სხვა დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: აფრიკელები სათევზაოდ ნიჩბებით დადიან 29 ივნისი, 8:58
თუ აფრიკაში მოხვდებით, დილით ადრე გაიღვიძებთ და აღმოაჩენთ რომ ადგილობრივები სათევზაოდ ანკესების ნაცვლად წერაქვებითა და ნიჩბებით შეიარაღებულები მიდიან, ნუ გაგიკვირდებათ.
პროტოპტერუსები
საქმე იმაშია, რომ აფრიკის კონტინენტზე არსებობენ თევზები, რომლებიც არა წყალში, არამედ მიწაში ბინადრობენ და შეუძლიათ თვეების განმავლობაში ტენიანობის გარეშე ყოფნა, გახანგრძლივებული გვალვების პერიოდში კი უწყლოდ დარჩენა - წლების განმავლობაშიც კი ძალუძთ! მათ როგორც კარტოფილს ისე თხრიან მშრალი წყალსაცავის ფსკერიდან, რომელსაც წვიმიან სეზონზე თავიდან შევსება შეუძლია. მაგალითად, მიწის თევზები იგივე პროტოპტერები ორგვარადმსუნთქავნი არიან და ტროპიკების მტკნარ წყლებში ბინადრობენ. ამ სახეობის გაჩენა იმით არის გამოწვეული, რომ მშრალ პირობებში ის იძულებულია მოერგოს ტენის ნაკლებობას და გადარჩეს გრუნტში.
მას შემდეგ, რაც ბუდეში ჟანგბადის საკმარის მიწოდებას აღწევს, პროტოპტერი უამრავ ლორწოს გამოყოფს, რაც მას სიცოცხლისთვის საჭირო ტენიანობის შენარჩუნებაში ეხმარება, რის შემდეგაც თავსდება უფრო კომფორტულად და ანაბიოზში გადადის. არსებობს ისეთი მიწის თევზებიც, რომლებიც ოდნავ განსხვავებულ გადარჩენის სტრატეგიას იყენებენ. ისინი არ თხრიან ხვრელებს, უბრალოდ სხეულს ლორწოთი იფარავენ და ერთგვარ ჭიის პარკად გადაიქცევიან.
ჰიბერნაცია შეიძლება გაგრძელდეს 6-9 თვე, თუმცა დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ანაბიოზი 4 წელსაც კი გაგრძელდა თევზის ჯანმრთელობისთვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე. აფრიკელებს უყვართ მიწის თევზის დაჭერა, რადგან მათი გემოვნური და კვებითი ღირებულებები ძალიან ფასდება, თუმცა კომერციული თევზჭერა არ ხდება. ადგილობრივი მოსახლეობა თევზს საკუთარი საჭიროებისთვის ან მცირე ვაჭრობისთვის იჭერს.
მიწის თევზის "ბუდის" პოვნა ძალიან მარტივია. ადგილობრივები ამოწმებენ დამშრალი წყალსაცავის ფსკერს, ეძებენ რა უფრო მუქი ფერის სოროს "ქუდებს". 5 სმ-დან 15 სმ-მდე სიგრძის დიდი "ქუდის" ქვეშ როგორც წესი, მოზრდილ პროტოპტერს სძინავს, ხოლო თავშესაფრებში, რომელთა სიგრძეც 15 სმ-ს არ აღემატება შესაძლოა უფრო მცირე ზომის მძინარე "ნიმუშები" საერთოდაც ვერ შენიშნოთ.
არსებობს თევზის "ბუნკერი", რომელიც ტენის გარეშე ძალიან მკვრივდება და ქვას ემსგავსება, ამიტომ პროტოპტერს გრუნტიდან სწორედ მასთან ერთად იღებენ. გამბიაში მცხოვრები ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ მათ შეუძლიათ დიდი პროტოპტერების აღმოჩენა არა ვიზუალურად, არამედ სმენით! მძიმეწონიანი მძინარე თევზი, მათი თქმით, გამოსცემს დამახასიათებელ ბგერებს, რომლებიც მშვიდ, არა ქარიან ამინდში კარგად განირჩევა. დასაჯერებელია თუ არა მათი ეს ისტორიები, მკითხველის გადასაწყვეტია, რადგან ისინი მეცნიერულად დადასტურებული არ არის.
სუდანელები მიწის თევზებს თავისებურად იჭერენ და ამას სრულიად ორიგინალურად აკეთებენ. ისინი იღებენ სპეციალურ დოლს და მასზე ისე არტყამენ, რომ ხმები წვიმის წვეთებს დაემსგავსოს. ასეთი ეშმაკობით მოტყუებული პროტოპტერები სახასიათო ხმას გამოსცემენ, რითიც საკუთარ თავს ავლენენ. მეტიც, ზოგიერთ მათგანს იმდენად უხარია წვიმის მოსვლა, რომ თავშესაფარსაც კი ტოვებს.
მეთევზეებს კი მხოლოდ ხელის გაწვდენაღა რჩებათ სასურველი თევზის ხელში ჩასაგდებად. ვინ იცის, იქნებ დროთა განმავლობაში მისმა უდიდებულესობა ევოლუციამ მიწიერ თევზებს ცოტა ჭკუა ასწავლოს.
|