x
მეტი
  • 01.10.2024
  • სტატია:137365
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511340
გიგა ლორთქიფანიძე: "ის კაცი რომ მანახეს - გამოხოხებული ჟორა იდგა ჩემ წინო"
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულებაგიორგი შავგულიძე რომ გარდაიცვალა, ავარიის დროს, ფილმი იყო დასამთავრებელი, სადაც მთავარ როლს სწორედ ის ასრულებდა. საჭირო გახდა შემცვლელის პოვნა.
რამდენიმე ეპიზოდიღა იყო დარჩენილი გადასაღები და დაიწყეს ისეთი ადამიანის ძებნა, რომელიც გიორგის ემგვანებოდა. მიაგნეს ერთ კაცს, რომელიც საოცრად ჰგავდა გარდაცვლილ მსახიობს. დაიწყეს მოლაპარაკება. იმ კაცმა რომ გაიგო, რაშიც იყო საქმე, მთელი ფილმის ბიუჯეტის ლამის ერთი მესამედი თანხა მოითხოვა. დაფიქრდა თურმე გიგა ლორთქიფანიძე, მაგრამ ვერ გასწვდებოდა ამ თანხას.
ერთ დღესაც, ერთი ახლობელი მისულა გიგასთან და უთქვამს, ნახე ვინ მოგიყვანეო. ბატონი გიგა ყვება, კინაღამ გული გამისკდა, ის კაცი რომ მანახეს - გამოხოხებული ჟორა იდგა ჩემ წინო. რომ დაულაპარაკია, ისე ჰგავდა თურმე ხმის ტემბრითაც, რომ მეორე შოკი მაშინ დამართვია რეჟისორს. თურმე ეს კაცი ყოფილა სომეხი ტაქსის მძღოლი, ფიზიკურად კი გაცოცხლებული ქართველი გიორგი შავგულიძე იყო.
გიგას შიშით უკითხავს, ფილმში რომ გადაგიღოთ ჟორას შემცვლელად რამდენიმე ეპიზოდში, რამდენს მოითხოვო. ის ტაქსისტი გადარეულა – რა ფული უნდა მოვითხოვო, ისეთ კაცს ვცვლი, რომ ფული აქეთ უნდა მოგცეთ, ჯიგრებოო. ფილმის დასრულებისას 12 ათასი მანეთი მაინც გამოუწერეს. იმ კაცს აუღია ეს თანხა და მთლიანად გიორგი შავგულიძის ოჯახისთვის გადაუცია.
წყარო: “სხვა სამყარო".
0
19
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0