x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კორეელმა ქალბატონმა მართვის მოწმობა 950 ცდის შემდეგ აიღო.

imageსამხრეთ კორეეელმა, 68 წლის ჩხა სა სუნმა როგორც იქნა 950 ცდის შემდეგ მიიღო სანუკვარი საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ მან შეუძლია მართოს ავტომობილი.კორეელი მალე გინესის რეკორდების წიგნში შევა. 2005 წლიდან დაწყებული კორეელი ქალბატონი ყოველ სამუშაო დღეს სტუმრობდა ავტოსკოლას იმის იმედით, რომ ჩააბარებდა გამოცდას.ქალბატონი მთელი ქვეყნისთვის მაშინ გახდა ცნობილი, როცა მე-700 ცდაზე ჩაიჭრა, უიღბლო მოხუცზე უკვე ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები ალაპარაკდნენ.გამოცდის ჩაბარების დროს აუცილებელი იყო მაქსიმალური 100 ბალიდან მხოლოდ 60 ბალის აღება...და აი, როგორც იქნა, გასულ ოთხშაბათს 950-ე ცდაზე ქალბატონმა ჩხა სა სუნმა მოაგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა.ავტოსკოლაში მომუშავე ერთ-ერთმა ოფიცერმა პირობა დადო, რომ საკუთარი ხელით გაუკეთებს მემორიალურ დაფას მოხუც ქალბატონს და საპატიო ადგილზე დაკიდებს. ახლა კორეელ ქალბატონს ავტომობილის მართვაზე დარჩა გამოცდა ჩასაბარებელი.თუ ამ გამოცდასაც წარმატებით ჩააბარებს, მას უკვე შეუძლია საჭესთან დაჯდეს.როგორც ცნობილი გახდა ჩხა სა სუნი ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობს და მას ამ ყველაფრის ხელის ურიკით თრევა უწევდა. მოწმობის აღების შემდეგ, რა თქმა უნდა, შრომა მას ბევრად უფრო გაუადვილდება.ავტოსკოლის მესვეურვებმა დათვალეს, რომ მართვის მოწმობის მაძიებელმა ქალბატონმა 7 წლის განმავლობაში 5 მილიონი სამხრეთ კორეული ვონი დახარჯა, რაც დაახლოებით 4200$-ის ტოლია.

1
93
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
93
  
2012, 18 ოქტომბერი, 11:42
ახლა მე უნდა ავიღო მართვის მოწმობა და იმედია ამ ქალის სენი არ გადმომედება
0 1 1