x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
"ვაიმე ეს სად მოვხვდით მიშველეთ, დამაწყნარეთ" - სახალისო პოსტი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება

image

ფიტნეს მწვრთნელი ნინა ილურიძე, რომელიც ოჯახთან ერთად ევროპაში მოგზაურობს სახალისო პოსტს აქვეყნებს, რომელისაც ქვემოთ გთავაზობთ.



"ვაიმე ეს სად მოვხვდით ???????????? მიშველეთ, დამაწყნარეთ ????????????
კოხტა, მშვიდ, წყნარ ქალაქს ველოდი, ასე წარმომედგინა ამსტერდამი.
ქალაქის ცენტრში სრული საგიჟეთი იყო:
უამრავი ხალხი
ხმაური
გუგუნი
უცნაური იერის ადამიანები
ყველგან პლანის სუნი
ზოგი ფეხზე ვერ იდგა, ბარბაცებდა
უამრავი ნაგავი
აქეთ ტიტლიკანა კაცმა ჩაგვირბინა
იქით ჩემი ელენე გამოვარდა წიოკით - სუვენირების მაღაზიაში ნაირ-ნაირი ფერის და ზომის ფალოსები რომ დახვდა ????????????
.
მითხარით რომ ასეთი არაა ამსტერდამი და ცუდ დროს ცუდ ადგილას მოვხვდით.
.
სახლში მინდაააა"-წერს ნინა ილურიძე.
image
ორიოდე დღეში ილურიძემ, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც, როგორც ჩანს იუმორზე აცრილები არიან დამატებით პოსტი დადო.
"წინა პოსტზე რომ ჩამაქვესკნელეთ და მოსკოვებში გამიშვით, ეგერ დაგიჯერეთ და აქ ვარ.
წითელ მოედანზე აქედან როგორ მოვხვდე? ????
ისე, მოსკოვი და სავეცკი საიუზი პირველ რიგში ზუსტად ეგ იყო - ხუმრობით და ხმამაღლა ნათქვამი განსხვავებული აზრიც კი საშიში იყო, ვიღაცას მიზეზი მიეცემოდა "დანოსი" დაეწერა. ახლა შეიძლება კომენტარებში დაგხვრიტონ.
ვიღაცისთვის პარიზია ვირთხების, ბომჟების და ნაგვით სავსე ქალაქი.
ჩემთვის კი ❤️ სიყვარულის ❤️ ქალაქია.
აქ უბედნიერესი ვარ ❤️
მოგზაურობა ამ მრავალფეროვნებით, კურიოზებით და ემოციების გამოა ასეთი მიმზიდველი, რომელიც ყველას განსხვავებული შეიძლება გვქონდეს სუბიექტური მიზეზების გამო."
image
ახლა გეტყვით როგორ იყო ეს ამბავი:
- მე და ჩემი მეუღლე ვუყურებდით ევროზე გასასვლელ ბოლო მატჩს
- რომ მოვიგეთ, ვიყვირეთ, გაგვიხარდა, ვეცით თვითმფრინავის ბილეთებს
- დაგვხვდა კატასტროფა ფასი 4 ადამიანზე
- წამოვედით მისი პრიუსით
- 100 კმ-ზე 4, 7 ლიტრი დაწვა
- ვნახეთ უამრავი ქალაქი, სოფელი
- გვქონდა კურიოზები, დაძაბული სიტუაციები, სასოწარკვეთა, აღფრთოვანება
- ჰამბურგში ფრე რომ დასრულდა, გავბრაზდით, წავედით პარიზში
- გზად ამსტერდამში გავიარეთ
- დაქანცულებს წარმოგვედგინა ჩიტების ჭიკჭიკი, ყვავილების თაიგულები და მშვიდად მოსეირნე ველოსიპედები დაგხვდებოდა
- უცებ ხმაურში და კაკაფონიაში მოვხვდით, ოთხივე ოჯახის წევრს შოკი გვქონდა
- პოსტი დავდე ამაზე
- ზოგმა გამიგო ზოგმა ვერა
- ზოგმა კი გამიგო, მარა მაინც მათრია
- ამასობაში გამოვქანდით პარიზში, ტკბილ და მურაბა ნათესავებში არაჩვეულებრივი დღეები გავატარეთ
- ახლა საქართველოსკენ მოვუხვიეთ და შვეიცარიის საზღვარზე საქართველო-პორტუგალიას უნდა ვუყუროთ.
⚽️????????
ნეტავ ისე დამთავრდეს, რომ გერმანიისკენ უკან გადმოვუხვიოთ და ისეთ ხასიათზე დავდგეთ ყველას ყველა რომ გვიყვარდა 26 მარტს!!!!
????????⚽️????????⚽️????????⚽️????????⚽️????????⚽️
.
იმდენი თავგადასავალი გვქონდა, როცა მოვიცლი უფრო გემრიელად ჩავუჯდები მოსაყოლად ????
.
იქნებ სასწაული მოხდეს და მოვიგოთ?"
image
0
181
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0