დ ა დ ე ბ ი თ ი ფაქტები:-ისტორია არ დაიწყებს იმის რკვევას რა და როგორ იყო.
დარჩება მხოლოდ მშრალი ფაქტები, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2024 წელს მოხვდა ევროპის ს ა უ კ ე თ ე ს ო 16 გუნდს შორის და რომ
დ ე ბ ი უ ტ ა ნ ტ მ ა ნაკრებმა ევროპის ჩეპიონატზე 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა!
შესანიშნავია, რომ ჩემპიონატი ნ უ ლ ი ქულითა და ნული გოლით არ დავტოვეთ! არაერთი ასეთი დებიუტანტი ახსოვს ფეხბურთის ისტორიას!
უ ა რ ყ ო ფ ი თ ი ფაქტი:- ჩვენი მ ე კ ა რ ი ს უაზრო გავარდნა წინ, ჯგუფის
პ ი რ ვ ე ლ მატჩში, რაც ჩვენს კარში მიღებულ გოლად დაგვიჯდა და ნურავის ეგონება, რომ ამან არაფერზე იქონია გავლენა - არ ვიცი, შესაძლოა
ვცდები, მაგრამ მე როგორც გამოვთვალე, სწორედ მაგ გაშვებული გოლის გამო მოხდა ის, რომ დავეჯახეთ ე ს პ ა ნ ე თ ს! ნაკლები გოლი რომ
გვქონოდა გაშვებული რ უ მ ი ნ ე თ ს ვეჯახებოდით და გაცილებით დიდი შანსი იყო შემდეგ ეტაპზე გასვლის! ასე რომ ა ქ ს ი ო მ ე ბ ი უნდა დავიცვათ!
უ ს ა მ ა რ თ ლ ო ბ ი ს ფაქტი:- საშინელი უსამართლობა იყო ა ზ ა რ ო ვ ი ს
არწაყვანა ევროპის ჩემპიონატზე, რაც არ უნდა მ ი ზ ე ზ ე ბ ი დაასახელოს მწვრთნელმა!
ი ღ ბ ა ლ ი - პ ირ ვ ე ლ ი იღბალი - "ერთა ლიგაზე" კენჭისყრის
შედეგად ორივე თამაში - ლუქსებბურგთან თამაშიც და საბერძნეთთან გადამწყვეტი თამაშიც ჩატარდა თ ბ ი ლ ი ს შ ი! ეს სერიოზული ფაქტორი იყო!
მ ე ო რ ე იღბალი - ლუქსემბურგთან ვარ-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მსაჯს გადაემოწმებინა მომენტი, სადაც მიქაუტაძესთან არც ისე უხეში კ ო ნ ტ ა ქ ტ ი ჰქონდა მოწინააღმდეგეს... არაერთი შემთხვევაა რომ ასეთ მომენტებს არ ამოწმებენ...
ამან მოგვცა ს ა მ მ ა გ ი შედეგი - გ ა უ ქ მ დ ა გოლი ჩვენს კარში, დაინიშნა პ ე ნ ა ლ ტ ი მეტოქის კარში და წ ი თ ე ლ ი ბარათი მიიღო მეტოქის
ფეხბურთელმა და მთელი მეორე ტაიმი ვითამაშეთ რიცხობრივ უ პ ი რ ა ტ ე ს ო ბ ა შ ი...
მ ე ს ა მ ე იღბალი - უკვე უშუალოდ ჩემპიონატის ძირითად კალენდარში, პ ო რ ტ უ გ ა ლ ი ა ჯგუფში ბ ო ლ ო მატჩში შეგვხვდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ
თუ ეს მთავარი მეტოქე წინა ორ თამაშს მოიგებდა, ჩვენთან უ მ ო ტ ი ვ ა ც ი ო დ იქნებოდა...
