x
image
თამილა გურაშვილი
გელა ზედელაშვილი:სიამის ტყუპები და ამათნაირები 26 ოქტომბბერს პოლიტიკურად მიწაში უნდა ჩავფლა

image
მართალია, თქვენგან მარცხენა უფრო ჰასაკოვანია, ვიდრე თქვენგან მარჯვენა, მაგრამ მაინც სიამის დები არიან - აზროვნება ერთნაირი, გონებრივი შესაძლებლობები ერთნაირი, გაგება ერთნაირი, რეიტინგი ერთნაირი, სახელი და გავლენა ერთნაირი, გამოხედვა ერთნაირი, ფიზიონომია ერთნაირი, მანერები ერთნაირი, მიხვრა-მოხვრა ერთნაირი, მიზნები და ამოცანები ერთნაირი.

კიდე რამდენი მსგავსება ჩამოვთვალო? როგორც ხედავთ, ისინი ეკლესიაშიც დადიან, თავიანთსიგრძე სანთლებსაც ანთებენ, მაგრამ ისეთებს სჩადიან, ეკლესიურმა რომ არ უნდა ჩაიდინოს (არა, არც არაეკლესიურმა უნდა ჩაიდინოს, მაგრამ ეკლესიურებმა მით უფრო). აი, ამიტომაც არიან სიამის დები!
აბა, უყურეთ... როცა ეკლესიაში ერთად არიან, სანთელს ერთი ყიდულობს და ანთებს, ორივენი არ ყიდულობენ, ყაირათიანად მოქმედებენ, ფულსა ზოგამენ.
ორივე ერთმა კაცმა დააყენა სარფიან გზაზე, აღაზევა, დაბანა, ჭუჭყიანი ჩუსტები გახადა, ევროპიული მოკასინები ჩააცვა, მოასუქა, მოაკეთა და შემდეგ, როგორც “აქოური'' წესია ხოლმე, იქით შეუტრიალდნენ, ამრეზით შეხედეს, იუკადრისეს, ეს კაცი რუსეთუმე ყოფილა, სასწრაფოდ უნდა გავეცალოთო.
განა რამე? როგორც უგვანოთა და უჯიშოთა წესია ხოლმე, მწვანე თუმნიანებზე გაიყიდნენ, ისევ მწვანე თუმნიანებზე გაყიდულებმა იყიდეს, თავიანთ ხელისქალებად გაიხადეს. ესენიც მიეყიდნენ, რაც “ოცნებიდან'' მისაღები იყო, მიიღეს, პარტია სათავიანთოდ გამოწურეს და რაღა ენაღვლებოდათ, გარედანაც ხომ უნდა მიეღოთ რამე?!
ახლა იმედი ჩასახვიათ, რომ ამ შემოდგომაზე იმ კაცს დაამარცხებენ, რომელმაც ესენი დააყენა სარფიან გზაზე და ჭუჭყიანი ჩუსტები ჩააცვა.
როგორ და რანაირად უნდა დაამარცხონ ის კაცი, როცა ამათ არც სახელი აქვთ, არც გავლენა, არც ავტორიტეტი, არც ქალობა, არც ნორმალური სიტყვა-პასუხი, არც ნორმალური გონებრივი შესაძლებლობები, არც ნორმალური მიხვრა-მოხვრა?
როგორ და ვიღაც დაჯღანულები რომ გამოდიან ხოლმე ევროპარლამენტსა თუ აშშ-ის კონგრესში. ეგეთი დაჯღანულები ბევრნი არ არიან, მაგრამ ამათ მაინც აქვთ იმედი.
და მაინც... იმ დაჯღანულებმა რანაირად უნდა მოიყვანონ ეს აჯმები ხელისუფლებაში? მაიდნით?
ვერა, ეგ ბევრჯერ სცადეს და არ გამოუვიდათ, ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ნულია!
მე დამემუქრებიან, ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთ, ფულებს აღარ გადმოგირიცხავთ, შეგზღუდავთ, დაგასანქცირებთ, თუ ამათ ხმას არ მისცემო?
ამ ეტაპზე ეს არი, მეტი ვერაფერი მოიფიქრეს, მაგრამ როგორც ჩანს, იმ დაჯღანულებმა არ იციან, რომ ჩვენ სუ ფეხებზე გვკიდია ვიზალიბერალიზაციაც, დასანქცირებაც და ყველანაირი შეზღუდვაც, ჩვენთვის დღეს მთავარია ტერიტორიების დაბრუნება, დრო ჩვენს საზიანოდ მუშაობს!
შორს აღარ წავალ... მე პირადად ერთი სული მაქვს, როდის მოვა 26 ოქტომბერი, რომ ესენი და ამათნაირები პოლიტიკურად მიწაში ჩავფლა. არა, კი არიან თავიანთი “ხოდით'' ჩაფლულები, მაგრამ კარგად უნდა გადავტკეპნო" - გელა ზედელაშვილი
0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0