x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135711
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
“აი, ასე მავნებლობენ ნაკრებზე – ბიჭებო, გატყუებენ” - რას წერს ვიკა ბუკია

image


ჟურნალისტი ვიკა ბუკია ტროლების მიერ მისი სახელით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქართველ ფეხბურთელებს საჯაროდ მიმართავს:


"მანანას ვიდეობის ქვეშ არ მაკლდა ტროლები და დეზინფორმაცია, მაგრამ ახლა სხვა ლეველზე ავიდნენ.


“კვარაცხელიას შენ არ ლანძღავდიო?” – ამას წერენ დაკოპირებულად, დაკოპირებულად.


ივანიშვილის ნახირს არაფერი ეშველება. ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ ამ მნიშვნელოვანი მატჩების პერიოდში, ავითარებენ აზრზს, რომ თითქოს მე, ან ვიღაცეები ვლანძღავდით ფეხბურთელებს. აი, ასე მავნებლობენ ნაკრებზე. თითქოს საქართველოში არიან ვიღაცეები, ვინც ბიჭებს არ გულშემატკივრობს. არ აინტერესებთ არაფერი, არც ფსიქოლოგიური წნეხი, რომელსაც ამ ტყუილების გავრცელებით აყენებენ ბიჭებს.


ბიჭები გაიმარჯვებენ და უკვე გაიმარჯვეს. კვარას გოლს ველოდები ისევ, როგორც ველოდი ყოველთვის???? მე კი კვირას ისევ ეთერში გამოვეჭიმები ჩემი წითელი მაიკით (არ მიწევდა, მაგრამ ამ ეთერის გამო ჩამოვდივარ სამეგრელოდან). მე არ ვიცი როგორი რეაქცია მექნება გოლს თუ გავიტანთ, მაგრამ ნებისმიერი ანგარიშის შემთხვევაში – ბოლომდე ყველა იქნება ნაკრებისკენ, რომელმაც შეგვიყვანა ევროპაში.


ბიჭებო, არ არსებობს ადამიანი საქართველოში, ვისაც თქვენ ძალიან, ძალიან არ უყვარხართ გატყუებენ ქოცები:)"- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.




0
457
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
457