მ ე ო თ ხ ე უცნაური იღბალი - კიდევ კარგი, ჩეხეთთან ბოლო წუთზე საბა ლ ო ბ ჟ ა ნ ი ძ ე მ ვერ გაიტანა! თორემ ჩვენ გვექნებოდა 3 ქულა და იმის რეალური
შანსი, რო პორტუგალიას ბოლო თამაშის მოგების შემთხვევაში ქულებით დავეწეოდით...
ასე რომმომხდარიყო, პორტუგალია ჩვენთან თამაშში იქნებოდა მოტივირებული და იმას გვიზამდა რაც ესპანეთმა გვიქნა!
ბ ო ლ ო იღბალი - ესპანეთის ცენტრალურმა მცველმა ბურთი ს ა კ უ თ ა რ კარში ჩაჭრა! მესმის, რომ მას კ ვ ა რ ა ც ხ ე ლ ი ა მისდევდა, მაგრამ როგორც წესი,
ამ კლასის მცველები ასეთ შეცდომებს მაინც არ უშვებენ! ამის შემდეგ ფ ო რ ტ უ ნ ა მ ზურგი გვაქცია...
ს ა ს ი ხ ა რ უ ლ ო ფაქტი:-ბიჭებმა ყველა ეს იღბალი მაქსიმალურად კარგად
და ეფექტურად გ ა მ ო ი ყ ე ნ ე ს! ადრეც გვქონია ხოლმე რაღაცეებში იღბალი, მაგრამ ვერ ვიყენებდით!
დ ა მ ა ფ ი ქ რ ე ბ ე ლ ი ფაქტი:-უმოტივაციო პორტუგალიასთან მოგების შემდეგ, ლამის მთელი ერი "გ ა ყ ო ყ ო ჩ დ ა", მათ შორის ქართველი ფეხბურთელების ნაწილიც, რომლებიც აცხადებდნენ - "სადაც პორტუგალიას მოვუგეთ, ესე იგი ყველას მოგება შეგვიძლია" - ანუ, ჩვენი ე რ ი ს ერთ-ერთ თვისებად კვლავ რჩება ლტოლვა რ ე ა ლ ო ბ ი ს უარყოფისკენ და სასურველის
რეალობად აღქმისაკენ მიდრეკილება!
კიდევ ერთი დამაფიქრებელი ფაქტი - მ ს ა ჯ ე ბ ზ ე დაბრალება იმ თამაშის წაგებისა, რომელიც ს ა მ ბურთიანი სხვაობით წააგე და რომელშიც მეტოქე
90 წუთის განმავლობაში თავზე გაჯდა და მართლა ფეხი არ გაგანძრევინა და ის ერთი გოლიც, თავისკარში თვითონ გაიტანა... "პასიურ თამაშგარეზე"
აპელირება, როცა რეალურად ის მოთამაშე იყო მოძრაობაში და დ ა რ ტ ყ მ ი ს მომენტამდე კაი ხნით ადრე გაიწია და არანაირ ზეგავლენას აღარ ახდენდა მომენტზე. დასტოპება კადრისა, სადაც დამრტყმელი მეტოქე ბურთიდან კაი მოშორებით იმყოფება და ამის გასაღება "დარტყმის მომენტად"...
და ბოლოს - ს ი მ ა რ თ ლ ი ს მთქმელი ადამიანების მონათვლა "აგრესიულ და ნეგატიურ ტიპებად"...
ანუ, გვიყვარს "კომფორტის ზონა", თვალის დაბრმავება, მოგვწონს ისინი ვინც "დათვურ სამსახურს" გვიწევს და არაფრით არ გვინდა სიმართლის მოსმენა, ძალიანგვიყვარს ს ი რ ა ქ ლ ე მ ა ს პოზაში ყოფნა...
თ ვ ი თ კ მ ა ყ ო ფ ი ლ ე ბ ი ს ხალხი ვართ! დასკვნა - ასე, ა მ ა ზ ე შორს ვეღარ გავფრინდებით!მიყვარხხარ თ... მმაინც... სულლ..."-წერს ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში.
0
297
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0