ქალი და მამაკაცი როგორ მოვექცეთ დასრულებულ სასიყვარულო ურთიერთობას? 30 ივნისი, 17:16 დასრულებული ურთიერთობა ხშირად უბრალოდ ფაქტია, რომ მორჩა და აღარ წერ, აღარც კითხულობ, აღარ ხართ ერთად...
მაგრამ, შინაგანად და ემოციურად ასეთი წყვეტა ვერ ხდება ─
არ არის მარტივი, დაეხსნა იმას, ვინც ძალიან გიყვარდა და შენი მთელი პროექცია ერთბაშად ჩამოშალო ...
როგორც არ უნდა ეცადო, სხვა გაიჩინო, გაერთო და ყურადღება გადაიტანო, მაინც შენთან არის და დრო უნდა!!
გონებამ უნდა გადახარშოს ეს ყველაფერი
რაღაც პერიოდის მერე ცოტა მშვიდდები და სვამ კითხვას ─ რა მოხდა?
ოღონდ იმაზე კი არ ხარ ორიენტირებული, ბოლოს რომ იჩხუბეთ, არამედ იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს ჩხუბი...
ასეთ დროს აღმოაჩენ, რომ ეს პროცესი კომპლექსური ყოფილა და 1 საღამოს არ გადამწყდარა ─ ბევრი წინაპირობა ჰქონდა.
იწყებ ფიქრს, როგორი ქცევა იქნებოდა უფრო სწორი ... იწყებ ობიექტურ შეფასებას
ამ თემაზე სხვასთან საუბარი ძალიან კარგია, იქნება ეს ფსიქოლოგი თუ მეგობარი,
რადგანაც ადამიანის გონება ლაბირინთია და შენ ამ ლაბირინთში ხარ
ის მეორე ადამიანი ზევიდან დაგყურებს და უკეთ ხედავს, საით სჯობს წასვლა ...
რაღაც პერიოდის მერე შენ პოულობ პრობლემის სათავეს და თუ შეამჩნევ, რომ ბევრ რამეში არ იყავი მართალი, ეს უკვე დასაწყისია
ეგ ურთიერთობა რომც არ აღდგეს, საკუთარ თავზე უნდა იმუშაო და იგივე წრეზე არ იტრიალო!
(მაგ: თუ ფიქრობ, რომ ზედმეტად უყურადღებო იყავი, უნდა ეცადო შენს თავში ამის მოგვარებას, იმიტომ, რომ ეს შემდეგ ურთიერთობაშიც დაგაბრკოლებს)
საბოლოოდ კი იზრდები, იზრდება შენი პიროვნება და ხდები უკეთესი ადამიანი!
და დიახ, თუკი ისევ ერთად იქნებით, ყველაფერი გამოგივათ მთავარია, იგივე პროცესი მანაც გაიაროს... 40 შეფასება არ არის
|